• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია საქართველოში -„ჩვენ წარმატებას ნულებში არ ვზომავთ“

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია საქართველოში -„ჩვენ წარმატებას ნულებში არ ვზომავთ“
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჯადოსნურ სამყაროში სურვილები და ოცნებები  ხდება. მაგიური  ჯოხით, უჩინმაჩინის მოსასხამით და მფრინავი ცოცხებით, ზღაპრის გმირები სურვილებს რეალობად აქცევენ. თუმცა, რეალურ სამყაროშიც ხდება ოცნებები და ერთ დღეს პოტერის მოყვარულმა ბიჭმა სურვილები სხვა ბავშვებსა თუ დიდებს აუხდინა და შექმნა „ჰარი პოტერის აქსესუარების“ ონლაინ მაღაზია. გიორგი გიქორაშვილი მეორე არასრულწლოვანია საქართველოში, რომელმაც საკუთრი ბიზნესი წამოიწყო და დღეს მას წარმატებით მართავს. „თბილისი თაიმსს“ გიორგი ბრენდის  შექმნისა და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „ჰარი პოტერის აქსესუარების“ მაღაზია?

– ბავშვობაში არ მიყვარდა კითხვა და ამის გამო ჩემი მშობლები ძალიან წუხდნენ. სწორედ ამიტომ, ჩემს მეათე დაბადების დღეს დედამ გადაწყვიტა, ჩემთვის ჰარი პოტერის შვიდივე წიგნი მოეტანა საჩუქრად. ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, რომ მე მათ არ წავიკითხავდი, თუმცა ყველას გასაოცრად, შვიდივე ნაწილი ერთ თვეში წავიკითხე. სწორედ აქედან გაჩნდა სიყვარული წიგნისა და განსაკუთრებით კი ამ პერსონაჟების მიმართ. სრულიად შემთხვევით, ამაზონის საშუალებით ვნახე ჰარი პოტერის აქსესუარები.ძალიან მინდოდა ყველა მათგანი მქონოდა, თუმცა იმ ეტაპზე საქართველოდან გამოწერა შეუძლებელი იყო.  ჩემი ოჯახის მეგობარმა , რომელიც ამერიკაში იყო, ჩამომიტანა ის ნივთები, რომლებიც ძალიან მინდოდა. საოცარი ემოციები იყო. ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ისეთი მაღაზია, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს საშუალება ჰქონოდა შეეძინა საყვარელი წიგნის გმირების ნივთები.

რამდენი ხანია რაც ონლაინ მაღაზია არსებობს?

– საკმაოდ დიდი და რთული გზა გავიარე, სანამ მიზანს მივაღწევდი და გავხსნიდი მაღაზიას. აღმოვაჩინე ერთ-ერთი ამერიკული კომპანია, რომელსაც აქვს  უფლება აწარმოოს ბრენდის ნივთები, ამიტომ დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში მუდმივი მიმოწერა მქონდა მათთან, რათა გავმხდარიყავით ექსკლუზიური პარტნიორები საქართველოში. რამდენიმე თვის წინ მომივიდა შეტყობინება თანხმობის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში ჩემი მშობლების დამსახურება უდიდესია. ისინი პირველი დღიდან  ჩემს გვერდით დგანან  და მეხმარებიან ამ ყველაფერში.

როგორ შეხვდა მომხმარებელი აღნიშნულ სიახლეს?

– მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ ჩვენი მაღაზია.როდესაც ნახულობენ  და ამოწმებენ ხარისხს, ხვდებიან რომ მაღალი ხარისხის ამერიკული პროდუქციაა,ძალიან მოსწონთ. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით მათ სურვილებს  და  ვცდილობთ სრულიად მოვერგოთ მათ ინტერესებს.

როგორ შეუძლია მომხმარებელს პარი პოტერის აქსესუარების შეძენა?

– ამ ეტაპზე მასალების შეძენა შესაძლებელია ფეისბუკის გვერდისა და საიტის საშუალებით. მომხმარებელს ყოველგვარი ზედმეტი  მიწერისა და ლოდინის გარეშე, შეუძლია აირჩიოს სასურველი პროდუქცია და უკვე ფეისბუკის გვერდიდანვე შეიძინოს სასურველი ნივთი ელექტრონულად. შემდგომში შეძენილ ნივთს, კურიერის საშუალებით სახლში მიიღებს.

რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორია ფასები?

– ნელ-ნელა ვცდილობთ გავაფართოვოთ ჩვენი პროდუქცია და უფრო მეტი აქსესუარი შევთავაზოთ მომხმარებელს. ამჟამად გვაქვს 84 დასახელების ნივთი. სამომავლოდ ვაპირებთ გაფართოვებას, ვგეგმავ მანტიების ჩამოტანას. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ შეიძინონ სხვადასხვა ფერისა და დიზაინის ჩანთები, ყელსაბამები, ბეჭდები, ქუდები, საათები, საფულეები. ყველანაირად ვცდილობთ ფასები ძალიან დაბალი იყოს, ამიტომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ მაღაზიის გახსნისგან თავს ვიკავებთ, რადგან ეს ხარჯებს ორმაგად გაზრდის, რაც შემდგომ უკვე პროდუქციის ფასებზეც აისახება. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ შეუძლია მომხმარებელს შეიძინოს სასურველი ნივთი. ჩვენ წარმატებას არ ვზომავთ ნულებში. ამიტომ ფასებიც საკმაოდ ხელმისაწვდომი გვაქვს, ისეთი რომ ყველა შეძლოს მათი შეძენა და ეს ვიღაცისთვის მიუწვდომელ ოცნებად არ დარჩეს.

გეგმავთ თუ არა რომ მსგავსი სახის პროდუქცია თავად აწარმოოთ საქართველოში?

– ამ ეტაპზე მხოლოდ პროდუქციის იმპორტი ხდება, თუმცა ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, რომ გვქონდეს უფლება საქართველოშიც ვაწარმოოთ მსგავსი აქსესუარები, რა თქმა უნდა, ყველანაირი წესებისა და იურიდიული საკითხების დაცვით.

როგორია  თქვენი სამომავლო გეგმები?

– სამომავლოდ ვგეგმავთ  დავამატოთ კომიქსების და მარველის ნივთები.უახლოეს მომავალში შეიქმნება საიტი, სადაც მომხმარებელს შეეძლება ამ ყველაფრის შეძენა. რაც შეეხება ჰარი პოტერის აქსესუარებს, უახლოეს მომავალში, კიდევ უამრავი ნივთი დაემატება. სამომავლოდ ვგეგმავთ მონაწილეობა მივიღოთ წიგნის გამოფენაში. ასევე მინდა დავამატო ისიც რომ, ჩვენი ნივთების შეძენით მიღებული თანხის გარკვეული პროცენტი ერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციას ამერიკაში, რომელიც ეხმარება ბავშვთა სახლებს. ძალიან გვინდა, მომავალში მსგავსი სახის საქველმოქმედო შვილობილი ორგანიზაცია დავაარსოთ საქართველოში, რომელიც დაეხმარება ქართველ ბავშვებს.

მარიამ ლეკიაშვილი

 

 

Share8Tweet5

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

მაჰირ მამედოვი:  “ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვზრდით გაზის მიწოდებას”

მაჰირ მამედოვი: “ჩვენ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვზრდით გაზის მიწოდებას”

11 years ago

ისრაელის ბირთვული პროგრამის კონტროლი უარყოფილია

13 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

11 years ago
ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

ისანი-სამგორის რაიონში 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by