• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

” „პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი”

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ორგანიზაცია “მოქალაქე”: “ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„პანორამა თბილისს“, ანაკლიის შესყიდულ მიწას და ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფს“ ნებისმიერ მსურველს 20-25%-იანი ფასდაკლებით მივყიდი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ასეთი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ყველას ამის გაკეთება არ შეუძლია. „ერთმა საპატივცემულო ქალბატონმა მკითხა: რად გინდა სასტუმროებს რომ აშენებ, ფული გაკლიაო? რა თქმა უნდა, უკაცრავად ვარ და, რა თავში ვიხლი სასტუროების მშენებლობას, მხოლოდ ისევ საერთო საქმისთვის ვაკეთებ. რასაც „პანორამისთვის“ ვაკეთებ, ეს არის უპრეცედენტო, სამსაფეხურიანი სასტუმრო. მხოლოდ 4 წუთი სჭირდება დაახლოებით საბაგიროთი, ცენტრიდან, ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილიდან ახვიდე და გოლფი ითამაშო. შუაში კიდევ არის ძალიან საინტერესო ადგილი, სადაც სანაგვე იყო ადრე და ახლა სასტუმრო კეთდება. მესამე საფეხურია თაბორის მთა, სადაც სასტუმროც გაკეთდება, გოლფის მოედანიც და გოლფკლუბიც. ვინც პროექტი, ნახა ყველა აღფრთოვანებულია. ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ტურიზმის და სხვა მიმართულების განვითარებას. მე ვაკეთებ ისეთ პროექტს, რომლის გაკეთებაც ძალიან ძვირი ჯდება და შეიძლება ყველამ ვერ მოახერხოს და ვერ ააშენოს.

იქნება სამი ნაწილი, ცენტრი, შუაში საკონფერენციო დიდი სივრცე გაკეთდება და ამით შეუძლია ქვეყნებმა ისარგებლონ. ძალიან დიდი დეფიციტია მთელ მსოფლიოში. უნიკალური სივრცე გაკეთდება, თბილისობა რომ ვერ გადაგვიხდია. უფასოდ მაინც მივცემ ამას სახელმწიფოს. 1500 კაცს ვერ ვატევთ ვერსად, 3000-3500 კაცს დავატევთ. თან საბაგიროთი შეიძლება გადაადგილეება და არა მანქანით. ამავე საბაგიროთი შეიძლება ასვლა და გოლფის თამაში. სიმწვანეს რაც შეეხება, იმაზე მეტი ხე დაირგვება, რაც იყო, თანაც თაბორის მთაზე დაავადებული ხეებია და ეს პროცესიც დაწყებული მაქვს. ის, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი დონის სასტუმროების კასკადი იქნება, გარწმუნებთ, ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება თბილისის. ვინმეს თუ ილუზია აქვს, რომ ამაში ფულს ვაკეთებ, 700 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება მარტო ეს ნაწილი, ვაცხადებ საჯაროდ, თუ ვინმე ქართველი გამოჩნდება, საჩუქრად კი არა, ფასდაკლებით მივცემ, მინიმუმ მიწას გადავუფორმებ უფასოდ, ოღონდ ეს პროექტი გააკეთოს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ მსურველს ასევე უფასოდ დაუთმობს ანაკლიაში შეძენილ მიწასაც, თუმცა ერთი პირობით, რომ იქ მისი პროექტით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენდეს. „მე ანაკლიაში მიწა შეძენილი მაქვს, მაგრამ თუ ვინმე გააკეთებს, უფასოდ მივცემ, ვაჩუქებ იმ მიწას. იმ ადგილზე, სადაც ე.წ. საზღვარია, ზუსტად მიჯნაზე ვაშენებ სასტუმროს. იქ ბოტანიკური ბაღი მინდოდა, მაგრამ გადავიფიქრე, კლიმატია უნიკალური და მეშინია არ შეცვალოს, მაგრამ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენება, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც ძალიან საინტერესოა. მშენებლობა ცოტა შემიფერხდა და ალბათ, გაისად დავიწყებ. თუ ვინმე ამას გააკეთებს, მიწას უფასოდ ვჩუქნი, რომელიც შესყიდული მაქვს. ასევე უნიკალურ პროექტს ვაკეთებ სანატორიუმის სახით მწვანე კონცხზე. იმის შემოსავლებით ბოტანიკურ ბაღს მაინც მივხედავ ბოლომდე. კომერციულ პროექტებს რასაც ეძახიან, ნებისმიერის დათმობა სიამოვნებით შემიძლია. თუ ვინმე ბიზნესმენი ამას აიღებს, ფასს აუცილებლად დავუთმობ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ურეკში არსებულ სასტუმრო „პარაგრაფთან“ დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, შავი ზღვის სანაპიროზე სეზონი მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდეს.

„ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფის“ აშენების ფასად სამ სასტუმროს ავაშენებდი, მაგრამ იმდენად უნიკალურია, ევროპელები ჩამოვლენ. ზამთრის ბაღი გაკეთდა, დიდ სოლარიუმს ვაშენებთ, მინდა ამით სეზონი გაიზარდოს და ორი თვე არ იყოს შავ ზღვაზე, როგორმე კონკურენტუნარიანი გახდეს სანაპირო. მაისიდან მაინც დაიწყოს სეზონი და ოქტომბრის ჩათვლით გასტანოს. თუ ვინმე იყიდის 20-25%-ით დავუკლებ ფასს, მოვიდნენ და იყიდონ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვამბობ, ყველა მოგებული ფული ქველმოქმედებაში წავა. ესეც გააკონტროლონ, მობრძანდნენ ოპონენტები, ჩართონ მრიცხველი და დაითვალონ. თუ მყიდველი ჰყავთ, ფასდაკლებით დავუთმობ, ოღონდ იმ პროექტით გააკეთონ, რაც მაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Share1Tweet1

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მღვდლის შესამოსელის სიმბოლური მნიშვნელობა

მღვდლის შესამოსელის სიმბოლური მნიშვნელობა

10 years ago
ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისის აეროპორტთან ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3 years ago
1 ივლისიდან გაზზე მომუშავე ავტომობილები 10-15 ქულით დაჯარიმდებიან

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გარეშე ავტომანქანის მართვა 50 ლარით დაჯარიმდება

9 years ago
საქართველოში კოვიდ-შემთხვევების 15-20% ინდური შტამია – იმნაძე

“ერთკვირიანი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მესამე ადგილზეა” : პაატა იმნაძე

5 years ago

ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა
ახალი ამბები

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

10/11/2026

ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა ესპანეთის ქალაქ ვიგოში გამართულ პოლიციელთა და მეხანძრეთა ევროპის 11-ე თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2026 წლის 10...

მეტის ნახვაDetails
ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქართველმა პოლიციელმა და ძიუდოისტმა გიორგი მათიაშვილმა ევროპის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა 10/11/2026
  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by