• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტარიელ ფუტკარაძე: “თურქეთის სკოლებში ლაზური მეტყველების შესწავლის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღო”

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცოტახნისწინ თურქულმა გამოცემა HurrietDailyNews-მა გაავრცელა  ინფორმაცია, რომ თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაზური მეტყველება არჩევითი საგანი გახდება თურქეთის საშუალო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წელს.

მათივე ცნობით,  სკოლის მოსწავლეებს ლაზურ მეტყველებას “ცოცხალი ენებისა და დიალექტების” კურსის ფარგლებში შესთავაზებენ, რომ კურსი ასევე შეიცავს ქურთულ, ჩერქეზულ და აფხაზურ ენებს.

თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება თურქულმა მხარემ, რა გახდა ამის მიზეზი, რამდენად იყო ქართული მხარე საქმის კურსში, როგორ შეხვდნენ თურქული სკოლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ამ საკითხებში გასარკვევად „თბილისი თაიმსმა“ მიმართა ენათმეცნიერს, საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის  ცენტრის  ხელმძღვანელს,  პროფესორ  ტარიელ ფუტკარაძეს.

 

Tariel Putkaradze_1ბატონო ტარიელ, როგორია თქვენი შეფასება თურქეთის საშუალო სკოლებში ლაზური მეტყველების სწავლების დაწყებაზე?

თურქეთმა მიიღო დადგენილება, რომ სკოლებში არჩევით საგნად შეიტანოს  “ცოცხალი ენების და დიალექტების” კურსი. იქ არ წერია კონკრეტულად მოცემული ენობრივი ერთეული ენაა თუ დიალექტი; ჩანს, თურქეთის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღეს ეს გადაწყვეტილება; ამ გზით ხდება საფრთხის წინაშე მყოფ ენობრივ ერთეულებზე ზრუნვა – არათურქული ენობრივი სამყაროს სტიმულირება… რაც შეეხება უშუალოდ ლაზურს:

ქართულ სამეცნიერო წრეებში, ლაზური მიჩნეულია ან ცალკე ენად, ან ზანური ენის დიალექტად, ან ქართველური ენობრივი სამყაროს ერთ-ერთ ქვესისტემად – ერთ-ერთ დიალექტად. პირადად მე მიმაჩნია, რომ ყველა ქართველს გვაქვს ერთი დედაენა, რომელიც რეალიზებულია მრავალსაუკუნოვანი ქართული სალიტერატურო ენითა და ათეულობით კუთხური მეტყველებით – ამ საერთო ენის ქვესისტემებით. ამ ქვესისტემებს ჩვენ რას დავარქმევთ: ენას, დიალექტს თუ კილოს, მოცემულ კონტექსტში მეორე ხარისხოვანია; თურქული კურსის ვარიანტი მოიცავს ენასაც და დიალექტსაც. აქ მხოლოდ მოკლედ აღვნიშნავ, რომ, როგორც წესი, ენა აქვს ეთნოსს, ერს, ხოლო დიალექტი – მოცემული ეთნოსის, ერის ერთ ნაწილს. თურქული მხარე იმის საშუალებას იძლევა, რომ ლაზური მეტყველება ისწავლებოდეს, მაგრამ მთავარია კითხვა:

რომელი ანბანის საფუძველზე უნდა ისწავლებოდეს ლაზური მეტყველება? აქ ჩვენ მთავარ პრობლემას ვადგებით.

 კერძოდ რა პრობლემაზეა საუბარი?

ისტორიული წყაროების მცოდნე განათლებულმა ხალხმა იცის, რომ ლაზი ისტორიული ქართველია და მისი შემოქმედებაც ქართული კულტურის ნაწილია; კერძოდ: ტერმინი ლაზი სხვა არაფერია, თუ არა მეგრელის უცხოური, ბერძნული  სახელწოდება. ძველ ტექსტებში უცხოური ტერმინი ლაზი მეგრელად ითარგმნებოდა და პირიქით – ეგრისის მკვიდრი – მეგრელი – ბერძნულად ლაზად ითარგმნებოდა; როგორც მაგ., ქართველი ითარგმნება, როგორც – Georgian.

ფაქტია ისიც, რომ დიდი ქართული კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია ძველი ეგრისის ქართველობა, რომელთა შთამომავლები ვართ: მეგრელებიც, იმერლებიც, გურულებიც, აჭარლებიც, ლივანელებიც, მაჭახლელებიც და ლაზებიც – დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. დღეს მეგრელის საოჯახო მეტყველებაა მეგრული, აჭარელისა – აჭარული, კახელისა – კახური… ასევე, სარფელი ლაზისა – ლაზური, ხოლო ყველა ამ ქართველის სამწიგნობრო ენაა ქართული სალიტარატურო ენა, რომელიც დაფუძნებული ქართულ ანბანზე. ჩემი აზრით, ასევე, თურქეთელი ლაზებისთვის ლაზურის სწავლებაც და ეროვნული სალიტერატურო ენის (ქართულის) სწავლებაც უნდა დაეფუძნოს ქართულ ანბანს.

