პოლიტიკური გაერთიანება გირჩი ღორის 40 კილოგრამ მწვადის მიწოდებაზე ღია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ გირჩმა Facebook-ზე დაწერა.
როგორც პოლიტიკურ გაერთიანებაში ამბობენ, 40 კგ ღორის მწვადი პარტიული ყრილობისთვის სჭირდებათ, რომელიც 23 ივნისს გაიმართება.
როგორც ტენდერის მოთხოვნებში წერია, ხორცის ხარისხი მაღალი უნდა იყოს, ფასი კი დაბალი.