• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

7 years ago
in კულტურა
A A
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი“ გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გასტანს. ამ და სხვა დეტალების შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

დედაქალაქის მერის მოადგილის, სოფიო ხუნწარიას განცხადებით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არა მარტო დედაქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენაა.

„ამ კინოფესტივალის მნიშვნელობას განსაზღვრავს მისი პროგრამა, რომელიც მრავალფეროვანი და აქტუალურია. მნიშვნელოვანია ასევე მთავარი თემა – „ლიტერატურა და კინემატოგრაფი“, რაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთგვარი გამოძახილი არის და იმედი მაქვს, რომ სხვა ფესტივალებიც გაატარებენ ამ ხაზს. ასევე, მინდა ავღნიშნო ის მასტერკლასები და ლექციები, რომელიც ფესტივალის განრიგშია. თბილისის მერიისთვის პრიორიტეტულია არაფორმალური განათლება და სწორედ ამიტომ, ძალიანსაინტერესოა ჩვენთვის ფესტივალის ეს კომპონენტი. მომავალ წელს ფესტივალი 20 წლის ხდება და ვფიქრობ, რომ მთელი წლის განმავლობაში საიუბილეო წელს ერთად აღვნიშნავთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

8 დეკემბერს გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ მფლობელები. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთ-ერთი ქართულია- გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია, ხოლო ჟიურის შემადგენლობაში არია: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის“ ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტის – „არსენალი“ და ბერლინის კინოფესტივალის – „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმი“ დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორებიესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად შეაფასებენ.
კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს ევროკავშირიც აწესებს. EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გადაცემის, „ილუზიონის“ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთი ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი“, „რვანახევარი ქალი“, „პროსპეროს წიგნები“. ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას“ მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს.

8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული“, რომელიც ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში – „ჰორიზონტები“, „დამზადებულია გერმანიაში“ და „ევროპული ფორუმი“.

კინოფესტივალის ფოკუსში ყოველწლიურად ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ესქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალის ორგანიზატორებისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით, ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ალიჩე რორვაჰერის „ბედნიერი ლაზარო“, მარიო მარტონეს „კაპრი-რევოლუცია“, დარიო არჯენტოს „სუსპირია” – იტალიური კინოკლასიკის რესტავრირებული ვერსია, რომელიც 1977 წელს გამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათ შორის არის სტეფან კაასის „ეთგარ კერეთი: დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე”, პერნილ ფიშერ კრისტენსენის სურათი „ახალგაზრდა ასტრიდი“ სახელგანთქმული შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის შესახებ.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს. პროფესიით მათემატიკოსი ლოზნიცა წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობდა. თუმცა, 90-იანი წლებში გერასიმოვის სახელობის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ნანა ჯორჯაძის ჯგუფში რეჟისურის შესწავლა დაიწყო. 2010 წელს მისი ფილმი „ჩემი ბედნიერება” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „ნისლში” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს ლოზნიცამ „მაიდანი” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტესტო აქციებს აღწერდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი”, „პროცესი“ და “გამარჯვების დღე” იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას „პრომეთეს“ საპატიო ჯილდო გადაეცემა.

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიეტუვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციაში 15 ფილმი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის არის ელმო ნიუგანენის 2015 წლის „1944“, იანის ნორდსის 2013 წლის ფილმი „მიყვარხარ, დედა!“, ლუგილებ არჯუკაიტეს „მჟავის ტყე“.
სექციის „დამზადებულია გერმანიაში“ ფარგლებში მაყურებლები უახლეს ფილმებს ნახავენ.აღნიშნული სექცია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება. სექციაში 5 ფილმი შედის – ემილი ატეფის „3 დღე კვიბერონში“, ტობიას ვიმანის „ამელი გარბის“, იზაბელ პრალის „წვიმის აღწერის ათასი ხერხი“, ტომას შტუბერის „დახლებს შორის“ და ლარს კრაუმეს „მდუმარე პროტესტი“.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“ და „მარწყვის მდელო“.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ იორგოს ლანტიმოსის ფილმის, „ფავორიტის“ პრემიერა შედგება. რეჟისორის ანგარიშზე ისეთი ნამუშევრებია, როგორებიცაა „ეშვი“ და „ლობსტერი“. „ფავორიტში“ მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. ასევე, შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის“ განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.

ფესტივალი ხორციელდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კინემტოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ინსტიტუტის, გოეთეს ინსტიტუტის და საქართველოში იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, შვედეთის, ესპანეთის, პოლონეთის და უნგრეთის საელჩოების მხარდაჭერით.

ShareTweet

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 პირს ბრალი წაუყენა

10 years ago

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

8 years ago
ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – გახარია

ბავშვები საკლასო ოთახებს უნდა დაუბრუნდნენ – გახარია

6 years ago

ირაკლი ალასანია დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by