• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, October 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: მთავრობის სტრუქტურაში დამატებითი რგოლის გაჩენაზე საუბარი არ არის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„რაიმე დამატებითი რგოლის გაჩენაზე მთავრობის სტრუქტურაში, საუბარი არ არის, პირიქით, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად რაციონალური იყოს მთავრობაში სტრუქტურა და ამ პრინციპით ვიმოქმედებთ”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის გუშინ გამართულ სხდომაზე სახელმწიფო მდივნის ან სხვა კონკრეტულ თანამდებობასთან დაკავშირებით, დისკუსია არ გამართულა.

“ჩვენ გვქონდა, ზოგადად, დისკუსია. აქ არ იყო დისკუსია სახელმწიფო მდივანზე ან რაიმე კონკრეტულ თანამდებობაზე. აქ არ არის საუბარი, ზოგადად, რაიმე რგოლის დამატებაზე. საუბარია იმაზე, რომ მსხვილი სამინისტროების პირობებში ხომ არ არის მიზანშეწონილი მეორე დონის, ეს არის მინისტრის მოადგილის დონის,  გამოკვეთა და მათთვის კონკრეტული, ასე ვთქვათ,  მიმართულებების განსაზღვრა. ეს იყო ზოგადი ინიციატივა, რომელზეც გრძელდება, რა თქმა უნდა, მსჯელობა.  ჩვენ ვრჩებით იმ, ასე ვთქვათ, სტრუქტურაში, რომელიც არის დღეს წარმოდგენილი  მთავრობაში – ეს არის -მინისტრი და მინისტრის მოადგილე. იქ რაიმე მოდიფიკაცია თუ განხორციელდება, ამაზე იმსჯელებს გუნდი და ამაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი ივლისის პირველ კვირაში დასრულდება და კონსულტაციები მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით ამის შემდეგ დაიწყება.

„ჯერჯერობით კონსულტაციები მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ სტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში, კანონი- „მთავრობის შესახებ კანონში“ ცვლილებები და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება და ეს მოხდება ივლისის პირველ კვირაში, სავარაუდოდ, ამის შემდეგ უკვე დაიწყება კონსულტაციები თვითონ მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით.

ინიციატივა აქ ეკუთვნის, რა თქმა უნდა, თავად პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს. ის წარმოადგენს კონკრეტულ კანდიდატურებს და ამის შემდეგ გვექნება ჩვენ მსჯელობა უკვე საპარლამენტო ფორმატში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის პერსონალურ შემადგელობას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

“ჯერ უნდა დაველოდოთ პრემიერმინისტრის წინადადებას და ამის შემდეგ შეიძლება ჩვენ გავაგრძელოთ კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით. ეს არის პრემიერის პრეროგატივა. ვიდრე ის არ ისარგებლებს ამ პრეროგატივით, დამატებითი კომენტარების გაკეთება ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, საუბარია საქართველოს მთავრობაში 14 მინისტრის ნაცვლად, 11 მინისტრის არსებობაზე. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, ეს არის გამართული კონსულტაციების შედეგი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება.

„საუბარია 14 მინისტრის მაგივრად 11 მინისტრის არსებობაზე მთავრობაში. შესაბამისად, 13 სამინისტროს მაგივრად იქნება 10 სამინისტრო. ეს არის ამ ეტაპზე შედეგი ჩვენი კონსულტაციების. ეს კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ, მე ვფიქრობ, ხვალ, ზეგ უკვე გამოიკვეთება  გუნდში პოზიცია რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ჩვენ კონსულტაციები უმრავლესობა-მთავრობის ფორმატში. პრემიერი შეხვდება უმრავლესობას გაფართოებულ ფორმატში და ვფიქრობთ, რომ დღეს, ხვალ უკვე საბოლოო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება იქნება ჩამოყალიბებული უმრავლესობაში მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამოსავალი წერტილი მაქსიმალურად ეფექტიანი მართვის სისტემაა.

„მთავარი ამოსავალი წერტილი ამ ეტაპზე არის ის, რომ მართვის სისტემა გახდეს მაქსიმალურად ეფექტიანი და ლოგიკას დაექვემდებაროს ის სტრუქტურა, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული მთავრობაში. ანუ, კონკრეტული ლოგიკის მიხედვით უნდა განისაზღვროს ის მიმართულებები და ამ მიმართულებებშიც შეიქმნება სამინისტროები. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. რაც შეეხება თვითონ ხარჯების ოპტიმიზაციას და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანი, თუმცა პირდაპირ არ არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, სამინისტროების რაოდენობა ადმინისტრაციულ ხარჯებთან. თუმცა, ბუნებრივია, კონსულტაციები გაგრძელდება და ამასთან დაკავშირებითაც გვექნება მსჯელობა“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არ არის.

„მთავარი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არ არის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად ეფექტიანი და რაციონალური სამთავრობო სტრუქტურა. ეს არის მთავარი ამოცანა. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც არის, რა თქმა უნდა, დაკავშირებული, საბოლოო ჯამში, სტრუქტურასთან, ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად მობილური, მოქნილი იყოს სამთავრობო სტრუქტურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ თურქეთის ელჩს მიუსამძიმრეს

12 years ago
თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

თბილისიდან მოსკოვში გაფრენილმა ტურისტმა ჩემოდნიდან 9000 დოლარი დაკარგა – რას წერს რუსული მედია?

3 years ago

მეტროსადგურ ვარკეთილში 11 ადამიანი დაშავდა

9 years ago

თბილისი-რუსთავის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო

11 years ago

ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ახალი ამბები

ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

10/25/2026

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა,...

მეტის ნახვაDetails
„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

„დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი

10/25/2026
„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

„გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს

10/25/2026
სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

სკოლაში არასრულწლოვანებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

10/24/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ფოთში ქალი, ქმარმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა 10/25/2026
  • „დიდი ნუგეშია თქვენი გვერდში დგომა… და მაინც ჯერ ძალიან ადრე იყო გიო” – გიორგი ნემსაძის მეუღლის ემოციური პოსტი 10/25/2026
  • „გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ…“ – ლიკა კუჭუხიძე მიმართვას ავრცელებს 10/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by