თბილისის მერმა კახა კალაძემ სააკაძის მოედანზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით ყველა ცენტრალურ მისამართზე, სადაც ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა დასრულებულია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.
„დაპირება, რომ 15 სექტემბრამდე ყველა ძირითადი გზა გაიხსნებოდა შესრულებულია. ამ ეტაპზე ბარათაშვილის კოსტავას და შარტავას ქუჩები, სადაც ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობდა დასრულებულია და ამ ეტაპზე კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს, როგორიცაა ავტობუსის გაჩერების და კუნძულების კეთილმოწყობა.
სამუშაოები სრულად 20-25 სექტემბერს დასრულდება.














