• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 22, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: “ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჩვენი მიზანია, საქართველოს პარლამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდეს, გახდეს ერთერთი მთავარი რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო კონფერენციაზე „ღია პარლამენტის დღე“ განაცხადა. ღია მმართველობის მე-5 გლობალური სამიტი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა.

ირაკლი კობახიძემ, ღია პარლამენტის ქსელის – ParlAmerica-ს პრეზიდენტთან, სენატორ ბლანკა ოველართან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელთან, სანჯეი პრადჰანთან, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ელჩთან და  ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრთან, ჰელენ კლარკთან ერთად, მაღალი დონის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტის, ჰეიდი ჰაუტალას ვიდეომიმართვაც. მაღალი დონის განხილვას მოდერირებას გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი უწევდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია მმართველობის პარტნიორობის მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზე, საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებსა და მიღწევებზე, ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, თუმცა, რა თქმა უნდა, მომავალში კიდევ უფრო მეტი რეფორმა უნდა განვახორციელოთ რათა კიდევ უფრო გავზარდოთ, გავამყაროთ პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. ასევე, ჩვენი ვალდებულება – ზედამხედველობის ფუნქციაც განვახორციელოთ გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველყოფის კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან რამდენიმე მიღწევაც დაასახელა, რომელიც საქართველოს პარლამენტს ღია მმართველობის მიმართულებით აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის ნაწილი გახდა. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე, რომლის მიზანიც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ღიაობის და  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და საზედამხედველო  ფუნქციის გაძლიერებაა.

„ჩვენ ძალიან ამბიციური რეფორმის განხორციელება დავიწყეთ, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რაც უზრუნველყოფს სწორედ ამ მიზნების მიღწევას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. სწორედ ამიტომ, შემოვიტანეთ ადმინისტრაციული ცვლილებები, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს პარლამენტის მიერ. ასევე, გავაუმჯობესეთ შესაძლებლობები საჯარო სექტორში და ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვან საკანონმდებლო ბაზას ქმნის ღიაობის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ახლა ვმუშაობთ პარლამენტის ახალ რეგლამენტზე და ამ აქტივობის ერთერთი მიზანი არის  საქართველოს პარლამენტის ღიაობის და  გამჭვირვალობის უზრუნველყოფა,  ასევე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, მისი უკეთესად განხორციელება, რაც უზრუნველყოფს სხვა საჯარო უწყებების ღიაობას და ანგარიშვალდებულებას, რაც პარლამენტის ერთერთი მთავარი ფუნქციაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ერთერთი მიზანია საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება.

„ჩვენი ერთერთი მიზანია, რომ ინსტიტუციურად გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტი და გახდეს ის ერთერთი მთავარი, რგოლი საქართველოს მთავრობის მთლიან სისტემაში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამასაც წარმატებით მივაღწევთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“,- განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო აქტივობების შესახებ ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნების გზით, საზოგადოებისთვის ღიაა ფინანსური აქტივებიც

„მინდა აღვნიშნო, რომ ფინანსური აქტივობები არის აბსოლუტურად ღია საზოგადოებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ არ იქნება არანაირი კორუფციის შესაძლებლობები და ეჭვები კორუფციასთან მიმართებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე და ეს ყველაფერი ხდება იმ გზით, რომ საჯაროდ ხდება პარლამენტის ვებ-გვერდზე ინფორმაციის, გამოქვეყნება. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით სხვა უწყებებს, რათა უზრუნველყონ იგივე ხარისხის ღიაობის სტანდარტის დაცვა თავიანთ უწყებებში.

ასევე, ჩვენ მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ელექტრონული ხელმოწერებით ისარგებლონ, რაც კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და საქართველოს პარლამენტმა, ასე ვთქვათ, შეუწყო ხელი მის შემოღებას. ასევე, გვაქვს საპარლამენტო სხდომების აუდიო და ვიდეო სესიების გადაცემა. გვაქვს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რაც იქნება ერთგვარი პლატფორმა ელექტრონული პეტიციებისა, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, შემოვიღეთ ახალი მობილური აპლიკაცია. ახლა ასევე ვმუშაობთ წლიურ სამოქმედო გეგმებზე საპარლამენტო კომიტეტებისათვის და ეს წლიური სამოქმედო გეგმებიც საჯაროა მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტი, რაც შეიძლება, ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ირაკლი კობახიძემ ყურადღება, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტი რაც შეიძლება უფრო ხელმისაწვდომი იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, იყოს ადაპტირებული ამ პირებზე ასევე ფიზიკურადაც ეს შენობა. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური ინტერაქცია. სწორედ ამ მიზნებისათვის ჩვენ მოვაწყეთ შესაბამისი ღონისძიებები. პირველი ღონისძიება გაიმართა 2018 წლის მარტში და ვაპირებთ, რომ ეს პრაქტიკა გახდეს რეგულარული და  მომავალშიც უზრუნველვყოთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ხელმისაწვდომობა, რათა ვიყოთ კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე, ზოგადად, მთლიანად   საზოგადოებისათვის, რათა უზრუნველვყოთ იგივე სტანდარტები ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები და  ვამაყობთ იმ შედეგებით, რაც უკვე გვაქვს, თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც მივაღწევთ და შევასრულებთ იმ ამბიციურ გეგმებს და წარმატებით დავასრულებთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო ღიაობის დღის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტი ღია მმართველობის პარტნიორობასთან (OGP) თანამშრომლობით, ხოლო მხარდამჭერები – ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (USAID/GGI), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს შეხვდა

11 years ago

2009-2012 წლებთან შედარებით მიმდინარე წელს ძირითადი მოხმარების საგნებზე და პროდუქტზე ფასები 30-40% შემცირდა

13 years ago
„3 ოქტომბერს ვგეგმავთ საჯარო დისკუსიას“ – ეკა ბესელია

„3 ოქტომბერს ვგეგმავთ საჯარო დისკუსიას“ – ეკა ბესელია

10 years ago
ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს

ამირან გამყრელიძე: “არ მინდა ვიფიქრო, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციის გამიზნული დისკრედიტაცია ხდება”

9 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by