• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, May 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოში ახალგაზრდა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მარტივად მოიპოვონ სახელი,“ – თათუკა მაჭავარიანი

8 years ago
in პერსონა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„ხელოვნება გამოყენებითია და მისგან იქმნება მოდაც. ერთი სიტყვით, ის ჩემთვის უსაზღვროა.“ – ეს სიტყვები ჩემს რესპონდენტს, თათუკა მაჭავარიანს ეკუთვნის. თათუკა დამწყები დიზაინერია. მან თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონზე 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. სხვადასხვა სტილის კომბინაცია, ტანისამოსზე დაბეჭდილი სახეები… მისი კოლექციის მთავარი თემა „ემოცია“ იყო.

ამბობს, რომ მოდა რომ არ არსებობდეს, ადამიანის ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა.
ამჟამად კერძო შეკვეთებს იღებს. იმედი აქვს, რომ გაზაფხულზე ატელიეს გახსნას მოასწრებს და შემდეგ მოდის კვირეულებზეც მიიღებს მონაწილეობას.

– მოგვიყევით თქვენ შესახებ… ოჯახის წევრები… პროფესია…

– დავიბადე ქალაქ თბილისში, ვარ 22 წლის. პროფესიით – დიზაინერი. მყავს საკუთარი ოჯახი (ჯერჯერობით ერთი შვილი, გიორგი). დავამთავრე სამხატვრო აკადემია, მოდის ფაკულტეტი.

– როგორ გაჩნდა მოდის სფეროსადმი ინტერესი თქვენს ცხოვრებაში?

– ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. ბავშვობიდან მიზიდავს მოდის სფერო. პატარა რომ ვიყავი, ბებიაჩემის ტანსაცმელებს ვიპარავდი და ბევრ ნაწილად ვჭრიდი, ტანზე რომ მომერგო. ბებიაჩემი ისეთი კეთილი ადამიანი იყო, რომ ერთი შენიშვნაც არ მოუცია ჩემთვის :)))) ძალიან მიყვარდა გამოპრანჭვა (დღესაც ეგრე ვარ ). 10 წლიდან დავდიოდი ხატვაზე. შემდეგ, როდესაც უფრო სერიოზული ხატვის გაკვეთილები დამჭირდა, სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად ვემზადებოდი ია ფიცხელაურთან. აკადემიაში 100%-იანი დაფინანსებით მოვხვდი, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა ჩემი თავის განვითარებისთვის.

– 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე რომ მესაუბროთ… ეს იყო სხვადასხვა სტილის კომბინაცია, ტანისამოსზე დაბეჭდილი სახეები… რა იყო მთავარი გამოწვევა ამ კოლექციის შექმნის დროს ? უფრო დეტალურად რომ ვუთხრათ მკითხველს, რა იყო ამ კოლექციის შექმნის მთავარი ინსპირაცია? ფერებს თუ ჰქონდა სპეციალური დატვირთვა თქვენს კოლექციაში?

– ეს ჩემი პირველი სადიპლომო კოლექცია იყო. როდესაც აკადემიაში სადიპლომოს ვაკეთებდით, აუცილებლად თემატურად უნდა შეგვერჩია კოლექციის სახელი. მე ავირჩიე თემა “ემოცია”. იდეა, რომელიც კოლექციის შესაქმნელად დამებადა, დღევანდელი ჩვენი ხალხის მდგომარეობაა. ხალხს ძალიან გაუჭირდა და უმეტესობას არ აქვს იმის დრო, რომ გაიღიმოს და პრობლემები დაივიწყოს. მინდა გითხრათ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.
ღია ფერის ნაჭერზე უარყოფითი ემოცია დავპრინტე, ხოლო მუქ ნაჭერზე -დადებითი.

– ეს თქვენი სადებიუტო კოლექცია იყო თბილისის მოდის კვირეულზე. გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ… რა გზა გაიარეთ სადებიუტო კოლექციის წარდგენამდე და მოჰყვა თუ არა მას გამოხმაურება?

– თბილისის მოდის კვირეულზე ძალიან კარგი გამოცდილება მივიღე. დამწყები დიზაინერებისთვის ჩატარდა კონკურსი, სადაც სხვადასხვა პრიზებით აჯილდოვებდნენ დიზაინერებს. მეც ერთ-ერთი პრიზი მივიღე- ონლაინ ჟურნალ “nowfashion”-ში დაბეჭდეს ჩემი ინტერვიუ. ეს იყო ჩემი საუკეთესო პირველი ნაბიჯი მოდის სფეროში.
მინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მოდის კვირეულს.

