მეტროპოლიტენის გაფიცულ მემანქანეებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. მან მემანქანეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და უთხრა, რომ მერიასთან მოლაპარაკებები გააგრძელონ.
“ორივე მხარემ – დამსაქმებელმაც და დასაქმებულმაც უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები. მე მოვედი აქ, რათა გავესაუბრო და გავიგო, რა მოლოდინი და მოთხოვნები აქვთ სახალხო დამცველის მიმართ მემანქანეებს“, – თქვა სახალხო დამცველმა მემანქანეებთან შეხვედრის დაწყებამდე.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.