• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთას ქრისტიანული ცხოვრების გზაზე?

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთას ქრისტიანული ცხოვრების გზაზე?
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი მიწიერი ცხოვრება მეტად მძიმეა და ერთი შეხედვით მრავალი მიზეზი არსებობს სასოწარკვეთილებითი ფიქრების, განცდების აღმძვრელი. ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგის ვ.ფრანკლის მიხედვით, საშუალოდ ნორმალური ადამიანი ყოველდღიურად გაცილებით მეტ უარყოფით ემოციას განიცდის, ვიდრე დადებითს და მართლაც რომ დავუკვირდეთ, რაც არ უნდა კარგად იყოს ამქვეყნად ადამიანი მოწყობილი, ცხოვრობდეს ფუფუნებაში, ჰქონდეს დიდძალი ფული, როგორც სურს, ისე ატარებდეს დროს, საბოლოო ჯამში მისი არსებობა მაინც უფრო ტანჯვაა, სიძნელეთა გადალახვა, გაჭირვების დათმენა, ვიდრე ლხენა, სიხარული თუ ნეტარების განცდა.

მთავარეპისკოპოსი ლუკა (ვოინო-იასენეცკი) წერს: „სახარებაში ვკითხულობთ: „თუ ვინმეს უნდა მე მომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს“ (მარკ 8,34). რას ნიშნავს ეს? უფალი ამბობს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს საკუთარი ჯვარი? როგორია ისინი? ჯვრები სხვადასხვაა, სრულიად განსხვავებული, რადგანაც თითოეულს ღვთის მიერ თავისი ჯვარი აქვს განკუთვნილი.

მეტად მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ რას წარმოადგენს ჩვენი ჯვარი და უნდა ზუსტად ის ავიღოთ, რომელიც უფალმა განგვიკუთნა. ძალიან საშიშია თავად გამოვიგონოთ იგი. ეს კი არცთუ იშვიათად ხდება… მეტად დიდი უმრავლესობისთვის ისეთი ჯვრებია მომზადებული, რომელთა ტარებასაც ხალხი მათ ზიდვას არ უძახის და ატარებენ რა ჯვარს, ვერც კი იგებენ, რომ ამას აკეთებენ.

როგორი ჯვრებია უმრავლესი ჩვენგანისთვის განკუთვნილი? ჯვრები უბრალო და არა იმდაგვარი, როგორიც უდაბნოში მოღვაწეებს აქვთ.

მიწიერი ცხოვრება, თითოეული ადამიანის არსებობა, ეს არის მწუხარება, ვაება, ტანჯვა და სწორედ საზოგადოებრივი, ოჯახური ცხოვრების ყველა ეს მხარე წარმოადგენს ჩვენს ჯვარს? უიღბლო ქორწინება, პროფესიის არასწორი არჩევა განა მცირე ტანჯვის მომტანია? ბევრი არ უნდა მოითმინოს მან, ვისაც ასეთი გაჭირვება ეწვია? მძიმე ავადმყოფობები, დამცირება, დაუდევრობა, ქონების დაკარგვა, მეუღლის ეჭვიანობა, ცილისწამება – ყველაფერი, რასაც ადამიანები ჩვენს მიმართ ჩადიან, განა არ წარმოადგენს ჩვენს ჯვარს?

სწორედ ეს არის ჩვენი ჯვარი, რომელსაც ადამიანთა დიდი უმრავლესობა ატარებს. ვალდებულნი არიან და მათ ყველა ზიდავს, თუნდაც ეს არ სურდეთ. ხალხი, რომელიც უარყოფს ქრისტეს გზას, ვერ იტანს მას, მაინც ატარებს ტანჯვის ჯვარს.

რა განსხვავებაა მათ და იმ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ზიდავენ თავის ჯვარს? განსხვავება ის არის, რომ მორწმუნენი ატარებენ მას მორჩილებით, არ კიცხავენ ღმერთს და ასეთი მორჩილებით, თავდახრილნი ზიდავენ მძიმე ჯვარს თავისი ცხოვრების ბოლომდე“.

მრავალი განსაცდელის, გაჭირვების გადატანა უხდება კაცს მიწიერ ცხოვრებაში და, ერთის მხრივ, სრულიად გასაგებია, რაღაც მომენტში ჩავარდეს სასოწარკვეთილებაში, დაკარგოს იმედი, შეერყას რწმენა ღვთისა, ამას ვერავინ აცდება, მაგრამ მართლმადიდებლური ცხოვრების წესი აუცილებლად გულისხმობს მას, რაც შეიძლება ნაკლებად აყვე სასოწარკვეთილებით ფიქრებს, განცდებს და დროთა განმავლობაში სულ უფრო მდგრადი გახდე მათდამი.

