• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს”- დავით ზალკალიანი

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენი ქრისტიანობიდან მომდინარეობს”- დავით ზალკალიანი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ჩვენთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოს პოლ რიჩარდ გალაჰერის საქართველოში ვიზიტი, რაც მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებას და საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ურთიერთობების გაღრმავების ძლიერ სტიმულს წარმოადგენს.“ – განაცხადა საქარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანთან, არქიეპისკოპოსს პოლ რიჩარდ გალაჰერთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის ვიზიტების მზარდ დინამიკაზე. მან ასევე ისაუბრა წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის არსებულ საუკუნოვან კავშირებზე, მათ შორის აღნიშნა, რომ წმინდა საყდრიდან საქართველოში პირველი ვიზიტი ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში განხორციელდა.

„დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე მუდმივად ვგრძნობთ წმინდ საყდრის მტკიცე მხარდაჭერას. გვახსოვს გვერდში დგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც, მათ შორის 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს და მის შემდეგ. მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მსურს ასევე ხაზი გავუსვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს, რასაც კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობა წარმოადგენს. უაღრესად მადლიერები ვართ საქართველოში ვატიკანის ნუნციატურის მხრიდან მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებისთვის.“ -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, როგორც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედსა და ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანზე.

„ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთ-ერთი მტკიცე საყრდენიც სწორედ ქრისტიანობიდან მომდინარეობს, რადგან საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ცივილიზაცია, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყნის ცივილიზაცია, წარმოიშვა და განვითარდა „ქრისტიანულ ფესვებზე. ისტორიულად, კათოლიკე და მართლმადიდებელი ქრისტიანები ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ საქართველოს აღმშენებლობის გზაზე. ქართველმა კათოლიკეებმა – სულხან-საბა ორბელიანმა, მიხეილ თამარაშვილმა, მიხეილ თარხნიშვილმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა, ძმებმა ზუბალაშვილებმა, ზაქარია ფალიაშვილმა, სტეფანე და პეტრე მელიქიშვილებმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა, პეტრე ოცხელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საქართველოში კულტურის, განათლების და მეცნიერების განვითარებაში.“ – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანი. ამასთან, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველომ რომის ორ პაპს უმასპინძლა.

პოლ რიჩარდ გალაჰერი საქართველოს 21-24 ოქტომბერს სტუმრობს. დაგეგმილია მინისტრის შეხვედრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. წმინდა საყდრის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს.პოლ რიჩარდ გალაჰერი, მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ანნას ამბავი ანუ როგორ გადალახა მონდომებამ ყველა დაბრკოლება

ანნას ამბავი ანუ როგორ გადალახა მონდომებამ ყველა დაბრკოლება

7 years ago
ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! – გოგა ხაინდრავა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე

ეს რა ჩაიდინეთ თქვე ფარისევლებო! უფლის გამოსახულება როგორ დაწვით საშობაო ნაძვის ხესთან! – გოგა ხაინდრავა მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე

2 years ago

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

10 years ago
“წაჩხურობა” მარტვილში – ათობით უშვილო წყვილი მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია შეკრებილი

“წაჩხურობა” მარტვილში – ათობით უშვილო წყვილი მთავარანგელოზის სახელობის ტაძარშია შეკრებილი

5 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by