• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გვაქვს გამოწვევები, თუმცა მზად ვართ, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ – კახა კალაძე

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კახა კალაძემ მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, დედაქალაქის მერიაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, საქმიანობა უკვე დაიწყო.

„მე და ჩემმა გუნდმა რამდენიმე თვის წინ, თბილისის მართვა გადავიბარეთ. ამ პერიოდში მმართველობის სისტემის დახვეწის მიზნით, სტრუქტურული რეფორმა განხორციელდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფი დროულად ჩამოყალიბდა, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული პირები, მერიისა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები, ასევე, ფართო წარმომადგენლობითობის მქონე ორგანიზაციები შედიან. აღსანიშნავია, რომ ამ სამუშაო ჯგუფში გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლობა და ღიაა დაინტერესებული პირების სამუშაო პროცესში ჩართვის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ღია მმართველობის სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა უკვე დაიწყო და ამ მიმართულებით, პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის კეთილდღეობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ფუნქციონირებადი და ღია მმართველობის დანერგვა წარმოადგენს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებსა და მომდევნო ორი წლის სამოქმედო გეგმას, კახა კალაძის თქმით, დოკუმენტის შინაარსი თბილისის მერიისა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთთანამშრომლობაზე, საჯარო კონსულტაციებსა და ერთობლივ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, დავამსხვრიოთ და ქალაქის მართვასა და განვითარებაში მოსახლეობა, საზოგადოება ჩავრთოთ. ასევე, მოქალაქეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ პირდაპირი წვდომა და ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პროექტებთან დაკავშირებით, თუ რის განხორციელებასაც დედაქალაქში ვგეგმავთ. ამ მიზნით, შევქმენით საინტერესო პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც საკმაოდ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. დღეს თბილისს ჰყავს მთავრობა, რომლისთვისაც ღია მმართველობის პრინციპების რეალურ და საზოგადოებისთვის ხელშესახებ მექანიზმად ქცევა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით გვაქვს გამოწვევები, თუმცა მზად ვართ, ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით, საკმაოდ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

სიტყვის დასასრულს, კახა კალაძემ სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მოუწოდა, საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერონ, ასევე, დააგემოვნონ ქართული ღვინო და სამზარაულო.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალური სამიტი, რომელიც თბილისში 19 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მოკლე ვიდეოფილმითა და მუსიკალური პერფორმანსით გაიხსნა.

სამიტის ფარგლებში, საქართველო „ღია მმართველობა-საქართველოს“ მეოთხე ეროვნულ სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელზეც იუსტიციის სამინისტროსთან კოორდინაციით, საქართველოს მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა, ღია მმართველობისთვის საჯარო რესურსების უკეთ მართვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცებას, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენებას ითვალისწინებს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება

სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო იქმნება

10 years ago
თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს –  24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

თბილისში წუხელ ერთი ადამიანი დაჭრეს – 24 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

3 years ago
კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ

კვარიათში, ზღვაში ორ ადამიანს ეძებენ

2 years ago

პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე 5 პირი დააკავა

11 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by