ჩვენს ვითარებაში სასოწარკვეთილებითი განცდები მეტად ხშირია და ახლანდელი დროის სიმძიმეც საკმარისად უწყობს ამას ხელს, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ფსიქიატრი აღნიშნავს, გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებათა 60 პროცენტს დეპრესია წარმოადგენს და ხშირად მათ სულიერი წარმოშობის დაღი ატყვია. ერთი მხრივ ეს ადვილად გასაგებია. ზოგჯერ მართლაც მეტად ძნელია გაუძლო ამ ცხოვრებისეულ ზეწოლას და იგი თავისთავად იწვევს შავბნელ, მჭმუნვარე განცდებს. იქ მშობლებს ბავშვი ჰყავთ ავად, ფული არა აქვთ ცხოვრების ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ახლობელი იქცევა ცუდად, ცხოვრობს უზნეოდ, არ გაუმართლათ, მიზნები რომელთა ცხოვრებაში მიღწევის იმედიც ჰქონდათ, ვერ მოახერხეს, განეხორციელებინათ, არცთუ იშვიათი შეგრძნებაა, თითქოს ზღვარია მეტი აღარ შეუძლიათ, მაგრამ მეტი რა გზაა, მაინც უმთავრესად უძლებენ ამ მიწიერი ყოფის ზეწოლას. ასეთ წუთებში ზოგჯერ უფალი მეტად სასტიკი ეჩვენებათ, ჰგონიათ, რომ ის ნაკლებად ზრუნავს მასზე, უმართავს ხელს, ეს რომ ასე არ იყოს, განა უკეთ არ იგრძნობდნენ თავს, თვლიან, რომ ცხოვრებას აზრი არა აქვს, დიდხანს ვერ გაუძლებენ ამ მიწიერი ყოფის წნეხს და იქნებ ჯობდეს კიდეც თავადვე მოისწრაფონ სიცოცხლე.

უკანასკნელ ოპტინელ მამათა ლოცვა იწყება სიტყვებით: „უფალო, მომეც ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივეს, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე“. აქვე ვკითხულობთ „რა ამბავიც არ უნდა შევიტყო მთელი დღის განმავლობაში, მასწავლე, მივიღო იგი სულიერი სიმშვიდით და მყარი რწმენით, რომ ყოველივე შენი წმიდა ნებითაა, ყოველ ჩემს საქმესა და სიტყვაში – მიწინამძღვრე ჩემს აზრებსა და გრძნობებში. ყველა გაუთვალისწინებელ შემთხვევაში არ მომცე უფლება, დავივიწყო, რომ ყოველივეს შენ მიგზავნი“. აქ კარგად ჩანს, როგორ ევედრებიან ბერები უფალს, რაც არ უნდა მოხდეს, სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში.

ჩვენ კი ხშირად სულ სხვაგვარად ვიქცევით. იმდენად ვმწუხრდებით, განვიცდით მომხდარს, რომ სასოწარკვეთილებაში ვვარდებით და ზოგჯერ ღმერთსაც კი ვამტყუნებთ თავს გადახდენილის გამო. მთავარეპისკოპოსი ლუკა წერს: „როგორ ვუდგებით უფლისმიერ დასჯას? რა თქმა უნდა, მძიმედ გადაგვაქვს, რადგან ყოველი დასჯა ახლა გვეჩვენება არა სიხარულად, არამედ მწუხარებად (ებრ. 12 (II)). მძიმეა, მეტად მძიმე, უფლისმიერი სასჯელის გადატანა, რადგანაც ხშირად მეტად მძიმეა იგი… ჩვენ ხშირად ვჩივით ღმერთზე, ვუმხედრდებით, ვკიცხავთ მას: „რისთვის, რატომ მსჯი ასე, უფალო? თავად ვერ ვაცნობიერებთ, ვერ ვგრძნობთ საკუთარ დანაშაულს, ბრალს, ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის.

ღმერთზე ჩივილი მეტად დიდი ცოდვაა, რისთვისაც იგი ხალხს სჯის. გავიხსენოთ ებრაელთა მაგალითი უდაბნოში… როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭვუნვარებას, იმას, რასაც განვიცდით უფლისმიერი დასჯის გამო. რისთვის ამრავლებს მათ? რათა ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვიდრტვინვოთ ღმერთზე. მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლის შეგონებისთვის და დასჯისთვის, ის განეშორება როგორც ნაცემი ძაღლი“.

