• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: “რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის”

8 years ago
in პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: “რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისთვის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენ  ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები და ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ, უკრაინის, მოლდოვას, ლიეტუვისა და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, კონფერენციაზე – „რუსული რევანშიზმი – გულწრფელი დისკუსია ოთხი ევროპული ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეთან“  ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები აკავშირებთ, რომელთა აღმოფხვრაც, დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე ვერ ხერხდება.

„მოხარული ვარ, რომ ვხედავ, რამდენი მეგობარი ჰყავს საქართველოს, თავისუფლებასა და დემოკრატიას. ჩემთვის ასევე დიდი პატივია, რომ ვიმყოფები მოლდოვასა და უკრაინის – საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეების გვერდით.ჩვენი თანამშრომლობის განმსაზღვრელი მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვაქვს ის საერთო უსაფრთხოების გამოწვევები, რომლების აღმოფხვრაც ვერ ხერხდება ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებიდან თითქმის სამი ათწლეულის მანძილზე.მაშასადამე, ჩვენი ქვეყნებისათვის ერთად დგომა არა მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობაა, არამედ ეს არის თითქმის ეგზისტენციალური აუცილებლობა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განხორციელებულმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყნების  საზოგადოება ფუნდამენტურად შეცვალა და ეკონომიკა და ინსტიტუტები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე, თუნდაც, ათი წლის წინ.

„თუმცა, ჩვენ ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომელიც სავსეა უსაფრთხოების გამოწვევებით. ვერცერთი ქვეყანა დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს ამ გამოწვევებთან გამკლავებას. ზუსტად ამ მიზნით, საქართველოს სურს ჰყავდეს ძლიერი პარტნიორები სამეზობლოში და დასავლეთში. დასავლურ ერთა ოჯახში, ვგულისხმობ ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვან წევრობას. საკმაოდ რთული გზაა გასავლელი, თუმცა საქართველოსათვის ეს ერთადერთი შესაძლო გზაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება და პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი გახდეს, საქართველოს საერთაშორისო სტაბილურობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

„ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია საერთაშორისო უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილის შეტანა, რათა გავხდეთ პასუხისმგებელი საერთაშორისო თანამეგობრობის ღირებული წევრი. საქართველომ სამი მნიშვნელოვანი მიმართულებით შეიტანა წვლილი საერთაშორისო სტაბილურობაში.  უკვე ათი წელია, რაც საქართველო მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში ჩვენს პარტიორებთან ერთად. ყველაზე აღსანიშნავი საქართველოს ავღანეთსა და ევროკავშირის მისიებში მონაწილეობაა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს როლს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

გარდა ამისა, ჩვენი პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, საქართველომ უზრუნველყო ის, რომ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულ ძალას წარმოვადგენთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში, და შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობლებთან,  რუსეთის გარდა. საქართველოს ხელისუფლებამ, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალიზაციის გზით, მიაღწია შიდა სტაბილურობის იმ დონეს, რომელიც არასოდეს ყოფილა მიღწეული წინა ათწლეულების მანძილზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ჯერ კიდევ მოუგვარებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისთვის.

“მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ნაბიჯებისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიგვარებია ჩვენი უდიდესი პრობლემა – ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა. როგორც იცით, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი-აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

რუსეთი კვლავ უდიდეს გამოწვევად რჩება საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის, და მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისა ურთიერთობებისადმი, რუსეთს არასოდეს უცდია, გადაედგა საპასუხო ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს უსაფრთხოების პრობლემები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში. პირიქით: ამ ტერიტორიებზე სულ უფრო უარესდება ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობა. ყოველდღიურად ხდება ადამიანების გატაცება. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები ამ ორ ოკუპირებულ რეგიონში. ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ძალადობრივი ხელყოფა ცხინვალში, მარიონეტული რეჟიმის ხელში. ამან ცხადყო, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი გაყინული არ არის და მას საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის მოგვარების მხრივ პროგრესის არარსებობა პირდაპირ გულისხმობს რუსეთის მონაწილეობას რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებით მანიპულაციაში პოლიტიკური მიზნებისათვის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ საქართველოს პასუხი არის ორგვარი: „ვეძებთ მეგობრებს სხვა ქვეყნებში და ვაძლიერებთ დემოკრატიას საშინაო საკითხებში”.  მისივე თქმით, საქართველო მტკიცე და უწყვეტ მშვიდობიან წინააღმდეგობას უწევს რუსეთის აგრესიას რეგიონული და დასავლელი პარტნიორების დახმარებით.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძე ნატოს მოახლოებულ სამიტს და მოლოდინებსაც შეეხო. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა  საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირთან ინტეგრაციული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