სამწუხაროდ, თურქეთის ლაზებმა არ იციან ქართული სამწიგნობრო კულტურის ისტორია და ჰგონიათ, რომ ეს კულტურა შექმნეს აღმოსავლეთელმა ქართველებმა და არა – ლაზებმა, მეგრელებმა, აჭარლებმა და სხვ. ამის გამოა, რომ ისინი თავისად არ თვლიან ქართულ სამწიგნობრო კულტურას, იოვანე ლაზის მონასტერში შემონახულ ქართულ ანბანს და სხვ. შესაბამისად, ცდილობენ თავიანთი კუთხური მეტყველება წამოწიონ წინა პლანზე. კი ბატონო, წამოწიონ, მეც მინდა გაქრობის საფრთხისგან ვიხსნათ ყველა კუთხური მეტყველება, მაგრამ ლაზები რომელი ანბანით ისწავლიან?

წესით, ინფორმირებული ლაზი მოსურნე უნდა იყოს, რომ თავისი ლაზური მეტყველება ისწავლოს ქართული ანბანით, იმიტომ რომ ქართული ანბანი მისიცაა; სამწუხაროდ, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ისინი აპირებენ, ლათინური ანბანით ასწავლონ ლაზური სკოლაში.

მე, რა თქმა უნდა, მგონია, რომ ლაზურ ფონეტიკას და ლაზურ ბგერებს ქართული ანბანი უფრო შეესაბამება. ქართული ანბანი კარგად ასახავს იმ ფონემებს, რომელიც აქვს ლაზურ მეტყველებას, ხოლო ლათინური ანბანი ამ ბგერით სისტემას არ შეესაბამება… კარგია, რომ ლაზური  მეტყველების სწავლება დაიწყება და გადარჩება ლაზური დიალექტი, მაგრამ სჯობია, ლაზებმა მშობლიური კილო ასწავლონ ქართული ანბანით და არა ლათინური ანბანით. გარდა ამისა, სახელმძღვანელოების პრობლემაც დგას. საინტერესოა ერთი ისტორიაც:

ლაზებს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ლათინური ანბანის მიხედვით დაუწერეს “ლაზური დედაენა”; კერძოდ, კრემლის ზრუნვით, დედაენა დაიწერა თბილისში და მოსკოვის გავლით გერმანელმა ფოიერშტაინმა გერმანიდან ეს ‘დედაენა” ჩაიტანა თურქეთში. ვფიქრობ, ნათელია, რომ კრემლი იყო დაინტერესებული, ლაზებს არ ეპოვნათ ქართული ფესვები…

თუ ლაზები იგივე მეგრელები არიან, რატომ არ უწოდებენ თავიანთ თავს მეგრელებს?

თურქეთის დღევანდელი ქართველები თავიანთ თავს გურჯებს უწოდებენ და არა – ქართველებს; რატომ? ერთ საინტერესო ისტორიას გეტყვი: ტაოში, სოფელ ქობაიში, პირველად როცა ვიყავი, ქართულად მოსაუბრე ადგილობრივ კაცს ვკითხე: “თქვენ ქართველი ხართ”… გაიოცა, არა, ჩვენ ქართოლს ვჭამთ, მე ქართოლი არ ვარ, მე გურჯი ვარო… მერე მივხვდი, რომ მან სიტყვა “ქართველი” აღიქვა, როგორც “ქართოლი”; “ქართოლი” კი ქობაიში კარტოფილს ნიშნავს. ანუ, რატომ დაიკარგა თურქეთის ქართველებში სიტყვა ქართველი? იმიტომ, რომ თურქულენოვან გარემოში მათ ყველა ეძახდა “გურჯს”, შესაბამისად, დროთა გამვალობაში, თურქულმა სახელმა ჩაანაცვლა ქართული სიტყვა. ასევე მოხდა ლაზის შემთხვევაშიც; თვითსახელოწოდებას “მეგრელი”, “ჭანი” ჩაენაცვლა ბერძნული ლაზი; ლაზი ბერძნულისგან დამკვიდრდა თურქულშიც. სხვათაშორის, ზოგ ტაოელს ახსოვს, რომ მთის გადაღმა ჭანები, ანუ მეგრელები ცხოვრობენ…

თქვენი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა თუ იყო საქმის კურსში და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაში თურქულ მხარესთან ერთად რამდენად მონაწილეობდა?

ალბათ, არა; თურქეთმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო “რეგიონული ან უმცირესობის ენების შესახებ ევროპული ქარტიის” რატიფიკაციის მოთხოვნის საპირწონედ; ცნობილია, რომ ევროსაბჭო დიდი ხანია თურქეთისგანაც ითხოვს ამ ქარტიის რატიფიცირებას და მასზე ენების ჩამონათვალის დართვას.. თურქეთის მთავრობა თუ დაეკითხებოდა საქართველოს, ჩვენ შეიძება დავხმარებოდით კიდევ თურქეთის ხელისუფლებას და თურქეთის მოქალაქე ლაზებს, რომ შეგვეთავაზებინა ლაზურ მეტყველებაზე მორგებული ქართული ანბანი. სამეცნიერო ლიტერატურაში,  ჩვენ გვაქვს ლაზური ტექსტები ჩაწერილი ქართული ანბანით, რომელიც განსხვავებით რუსული თუ ლათინური ანბანებისგან, ზედმიწევნით ასახავს ლაზურ ფონეტიკას.

