თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკში სირაქლემა არ ჰყავთ.
მისივე თქმით, ფრინველი, რომელიც ზოოპარკშია, ემუა. ავსტრალიაში გავრცელებული ეს ფრინველი საკმაოდ აგრესიულია.
ზურა გურიელიძე აცხადებს, რომ „გირჩის” წევრებს ვერც ემუს გაატანენ, რადგაც ცხოველის ვოლიერიდან გამოყვანა და ტრანსპორტირება სტრესს უკავშირდება.
პარტია “გირჩის” წევრებმა თბილისის ზოოპარკს განცხადებით მიმართეს, – ნახევარი დღით დედალი სირაქლემა ათხოვონ.