დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში 2 ოქტომბერს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ჰიდროელექტროსადგურის – ბოდორნაჰესის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
როგორც კომპანიიდან აცხადებენ, ბოდორნაჰესის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 15 მლნ.კვტ/სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანიამ 10 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
„2 ოქტომბერს ბოდორნაჰესი ექსპლუატაციაში გაეშვება და საქართველოს ერთიან ენერგოსისტემაში ჩაერთვება“, – აცხადებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.