– თქვენი აზრით, რა ფუნქცია აქვს მოდას? რას ფიქრობთ თანამედორვე მოდის ინდუსტრიაზე? ქართულ მოდაზე?

– მოდა რომ არ არსებობდეს, ადამიანის ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა. ის ადამიანს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. რაც დრო გადის, მოდა უფრო და უფრო იხვეწება. თანამედროვე მოდა იქმნება ძველი მოდიდან. ეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა უპირველესად დიზეინერისთვის და შემდეგ – საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ქართულ მოდას, ჩემი აზრით, საქართველოში ძალიან ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს. ისინი ყოველწლიურად ვითარდებიან, ბევრს შრომობენ, რაც დასაფასებელია. შრომა კი ყოველთვის ფასდება.

– როგორ ფიქრობთ, რა სახის პრობლემების წინაშე დგას ამჟამად მოდის სფერო ჩვენს ქვეყანაში? ახალგაზრდა დიზაინერისთვის რა სირთულეები და წინააღმდეგობები არსებობს?

– ჩვენს ქვეყანაში დიზაინერების უმეტესობას ისევ უყვარს შავი ფერი. ვფიქრობ, საზოგადოებას ხელის შეწყობა სჭირდება, რათა ცოტა გაფერადდნენ და კომპლექსები მოეხსნათ. საქართველოში ახალგაზრდა დიზაინერებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ მარტივად მოიპოვონ სახელი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ამისთვის დიდი ფინანსებია საჭირო და სახსრები არ არის.

– ამჟამად რას საქმიანობთ? ახლო მომავალში თუ გეგმავთ კოლექციის შექმნას და წარდგენას?

– ამჟამად კერძო შეკვეთებს ვიღებ . უკვე ორი მასიური შეკვეთა გავაკეთე: პირველი – გარემოს დაცვის სამინისტროს 2016 წლის 26 მაისისთვის გავუკეთეთ მე და ჩემმა მეგობარმა ელენე ბახტაძემ. ერთჯერადი ჭიქებისგან, თეფშებისგან, კოვზებისგან და ა.შ ავაწყეთ ხუთი მანეკენი. ხოლო მეორე შეკვეთა მივიღე ღვინის მაღაზიის 8000 მოსავალისგან.

– დიზაინერი, რომელმაც თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა?

– ბევრი დიზაინერი მომწონს. ყველას ჩამოთვლას არ მოვყვები. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში აღმოვაჩინე რუსი დიზაინერი, რომელმაც გამაოცა. ესაა “Cаша Фролова”- გოგო, რომელსაც ძალიან საინტერესო ტექნიკა აქვს გამოყენებული. ძირითადად ივენთებს აფორმებს, თუმცა ჩვენებებიც აქვს შოუს სახით.

– როგორია თათუკა მაჭავარიანი მეგობრებთან, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც ადამიანში ეძებთ?

– მყავს ბევრი კარგი მეგობარი. ისინი ძალიან ერთგულები არიან და შესაბამისად, მეც მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ მე უკვე საკუთარი ოჯახი მყავს, ერთად დიდ დროს ვატარებთ.
მეგობრების გარეშე ცხოვრება არც წარმომიდგენია, რადგან მეგობრობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ადამიანი, რომელთანაც ვიმეგობრებ უნდა იყოს ერთგული, კეთილი, სამართლიანი. ძალიან არ მიყვარს ძუნწი ადამიანები.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ, ჰობი თუ გაქვთ?

– თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ. ღამის კლუბების მოყვარული არ ვარ, მაგრამ ხანდახან ასეთი განტვირთვაც მსიამოვნებს.
ჰობი მაქვს. ძალიან მიყვარს კულინარია.

– როგორ ფიქრობთ, სად გადის ზღვარი მოდასა და ხელოვნებას შორის?

– ჩემი აზრით, მოდაც ხელოვნებაა. ხელოვნება გამოყენებითია და მისგან იქმნება მოდაც. ერთი სიტყვით, ის ჩემთვის უსაზღვროა.

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები…

– ჩემი სფეროს განვითარებას ვაპირებ. იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე ატელიეს გახსნას მოვასწრებ და შემდეგ მოდის კვირეულებზეც მივიღებ მონაწილეობას.

ნინი მაზიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების პროექტს იწყებს

ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების პროექტს იწყებს

10 years ago

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიქმნა

12 years ago
გიორგი მარგველაშვილი თურქეთში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობოებს ხვდება

12 years ago
საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოეწერა ხელი

საქართველოსა და ისრაელის მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის დარგში შეთანხმებას მოეწერა ხელი

12 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by