• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს პოლიციის რეგიონალურ დანაყოფებს 180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურის
განახლების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს პოლიციის ავტოპარკს
180 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეემატა.
ახალი მანქანების გადაცემის ცერემონია მცხეთა-მთიანეთის პოლიციის
დეპარტამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გახსნა და პოლიციელებს
სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანაში, რომ
შინაგან საქმეთა სამინისტრო იყოს ეფექტურად მომუშავე სტრუქტურა. ეს არის
უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი ჩვენგანისთვის, ვიყოთ ჩვენი მოქალაქეების
ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელი, თუმცა ისიც კარგად გვესმის,
რომ ყველაფერ ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა –
ყველაფერი ის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს თითოეულ პოლიციელს ეფექტურად და
ღირსეულად შეასრულოს თავისი სამუშაო და მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

ავტოტრანსპორტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებში იქნება გაგზავნილი და ის
პრობლემები, რომელზეც ჩვენ ყოველ დღე ვსაუბრობთ, რომ გვაკლია აღჭურვილობა,
ტექნიკა და ტრანსპორტი რეგიონებში, ნელ-ნელა ამას ყველაფერს მოვაგვარებთ.
თუმცა, ყველაფერთან ერთად ისიც გვესმის, რომ მარტო აღჭურვილობა საკმარისი
არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია ის შემართება, რა შემართებითაც თითოეული
პოლიციელი, თითოეული ჩვენი კოლეგა იშრომებს ჩვენი ქვეყნის და თითოეული
ჩვენი მოქალაქის დასაცავად და კეთილდღეობისთვის,“ – განაცხადა გიორგი
გახარიამ.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს
სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და მცხეთა-მთიანეთის
გუბერნატორი შალვა კერესელიძე ესწრებოდნენ.
პოლიციის ახალი მანქანები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის
საპოლიციო ქვედანაყოფებში გადანაწილდება. ავტომანქანები მაღალი
გამავლობისაა და სპეციალურად რეგიონებისთვის, რთული რელიეფური პირობებისა
და საჭიროებების გათვალისწინებით შეირჩა, რაც ადგილზე საპოლიციო სერვისების
უფრო სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების პროცესში
ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში საპოლიციო საქმიანობის კიდევ უფრო
განვითარება და მისი ეფექტიანობის მკვეთრად ამაღლება, რისთვისაც უწყება
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების გრძელვადიან პროექტს ახორციელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი
პროექტი უკვე დაასრულა. მათ შორისაა: რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე
თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი – საპატრულო პოლიციის ერთიანი
მომსახურების ცენტრი, ასევე, ბათუმში – საერთაშორისო სტანდარტების
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი შენობა, ხონში – პოლიციის
ახალი შენობა, თბილისში, გოგოლის ქუჩაზე – პოლიციის ახალი შენობა, სრულად
გარემონტებული დროებითი მოთავსების რამდენიმე იზოლატორი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განახლება
მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო, კერძოდ, იაპონიის მთავრობამ უწყებას 96
ჰიბრიდული ავტომობილი და ელექტრომანქანა გადმოსცა.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი ხელს უწყობს თანამედროვე,
პოლიტიკურად ნეიტრალური, სანდო და ეფექტიანი პოლიციის ჩამოყალიბებას,
რომლის შედეგად უწყების თანამშრომლებს სათანადო სოციალური და შრომის
პირობები მაქსიმალურად ექნებათ უზრუნველყოფილი.

ShareTweet

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026
„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა
ახალი ამბები

„მოტყუებით მიიყვანა დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მისი უმწეობის და ძალის გამოყენებით გააუპატიურა“ – პროკურატურამ ტაქსის მძღოლს ბრალდება წარუდგინა

02/25/2026

საინტერესო

49,45 მილიონიანი პროექტი – „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II-ის“ სატენდერო პროცედურები მმდინარეობს

49,45 მილიონიანი პროექტი – „საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II-ის“ სატენდერო პროცედურები მმდინარეობს

10 years ago

საქართველო და დიდი ბრიტანეთი  განათლებისა და მეცნიერების კუთხით მჭიდროდ ითანამშრომლებენ

8 years ago

პროკურატურამ ე.წ. 26 მაისის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალდებულად სცნო

10 years ago

მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

10 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by