სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში გოგაშვილის გადადგომის დეტალებზე არ საუბრობენ.
იოსებ გოგაშვილი ვახტანგ გომელაურის მოადგილედ 2015 წლის აგვისტოში დაინიშნა.