• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – მთავრობის წინადადება ჭარბვალიანობის შემცირებაზე ხელს შეუწყობს სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – მთავრობის წინადადება ჭარბვალიანობის შემცირებაზე ხელს შეუწყობს სასამართლოებში საქმეთა ნაკადის განტვირთვას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის წინადადებას პირებზე, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში ვერ გადაიხადეს კრედიტი და მათ მიერ აღებული სესხის ძირი თანხა არ აღემატება 2 000 ლარს, ჭარბვალიანობის პრობლემის რეალური დაძლევისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აღნიშანვს, რომ ინიციატივის განხორციელება არსებით გავლენას იქონიებს საერთო სასამართლოების მუშაობაზე, სასამართლოს წინაშე სხვა კატეგორიის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება იქნება უფრო დროული და რეალური, ვინაიდან სასამართლოები აღარ განიხილავს ან/და შეწყვეტს ფინანსური ვალდებულებებიდან წარმოშობილი, ე.წ. პრობლემური სესხებზე არსებულ დავებს, რომელიც აგრეთვე დაკავშირებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენებისა და შემდგომში აღსრულების პროცედურებთან.

ორგანიზაციის განცახადებით, მთავრობის წინადადება ცალსახად სოციალური და ჰუმანური აქტია, თუმცა მეტი საზოგადოებრივი სიცხადისთვის, მნიშვნელოვანია, მთავრობამ დოკუმენტურად, ნორმატიული აქტის საფუძველზე წარმოადგინოს განსახორციელებლი ცვლილების პროექტი, დასაბუთება და მეთოდოლოგია.

ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას გაამახვილებს მთავრობის ინიციატივის მიმართ საზოგადოებრივ შეფასებებში გაჩენილ კითხვებზე, რომელიც ეხება ინიციატივის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის პროცესში წარმოდგენას და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის დაშვებას. მნიშვნელოვანია, საკითხი არ შეფასდეს მხოლოდ საზოგადოებრივი შეხედულებებით და საზოგადოებამ ამ ნაწილშიც მიიღოს სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებების განმარტებები. მით უმეტეს, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს შეისწავლოს საკითხი, თუმცა შეუძლებელი იმის დადგენა და განსაზღვრა, რამდენად ახდენს დავალიანების მქონე მოქალაქის პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეხედულების ჩამოყალიბებაზე ინიციატივა, თუკი არჩევანი კეთდება პოლიტიკურ იდეოლოგიებს, საარჩევნო კანდიდატების გამოცდილებასა და ხედვებს შორის. ამასთან, კენჭისყრის პროცედურა არ არის ღია და საარჩევნო ხმის მიცემა ხდება თავისუფალი ნების პირობებში.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, 1. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ა) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის და­პი­­რებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა), ბ)  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას. 2. საარჩევნო სუბიექტს, რომელიც უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის ან მის სასარგებლოდ მოქმედი ნებისმიერი სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირის მეშვეობით ეწეოდა ამ მუხლით გათვალისწინებულ აკრძალულ საქმიანობას, სასამართლოს გადაწყვეტილებით უუქმდება რეგისტრაცია ასეთი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში“.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ინიციატივის მასშტაბურობიდან გამომდინარე, გაკეთდეს სწორი სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები. ამასთან, ინიციატივის განხორციელების პროცესში, თანაზომიერად იქნეს დაცული კერძო და საჯარო ინტერესები, გადაწყვეტილებები მიღებულ იქნეს გამჭვირვალედ, მოქალაქეებისა და ბიზნესის უფლებების გათვალისწინებით, სადაც სახელმწიფოს მთავარი არბიტრის როლი აკისრია.

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026

საინტერესო

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 2931-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსს ზაფხულშიც ექნება გავრცელების უნარი

7 years ago
პაატა იმნაძე – გრიპზე ორსულის აცრა სასურველია, ხოლო ორსულის აცრა წითელაზე არ შეიძლება

პაატა იმნაძე – დავრჩეთ სახლში, თორემ ვეღარ დავითვლით საქართველოში კუბოებს, ეს გვინდა?

7 years ago
გორთან ავარიას მძღოლის და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორთან ავარიას მძღოლის და მისი ფეხმძიმე მეუღლის სიცოცხლე ემსხვერპლა

8 years ago
„გაზპრომთან“ დაკავშირებით, პროცესები გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს”

„გაზპრომთან“ დაკავშირებით, პროცესები გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს”

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by