ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 633,086 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია.
აერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 541,752 შეადგინა, ზრდა +9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 359,744 შეადგინა, რაც 50,008-ით მეტია 2017 წლის მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +16.1%-ია).
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა , გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, შეიცვალა ქვეყანაში ტურიზმის სტატისტიკის კვლევაც და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ის მსოფლიო პრაქტიკასთან ადაპტირებული გახდა.






