მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი. როგორც „საქართველოს ბანკში“ „თბილისი თაიმსთან“ განაცხადეს, „ეს გულისხმობს, რომ საერათაშორისო ბარათებით გადახდების დაშვება უკვე განხორციელდა.“
„ამ ეტაპზე ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოების უმეტესობა შესრულებულია – აღჭურვის პროცესი სრულად დასრულებულია მეტროში, მიმდინარეობს ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანა,“ – განაცხადეს „საქართველოს ბანკში“.
2017 წელს, თბილისის მერიამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა და გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.
კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკის და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.
ნინი მაზიაშვილი
Discussion about this post