• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ბახტაძე: “მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური საგადასახადო რეჟიმი მცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში 33 პირი მოხვდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ჩვენი მეწარმეები ელოდნენ დაგადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმიმცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახალი, უნიკალური საგადასახადო რეჟიმის ამოქმედება, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ.

მაშტაბურ რეფორმაზე, რომელიც მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს ეხება, მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

„როგორც დაგპირდით, საქართველოს ეკონომიკაში დავამკვიდრებთ სამართლიან თამაშის წესებს, ისეთ ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ორიენტირებული იქნება მთავარი გამოწვევის დამარცხებაზე და აღმოფხვრაზე – ეს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ საქართველოში დავძლიოთ სიღარიბე. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მემკვიდრეობით ერგო ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც ხშირად სამწუხაროდ საგადასახადო ტვირთი მცირე მეწარმეებისთვის იყო უფრო დიდი, ვიდრე მსხვილი ბიზნესისათვის, ისეთი მოდელი, სადაც მცირე მეწარმეებს ჰქონდათ მნიშნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ გაეფართოებინათ თავიანთი მომსახურებისა და პროდუქციის გაყიდვის ბაზარი. ამასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმები ხშირად აიძულებდა მცირე მეწარმეებს ყოფილიყვნენ ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩვენი მთავარი გზავნილია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, რომლის წარმატების ერთადერთი  გადის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ჩვენს ეკონომიკურ გამოწვევას. დღეიდან საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს  არის ძალიან მაშტაბური რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს. ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 120 ათას მეწარმე ფიზიკურ პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე. ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და შედეგად, პარლამენტმა დაამტკიცა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც დღეიდან უკვე ამოქმედებულია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ სრულიად უნიკალურ საგადასახადო რეჟიმზე, რომელსაც მთავრობა მცირე მეწარმეებს სთავაზობს.

„მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება არაუმეტეს 500 000 ლარისა, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარამდე ზღვარისა; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი 5%-დან 1%-მდე მცირდება; მცირე ბიზნესისთვის შენარჩუნებულია უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. გადასახადის გადახდა და დეკლარირება ხდება ყოველთვიურად და არა ე.წ საავანსო გადასახადის სახით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჩვენი მეწარმეებისთვის, ვინაიდან მათ უწევდათ გადასახადის გადახდა წინასწარ რეჟიმში; მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ის გადამხდელებად”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მცირე მეწარმის სტატუსს დაკარგავს. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყველა შეძლებს, ისარგებლოს მცირე მეწარმის სტატუსით, მიუხედავად იმისა, ის იხდის დღგ-ს თუ არა.

„ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთის მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შევამციროთ საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეჟიმით შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენს მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, რომელთათვის ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათი უმნიშვნელოვანესია, რომ მათ განაგრძონ თავიანთი ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შესაბამისი სერვისები როგორც სახელმწიფოსგან, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. ახალი საგადასახადო რეჟიმი უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს,უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე.  ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ მე პირადად წლის დასაწყისიდან მქონდა არაერთი შეხვედრა საქართველოს რეგიონებში ჩვენს მცირე მეწარმეებთან და მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აღნიშნული საგადასახადო რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ ნაკარნახევია მათი ინიციატივით. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მეწარმეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული რეფორმის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლაც პირადად ვუთხრა მათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელსაც ისინი ელოდნენ დაგადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მასშტაბით მართლაც უნიკალური საგადასახადო რეჟიმიმცირე მეწარმეებისთვის უკვე ძალაშია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან მცირე და საშუალო მეწარმეების მხრიდან შესაბამისი აქტიურობა იქნება.

„ფინანსთა სამინისტროს სისტემა მზადაა თითოეულ მცირე მეწარმეს გაუწიოს შესაბამისი დახმარება. რეგისტრაციის პროცესი არის ძალიან მარტივი და არაა დაკავშირებული არანაირ ბიუროკრატიასთან.  ამასთან ერთად, უმოკლეს ვადებში, ბანკებს, ისევე, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ექნებათ საშუალება, თვითონ გაუწიონ აღნიშნული სერვისი თავიანთ კლიენტებს, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მცირე მეწარმეთა დარეგისტრირების პროცესს. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს, შეიძლება ითქვას, რევოლუციური საგადასახადო რეჟიმი ჩვენ მიერ ინიცირებულ სხვა რეფორმებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ ჩვენი პრიორიტეტია მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც შეეხება თითოეულ ქართულ ოჯახს, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი გაიზარდოს ჩვენს ეკონომიკაში და სწორედ ეს რეფორმა, იმ სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებსაც უმოკლეს ვადაში განვახორციელებთ, გახდება იმის წინაპირობა, რომ საქართველოს ეკონომიკაში გავზარდოთ მცირე მეწარმეობის წილი, შესაბამისად მივიღოთ ინკლუზიური ზრდა, დამატებითი სამუშაო ადგილები და რაც მთავარია – შემცირებული სიღარიბე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ამ ბრძოლსაც მოვიგებ”- ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის

“ამ ბრძოლსაც მოვიგებ”- ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის

2 years ago
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა

6 years ago

2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხპოეთიდან ინვესტიციის სახით შემოვიდა 226 მლნ აშშ დოლარი

13 years ago
ბრიუსელში ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ორი დოკუმენტი გამოქვეყნდა

საქართველოში ნატო-საქართველოს მასშტაბური სწავლება იწყება

10 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by