“ჩვენ მოუთმენლად ველით ნატოს მოსალოდნელ სამიტს, რომელიც ჩვენი ღრმა რწმენით, სათანადოდ აღიარებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ და წინა პლანზე წამოსწევს და დააჩქარებს საქართველოს ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების საკითხს, როგორც ეს გადაწყდა 10 წლის წინ ბუქარესტის სამიტზე.

ასევე მზად ვართ, გავაღრმავოთ ჩვენი ინტეგრაციული თანამშრომლობა ევროკავშირთან, რაც უფრო და უფრო იმედისმომცემი ხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და ევროპის ზონაში უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ.  დღესდღეობით, ჩვენ მოველით სავაჭრო და ბიზნეს საქმიანობის ხელშესახებ შედეგებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალ დონეზე გადავიდა და გასულ წელს, უპრეცენდენტო დონეს მიაღწია.

“ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალ დონეზე გადავიდა, რომელიც უფრო ფართოდ ვრცელდება საქართველოზე ვაშინგტონიდან პოლიტიკური და ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. წინა წელს უპრეცედენტო დონეს მიაღწია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობამ: ამერიკასა და საქართველოს ის საერთო სტრატეგიული მიზნები აკავშირებთ, რომლებიც ემყარება რეგიონის დემოკრატიული გარდაქმნის ღირებულებებს და ურყევ მშვიდობასა და სტაბილურობას ლიბერალური და დემოკრატიული დღის წესრიგის საფუძველზე”,- მიმართა დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს, მტკიცე რეგიონული პოზიცია დაიკავოს იმ ქვეყნებთან ერთად, ვინც საკუთარ მომავალს ევროპაში მოიაზრებს.

„ჩვენ გვწამს, რომ ჩვენს მოლდოველ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი მისწაფება დასავლეთისაკენ უფრო ხელშესახები და ეფექტური გახდება.

გვჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებისაკენ, ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი, როგორც დემოკრატიული ერის შიდა სიძლიერეში.

საქართველოს მუდმივი მზაობა დემოკრატიული ტრანსფორმაციებისადმი, განსაკუთრებით კი ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, ნათლად გამოხატავს იმას, რომ საქართველოს ფუნდამენტალური უსაფრთხოების გათვლები ემყარება ძლიერი დემოკრატიული საფუძველის შექმნას ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობისათვის.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გარდაქმნის პარალელურად, კანონის უზენაესობის, ლეგიტიმური მმართველობისა და საზოგადოებრივი ერთსულოვნების გზით, საქართველო აშენებს იმ მდგრადობას, რომელიც იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ის უხეში აგრესია, რაც 2008 წელს ვიხილეთ.

ჩვენ მზად ვართ, კვლავ ვიბრძოლოთ ჩვენი დამოუკიდებლობისათვის, და გვწამს, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით და ჩვენი მოსახლეობის თანხმობით,  გავიმარჯვებთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

​

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა კი, გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რვა კი, გამოჯანმრთელდა

6 years ago
აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული – ცერცვაძე სანქციებზე

აბსოლუტურად მცდარი ინფორმაციის საფუძველზეა გადაწყვეტილება მიღებული – ცერცვაძე სანქციებზე

3 years ago

“სოლიდარობის ფონდი”, დაფინანსების მსურველთა პირველ განცხადებებს 5 სექტემბერს განიხილავს

12 years ago
საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს კი მხოლოდ 7% წარმოადგენს – Unicef-ს კვლევა

საქართველოში მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% სიღარიბის ზღვართან ახლოს, საშუალო კლასს კი მხოლოდ 7% წარმოადგენს – Unicef-ს კვლევა

8 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by