• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა“ და „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ შორის სასამართლოა ჩანიშნული. შესაბამის პროცესს წინ რამდენიმეთვიანი უთანხმოება უძღოდა. ყველაფრის მიზეზი კი თამბაქოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, მოწევის აკრძალვა-არაკრძალვის იდეები და შესაბამისი შეზღუდვები გახლავთ.

„სათამაშო ბიზნესი ასოციაცია“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ უჩივის სასამართლოში, რათა ამ უკანასკნელმა უარყოს საკუთარი განცხადება, რომ ეს ბიზნესი არის კრიმინალური, რადგან აქ ხდება ფულის გათეთრება და სხვა ქმედებები. ამ ყველაფერს, წინ უძღოდა ის, რომ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ მოითხოვა სამორინეების (კაზინოების) შემდგომ მოწევა დაშვებულიყო სათამაშო აპარატების სალონებსა (სლოტკლუბები) და ტოტალიზატორებში. „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კი ამის წინააღმდეგია.

გარკვეული პერიოდის წინ, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ბერუაშვილმა, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ასოციაციის სახელით, მიმართა ცნობით. ამ დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ შეფასებით: „2018 წლის პირველი მაისიდან კანონის მოქმედი რედაქციით ამოქმედება გამოიწვევს სათამაშო ბიზნესის ბაზარზე კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას, კერძოდ – ოპერატორი აგენტი, რომელსაც ყველა პროდუქტი თავმოყრილი აქვს ერთ სივრცეში, აღმოჩნდება, თითქმის, მონოპოლიურ გარემოში, ხოლო სხვა დანარჩენი აგენტები – გაკოტრების რეალური საშიშროების წინაშე, რამდენადაც თამბაქოს მოხმარება აზარტული, ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილებში თითქმის აუცილებელი თანმდევი პროცესია“.

ასოციაციის შეფასებით: „თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის ე ქვეპუნქტი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, რომლის მიხედვით „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის გავითარებაზე“.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარის, გიორგი ბახტურიძის თქმით: „აპრილში, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“, პარლამენტში წარადგინა საკანონმდებლო წინადადება. კანონი ძალაში, ამ წლის, პირველი მაისიდან შევიდა – ძალაში შევიდა, თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, არაერთი რეგულაცია. მათ შორის, ერთერთი გამონაკლისი გახლდათ კაზინოებში მოწევის დაშვება – ანუ, კაზინოებში, დღევანდელი მდგომარეობით, მოწევა დაშვებულია. ამის წინააღმდეგი ჩვენ ვიყავით საპარლამენტო განხილვების დროს.

უკვე შუა აპრილში, „სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ წამოაყენა წინადადება, რომ კაზინოებთან ერთად რომ სლოტკლუბებიაო(კაზინოს რომ აქვს ლიცენზია აღებული, მას, ავტომატურად, სლოტკლუბის ლიცენზიაც აქვს), ჩვენ დავზარალდითო. ისინი ამას ამბობენ აპრილში და თვითონ კანონი ძალაში მოგვიანებით – მაისში შედის. ეს იყო ალოგიკური – ჯერ კანონი არ იყო ძალაში შესული და როგორ დააზარალებდა ვინმეს?

ჩვენ მაისში, პარლამენტში, გავაკეთეთ წინადადება და მოვითხოვეთ, რომ სამორინეებშიც, რომელთა მიმართაც ადრე იყო დათქმა, რომ აქ დროებით იყო მოწევა დაშვებული(პოლიტიკოსების გამოსვლებიც იყო) აქაც აკრძალულიყო მოწევა. ეს წინადადება ჩვენ შევიტანეთ პარლამენტში. მაგრამ ის არ დაკმაყოფილდა. სამაგიეროდ, დაკმაყოფილდა „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ზემოხსენებული წინადადება. ჩვენ, როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით ასეთი რამ: სათამაშო ბიზნესი, თავისი ბუნებით, არის კრიმინალური. რატომ არის კრიმინალური? ამასთან დაკავშირებით გვქონდა რამდენიმე ვარიანტი. აქ არის ძალიან დიდი შანსი ფულის გათეთრების და ეს ასეც ხდება. მეორე – საკუთარი მოთამაშეების გარკვეული ნაწილი მიყავს თვითმკვლელობამდე და მესამე – უკიდურეს სიღარიბეში აგდებს საკუთარი მომხმარებლის საკმაოდ დიდ ნაწილს“.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ – „სათამაშო ბიზნესის შენობებში მოწევის დაშვების მოთხოვნას პარლამენტში სავარაუდოდ ლობირებენ ისკო დასენი, რომლის ვაჟი კნიაზ დასენი, გადამოწმებული ინფორმაციით, „კრისტალბეთის“ 22%-იანი წილის მფლობელია. ასევე, არსებობს გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომ დეპუტატი დანელია სენაკში ფლობს სამსართულიან შენობას, რომელშიც განთავსებულია სათამაშო ბიზნესი. ამათ გარდა , კიდევ იქნებიან სხვები, თუმცა, ჩვენ მათი ვინაობა არ ვიცით.
თეატრებში, სპექტაკლის დროს მოწევის დაშვებას მოთხოვენ ნუკრი ალექსანდრე ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი. ღრმა ეჭვი გვაქვს, რომ მათ უკან „თამბაქოს ინდუსტრია“ დგას, რომელიც თეატრებში სპეკტაკლებს აფინანსებს“.
ზემოხსენებულ საკითხზე, „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა“ და „თამბაქოს კონტროლის ალიანსს“ შორის სასამართლო 3 დეკემბერს შედგება.

მარიამ ტიელიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

მაია ფანჯიკიძე აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და სენატორების მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

12 years ago

ლევან კალანდაძე ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ დაინიშნა

8 years ago

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავშესაფართან დაკავშირებით პროექტის წარდგენა მოხდება

12 years ago
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

10 years ago

ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა
ახალი ამბები

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი ქოჩორაშვილმა თავის რჩეულს, ბრაზილიელ სანდრა მენდოსას ხელი სთხოვა. რომანტიკულ კადრებს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც...

მეტის ნახვაDetails
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by