• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მოხეტიალე ფოტოგრაფის” მოხეტიალე ფოტოები

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
“მოხეტიალე ფოტოგრაფის” მოხეტიალე ფოტოები
29
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დროის გაჩერება არ შეიძლებაო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. ჩვენ შეგვიძლია ერთი წამით დავიჭიროთ დრო და ის სამუდამოდ აღვბეჭდოთ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩვენ შეგვიძლია მას გამოსახულებაც მივცეთ.  დრო შეგვიძლია გამოვსახოთ ასოებით, სიტყვებით, კადრებით, ფერებით… გადავხედოთ ისტორიას და ამაში მარტივად დავრწმუნდებით. სწორედ ადამიანთა მონათხრობი, მათ მიერ დაწერილი, მათ მიერ ფირზე, ფოტოზე აღბეჭდილი რეალობა გვიყვება ისტორიას, ის იქ და იმ წამს ხდებოდა. ასე, რომ არსებობენ ყოვლისშემძლე  ადამიანები. „თბილისი თაიმსი“ ამჯერად ერთ–ერთ ასეთ ადამიანს, ფოტოგრაფ გიორგი ძიძიკაშვილს  ესაუბრა. როგორც თავად რესპოდენტი ამბობს მას ხეტიალი უყვარს და მასთან ერთად ჩვენც გვახეტიალებს სურათებით მოძრავ სამყაროში.

დედა-მსახიობი, მამა-მხატვარი, ხელოვანების ოჯახში გაზრდილი გიორგი ძიძიკაშვილმა ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩინა, რომ ფოტოგრაფია იტაცებდა.

მოგვიყევით თქვენ შესახებ…

-ვფიქრობ, არაფრით გამოვირჩევი. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ისეთივე პრობლემები და სიხარული მაქვს გამოვლილი რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მეც ჩვეულებრივად გადავიტანე უშუქობა, უგაზობა და ა.შ. პატარაობიდანვე ვფიქრობდი, რომ უნდა მესწავლა და მემუშავა,  მუდმივად მეცვალა დამოკიდებულება, დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი და საერთოდ ცხოვრება მესწავლა.ამ დროის განმავლობაში უამრავი პროფესია მოვსინჯე, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, რამაც უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება შემძინა.  ბავშვობიდან ვხატავდი, ძალიან მომწონდა შემოქმედებითობის პროცესი. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და ერთ-ერთ წელს ჩემი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. მქონდა პერიოდი, როდესაც ხელოვნებას სრულიად მოვწყდი, სრულიად სხვა საქმით ვიყავი დაკავებული.

რამ განაპირობა თქვენი არჩევანი და როდის მიხვდით რომ ფოტოგრაფია გიტაცებდათ?

ზუსტად სამი წლის წინ , 19 იანვარს, სამებაში ავედი. ეზოში ვბოდიალობდი და გამვლელებს ვათვალიერებდი. უცებ, მიუსაფარი, სრულიად ჩამოძენძილი ბოშა ბავშვი დავინახე, არაბუნებრივი, არაამქვეყნიური გამოხედვა ჰქონდა. მინდოდა, ეს კადრი უცებ სადღაც აღმებეჭდა, რათა არასოდეს დამვიწყებოდა, ავიღე ტელეფონი და ასე გადავიღე  ჩემი პირველი ფოტო -ფოტოგრაფიის  გზაზე.

ამ დღის შემდეგ,მივხდი, რომ ფოტოების გადაღებაში უდიდეს სიამოვნებას ვპოულობდი. გადავიღებდი კადრებს, სახლში მისული ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ თითოეული აღბეჭდილი კადრი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

ფოტო გამოფენების   შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს..

ერთ დღეს დამიკავშირდა ერთ-ერთი კომპანია და მათი ნამუშევრების ფოტოების გადაღება მთხოვა. ეს პირველი სერიოზული საქმე იყო, ფოტოგრაფიის გზაზე. ამავე კომპანიამ მოგვიანებით შემომთავაზა გამოფენის მოწყობა და პირველი გამოფენა გალერეა „ვაჩეში“ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ  პირველი გამოფენა იყო, ყველაფრის ორგანიზება მე გავაკეთე. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. პირველ გამოფენას “ფერადი სამყარო” ვუწოდე. ჩემს ფოტოებში ფერებს დიდ უპირატესობას ვანჭებ. ჩემებურად, განსხვავებულ ფერებში ვუყურებ სამყაროს,რაც ხშირად დამთვალიერებლის გაოცებასაც იწვევს ხოლმე. როდესაც ფოტოს  ვიღებ, მოუთმენლად ველოდები, როდის მივიტან მნახველამდე, ველოდები მათს ემოციებსა და შეფასებებს.  ნებისმიერი ხელოვანი, რომელიც ხელოვნებას ემსახურება დაინტერესებული უნდა იყოს, თავისი შემოქმედება როგორმე მიიტანოს ხალხამდე.”