თქვენთვის თუ არის ცნობილი, აღნიშნულ  გადაწყვეტილებას იქ მცხოვრები ლაზები როგორ შეხვდნენ?

პატრიოტ ლაზს უნდა, რომ მისი მეტყველება დავიწყებული არ იყოს და ის კარგად შეხვდებოდა. მაგრამ, ვიმეორებ, ისინი სხვა საფრთხეს ვერ ხედავენ:  თუ  ლაზური მეტყველების სწავლება დაიწყება ლათინური ანბანით, ისინი ამ მიმართულებით წინ დიდად ვერ წავლენ, რადგან მათი მეტყველება და ფონეტიკური სისტემა ვერ გუობს ლათინურს; გარდა ამისა, ისინი საბოლოოდ მოწყდებიან მათი წინაპრების მიერ შექმნილ დიდ სამწიგნობრო კულტურას. მე ვფიქრობ, რომ ლაზებმა არა მხოლოდ ქართული ანბანი, არამედ მათი წინაპრების მიერ შექმნილი ქართული კულტურაც ქართულ ანბანთან ერთად უნდა შეისისხლხორცონ. ასე თუ არ მოხდება, მათი იდენტობა ძალიან ბევრს დაკარგავს.

 სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმებზე ეს თემა განხილვის საგნად იქცა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლაზები თურქეთის სახელმწიფოს საფრთხეს უქმნიან, ნაწილი კი ფიქრობს, რომ თურქებისთვის ლაზები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენენ, თქვენი აზრი როგორია ამასთან დაკავშირებით555899_10201558960792598_2105158945_n

მე შემიძლია მარტივად გიპასუხოთ: ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული რუკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გარკვეული ძალები ცდილობენ ლაზური თემის გამოყენებას როგორც თურქეთის, ასევე – საქართველოს წინააღმდეგ; კერძოდ, ტირაჟირდება ვითომ თურქეთში შექმნილი რუკები, სადაც რიზედან სარფამდე თუ ტრაპიზონიდან სარფამდე ტერიტორია არის დამოუკიდებელი სახელმწიფო; აჭარაც დამოუკიდებელია, სამეგრელოც… ასეთი იდეოლოგია ანტიქართყლიცაა და ანტითურქულიც… ლაზები არავის არ უქმნიან საფრთხეს; მაგრამ ფაქტია, რომ “ვიღაცას” სურს, ლაზების ერთი ნაწილის გამოყეება თავისი ინტერესებისათის, როგორც, მაგალითად აფხაზების ერთი ნაწილი გამოიყენებს საქართველოს წინააღმდეგ! ლაზთა მეორე ჯგუფი აქტიურად ჰყავთ ჩართული თურქულ-ისლამისტური იმპერიის მომხრეებს, მაგრამ ლაზების უფრო დიდი ნაწილი, პატიოდანი საზოგადოება, ფიქრობს, რომ გადაირჩინოს თავისი კუთხური იდენტობა; მათ ვურჩევდი, რომ პარალელურად შეისისხლხორცონ თავიანთი დიდი, ძველი, მრავალსაუკუნოვანი, ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელი ქართული ლიტერატურაც და, რაც მთავარია, ქართული ანბანიც… თურქეთის სახელმწიფოს არც ლაზებიდან და არც სხვა ქართველებიდან – გურჯებიდან – საფრთხე არ ემუქრება… თუმცა, გაქრობის საფრთხე ნამდვილად ემუქრება თურქეთის მოქალაქე ქართველთა ეთნიკურ იდენტობას.

03.10.13

შაკო მამუკაშვილი

 

Tags: ტარიელ ფუტკარაძე: თურქეთის სკოლებში ლაზური ენის შესწავლის გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევროსაბჭოს მოთხოვნების შესაბამისად მიიღო
Share1Tweet1

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა

ბათუმში, მეხუთე თვეს დაბადებული 500-გრამიანი ახალშობილი, კლინიკიდან 2 კილოზე მეტი გაეწერა

3 years ago

“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოვუხადო რაჭის მოსახლეობას”

10 years ago
“ძალიან მალე ადგილობრივი წარმოების ავტომატების გამოშვებას დავიწყებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ძალიან მალე ადგილობრივი წარმოების ავტომატების გამოშვებას დავიწყებთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

5 years ago
„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია

„როგორც მე მაცნობეს, განიხილება ჩემი ლიკვიდაციის ორი გეგმა“ – კოკა მორგოშია

3 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by