• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ – დავით ზალკალიანი

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე დადასტურდა, რომ საქართველო ლიდერია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ – დავით ზალკალიანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელში იმყოფება, სადაც შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტსა და ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებში.

„მიმდინარეობს ძალიან საინტერესო შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპარლამენტის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციასთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყველა შეხვედრაზე. აღინიშნა, რომ საქართველო მართლაც არის უაღრესად წარმატებული და ლიდერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“ – განაცხადა საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა .

ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში განხორციელებულ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო მოწინავე ქვეყანაა, როგორც ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ქვეყანაში განხორციელებული ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მხრივ. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროპარლამენტის წვერებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამომავლო დღის წესრიგზე, მათ შორის მთავრობის ინიციატივაზე “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა” რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, მის ინსტიტუციურ და საკანონმდებლო სტანდარტებს.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ამ მხრივ აღინიშნა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, სადაც მტკიცედ იქნა დაგმობილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

წინასაარჩევნო პერიოდზე საუბრისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია არჩევნების ჩატარება გამჭვირვალე და დემოკრატიულ გარემოში, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპების დაცვით, ამ მიზნით საქართველომ მოიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის არჩევნებს დააკვირდებიან ევროპარლამენტარები. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დამკვირვებელს შეექმნას პირობა დააკვირდეს არჩევნებს და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია წინასაარჩევნო პროცესებთან და არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.“- განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ათენში პირველი მეჩეთი აშენდება

13 years ago
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

3 years ago

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მეორე ეტაპი დღეს დასრულდება

9 years ago
“ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია” – მიხეილ ჩხენკელი

“ეროვნული გამოცდების რეფორმა აუცილებელია” – მიხეილ ჩხენკელი

6 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by