როგორ ფიქრობთ რითი გამოირჩევით სხვა ფოტოგრაფებისაგან?

– მე არ ვიცი რითი გამოვირჩევი სხვა ფოტოგრაფებისგან.  ერთი ის ვიცი, რომ არ მეზარება მუშაობა, გადაღება, მიყვარს ბევრი სიარული, რადგან მეტი და მეტი კადრი გადავიღო.  მიყვარს ეს საქმე და არ მბეზრდება.  საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფია,  ვცდილობ მათსავით შრომისმოყვარე,  მიზანდასახული ვიყო  და მათსავით  საკუთარი ხელწერა მქონდეს. ფერები და განწყობები- სწორედ ეს გამომარჩევს  ალბათ  სხვებისგან. ჩემი განწყობის მიუხედავად, ყოველთვის ვცდილობ ფოტოებში დადებითი განწყობა ჩანდეს.

ალბათ ძნელია ამდენ ფოტოში საყვარელი ფოტო გამოარჩიო, მაგრამ მაინც რომელია თქვენი საყვარელი ფოტო და რატომ?

ძნელია რაიმე ნიშნით გამოარჩიო ფოტო, ჩემთვის ყოველი მათგანი ძალიან დიდი ემოციასთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული. ჩეჩნები განთქმულები არიან თავისი სიხისტითა და მტკიცე ხასიათით.  მე შემძრა იმ ფაქტმა , რომ სრულიად შემთხვევით პირველად ვნახე   ჩეჩენი მამაკაცი, მალხაზ მაჩალიკაშვილი როგორ ტიროდა. მართალია, ფოტოს არ აქვს კარგი ხარისხი, მაგრამ ეს ფოტო ჩემთვის დიდი ემოციების მატარებელია.

რას გრძნობთ შემოქმედების პროცესში? გადაღების პროცესში რა განიჭებთ სიამოვნებას?

“ძალიან მიყვარს ქუჩაში წანწალი. სიურიალისტური ჟანრის ფოტოების გადაღება. მიყვარს პორტრეტულ ფოტოებზე ადამიანის უხილავი თუ ხილული ემოციების აღბეჭდვა. ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, გადაიღებ ფოტოს და შემდეგ უყურებ რას გრძნობდა ჩემი ფოტოობიექტივის გმირი ფირზე აღბეჭდვის დროს.

ვოცნებობ-ბევრ ხალხს რომ ვუყვარდე

მწამს რომ-ყველაფერი გამოვა

ვიმეგობრებდი-ჰოლივუდის მსახიობებთან

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში-ჩემი შვილი

ყველაზე დიდი შეცდომა-აქამდე რომ არ გავხდი ფოტოგრაფი და ჩემი ცხოვრების ბევრი წელი დავკარგე

ყველაზე დიდი მიღწევა-ჯერ არ ყოფილა ასეთი

მინდა ადამიანებს დავამახსოვრდე – პოზიტივით

ჩემი ფოტოებით მინდა ვთქვა- მინდა ადამიანებს მეტი პოზიტივისა და ბედნიერებისკენ მოვუწოდო.

მაბედნიერებს – ხალხთან ურთიერთობა

საყვარელი ადგილი – ძველი თბილისი უბნები

ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი – ფოტოაპარატი

ვინახავ – ვერაფერს, არაფრის შენახვა არ შემიძლია

ოქროს თევზი რომ მყავდეს, ვთხოვდი- ყველა ადამიანის შეეძლოს გააკეთოს ის რაც გულით უნდა; მინდა რომ მშვიდობიან გარემოში ვიცხოვროთ ომის გარეშე; მინდა, რომ ყველა ბავშვს აუხდეს ბავშვობის ოცნება.

როგორია „მოხეტიალე ფოტოგრაფის“ სამომავლო გეგმები?

სამომავლოდ არ ვიცი რა მინდა, უბრალოდ ვიცი, რომ არ მინდა ფოტოგრაფიას შევეშვა, ესაა ის ადგილი, სადაც თავს იმად ვგრძნობ, რაც სინამდვილეში ვარ.

მარიამ ლეკიაშვილი

Share12Tweet7

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება

10 years ago
ცხიმგროვები თვალის არეში, სიშავე მუხლების, იდაყვისა და იღლიის მიდამოში… – ზაზა თელია განმარტავს, რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე არსებული დაზიანებები

ცხიმგროვები თვალის არეში, სიშავე მუხლების, იდაყვისა და იღლიის მიდამოში… – ზაზა თელია განმარტავს, რა დაავადებებზე შეიძლება მიუთითებდეს კანზე არსებული დაზიანებები

3 years ago
“ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

“ჩემი პირველი შენატანი 100 000 ლარი იქნება” – ხაზარაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დახმარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

3 years ago
თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს

11 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by