• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლევან დავითაშვილმა კატარელ კოლეგას უმასპინძლა

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ლევან დავითაშვილმა  კატარელ კოლეგას უმასპინძლა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და კატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა.

საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოდან ცოცხალი ცხვრის, ცხვრის, საქონლის და ფრინველის ხორცის, მშრალი და ახალი ხილის, ბოსტნეულის, თაფლის ექსპორტის, ასევე, საექსპორტო პროდუქციის ტრანსპორტირების გამარტივების საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, კატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ცხოველთა დაავადებების მართვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

მინისტრმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის, მწვანე ეკონომიკის განვითარების კონცეფცია გააცნო.

როგორც ლევან  დავითაშვილმა აღნიშნა, მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას ეკოტურიზმის, აგროტურიზმის და ბიოწარმოების  კუთხით განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

შეხვედრაზე მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ქართული თაფლის იმპორტით, ვინაიდან, კატარის ბაზარზე თაფლზე მოთხოვნა მზარდია, წარმოებული პროდუქცია კი, საკმარისი არ არის.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. ჩემს კოლეგასთან შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოში წარმოებულ აგროსასურსათო პროდუქციას არა მხოლოდ კატარის,  არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია, როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, – განცხადა კატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, კატარის დელეგაციის წევრებმა საქართველოში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს. ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზეც  უმასპინძლა. სტუმრები, კომპანიებშიც  „ბარამბო“ და „ზედაზენი“ იმყოფებოდნენ, სადაც საწარმოო პროცესს გაეცნენ.

ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ანდერს ფოგ რასმუსენი: “საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა დემოკრატიისა და თავდაცვის კუთხით”

12 years ago
“მკვლელი ლევანის საუკეთესო მეგობარია… კვალს გვირევდა, სანამ ჩვენ ლევანს ვეძებდით” – სასტიკი დანაშაულის დეტალები

“მკვლელი ლევანის საუკეთესო მეგობარია… კვალს გვირევდა, სანამ ჩვენ ლევანს ვეძებდით” – სასტიკი დანაშაულის დეტალები

2 years ago
სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ უკვე საქართველოშია

სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ უკვე საქართველოშია

5 years ago

ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციას წამყვანი ბრიტანული კომპანია შეიმუშავებს

9 years ago

ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by