სახარებაში ვკითხულობთ: „ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ: რა ვჭამოთ? ან: რა ვსვათ? ან: რით შევიმოსოთ? ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი: ვინაიდან თქვენმა ზეციურმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს თქვენ კი უწინარეს ეძიეთ სასუფეველი და მისი სიმართლე, და ყოველივე ეს შეგემატებათ თქვენ“. (მათე 6. 31,34). ამ სიტყვების სიბრძნე, ჭეშმარიტება განსაკუთრებით მძაფრად სწორედ ახლანდელ ვითარებაში ჩანს და რომ არა ჩვენს გარშემო მძიმე გარემო, ალბათ კარგად ვერც შევიგრძნობდით მის მნიშვნელობას. სამწუხაროდ, ადამიანი ისეთი არსებაა, რომ ხშირად მარტო წაკითხვით, მოსმენით სათანადოდ ვერ წვდება, აცნობიერებს რაიმე ღვთაებრივი სიბრძნის, მოვლენის, კანონზომიერების არსს. როცა საკუთარი ცხოვრება, მიწიერი ყოფა დაანახებს მას თეორიულად აღქმულის, ცოდნის დონეზე შეთვისებულის სისწორეს ზოგჯერ მარტოოდენ მაშინღა ითავისებს იმას, რაც მისთვის მეტად საჭიროა და მნიშვნელოვანი, თუმცა ხანდახან ზოგიერთი ამასაც ვერ ახერხებს ხოლმე.

და ბოლოს, აზრობრივი ბრძოლისგან, მათ შორის სასოწარკვეთილების ვნებასთან დაკავშირებულ ფიქრთა, განცდათა თავის დახსნის ერთ-ერთი უმძლავრესი საშუალებაა ამგვარი ბრძოლის სხვადასხვა მხარეთა აღსარებაში თქმა, მათი მღვდელთან საუბარში დაფიქსირება. მამა იოანე (მასლოვი) თითოეულ მასთან მიმსვლელს აჩვევდა თავისი ფიქრები სულიერი მოძღვრისთვის გაემხილა: „საჭიროა თქვა ყველა ზრახვის, აზრის შესახებ, ამბობდა იგი, თუნდაც ძილში შეშფოთდე. ყველაფერი უნდა ითქვას აუცილებლად, არ არსებობს წვრილმანები, აზრები ისევეა, როგორც საქმეები. ისინი მტვერივითაა – იტყვი – წარხოცავ მათ“. – როცა აღსარებაში ხდება იმის თქმა, რაც გვაწუხებს, ამით ბოროტს ხელ-ფეხი ეკვეცება, სუსტდება მისი ზემოქმედება ჩვენზე. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც მძიმე ფიქრთა, მძიმე განცდათა მოძალებისას უნდა გაკეთდეს არის ის, რომ ისინი უნდა აღნიშნულ იქნას მღვდელთან საუბარში.

მართლმადიდებლური ყოფა სხვადასხვა ვნებასთან ბრძოლას გულისხმობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სასოწარკვეთილების ვნებაა. წარმოუდგენელია აცდე მასთან დაპირისპირებას, მაგრამ ამასთან აუცილებელია თანდათან უფრო და უფრო მეტად უმკლავდებოდე ამ სირთულეს. რაც უფრო ადრე მიიღწევა იგი, მით უკეთესია და თუ ასე არ მოხდა, დიდი სისუსტის გამოვლინება იქნება ეს ჩვენს ქრისტიანულ გზაზე.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share2Tweet2

ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი
ახალი ამბები

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს
ახალი ამბები

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე – როდესაც ადამიანი ღმერთს მიენდობა, ღვთისგან ითხოვს ლოცვა-კურთხევას, ეს ხდება საწინდარი მისი წარმატებისა

10/12/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე – დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, უფლის შეწევნით, ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული

10/12/2026
შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას
ახალი ამბები

შიო მესამე – ტექნოლოგიამ, ინფორმაციის განუზომელმა ხელმისაწვდომობამ ადამიანს უსაზღვრო შესაძლებლობები მისცა, ეს დიდი სიკეთეა, მაგრამ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს, ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა ადამიანი ტექნოლოგიას

10/12/2026

საინტერესო

კარგი იქნება, თუ პოლიტიკური ძალები შეეცდებიან მოთხოვნები შეამცირონ და ერთმანეთს უფრო მეტი შანსი მისცენ – ჯანი ბუკიკიო

9 years ago

ტურისტული გამოფენა – Caucasus  Tourism Fair- CTF’18 გაიხსნება

9 years ago
პოლიციამ ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

პოლიციამ ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

8 years ago
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა

12 years ago

ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ
ახალი ამბები

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას ეძებენ. „ვეძებთ ნათია დიაკვნიშვილს (დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედას) თუ...

მეტის ნახვაDetails
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026
  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by