• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შსს – 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა,ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა

7 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
შსს – 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა,ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი, ხოლო ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, შსს-ს პრიორიტეტია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და ასეთ ფაქტებზე ხარისხიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

„სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები. ამასთან, წელს არ დაფიქსირებულა ქმრის ან ყოფილი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის არც ერთი ფაქტი, მაშინ როცა 2017 წელს მეუღლის ან/და ყოფილი მეუღლის მიერ ქალის მკვლელობის 10 ფაქტი დაფიქსირდა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების მიერ გავრცელებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

• 2016 წელს მოკლულია 32 ქალი, რომელთაგან 14 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 18 – სხვა პირის მიერ.

• 2017 წელს მოკლულია 26 ქალი, რომელთაგან 14 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 12 – სხვა პირის მიერ.

• 2018 წლის 10 თვეში მოკლულია 11 ქალი, რომელთაგან 5 მოკლულია ოჯახის წევრის მიერ, ხოლო 6 – სხვა პირის მიერ.

2018 წელს ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი 5 მკვლელობიდან:

• 1 შემთხვევაში შვილმა მოკლა დედა;

• 1 შემთხვევაში დამ – და;

• 1 შემთხვევაში ძმამ – და;

• 1 შემთხვევაში მამინაცვალმა – გერი;

• 1 შემთხვევაში მოხდა იმ პირის მკვლელობა, რომელთანაც დანაშაულის ჩამდენი პირი ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა.

2018 წელს სხვა პირის მიერ ჩადენილი 6 მკვლელობებიდან – 1 ფაქტი ჩადენილია პარტნიორის მიერ.

„2018 წლის იანვარში უწყებაში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და თითოეულ ფაქტზე დროული რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ განხორციელებული კომპლექსური ინსტიტუციური და შინაარსობრივი რეფორმების შედეგად, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მომართვიანობა, ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 4000-ზე მეტ შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3000-ზე მეტი პირის მიმართ – სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამასთან, პარლამენტში იხილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც გენდერული ნიშნით დანაშაულის ჩადენა სისხლის სამართლის კოდექსის მთელი რიგი მუხლებისთვის (მათ შორის მკვლელობისთვის) დამამძიმებელ გარემოებად არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს
ახალი ამბები

„ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს

02/02/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი
ახალი ამბები

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

01/09/2026
კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა
ახალი ამბები

კახეთში, ბიძამ დისშვილი დაჭრა

01/05/2026
„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს
ახალი ამბები

„საქმე სრულად გახსნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ“ – ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე მისცეს

12/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In