კიდევ ერთ არაბულ სახელმწიფოში, იორდანიაშიც გაიმართა საპროტესტო აქციები.
ამ ქვეყნის დედაქალაქ ამმანის ცენტრალურ მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, ხოლო ამასთან ერთად დაგმეს ეგვიპტის სამხედრო ხუნტაც.
გასულ კვირას იორდანიის ხელისუფლებამ ოპოზიციის სამი ლიდერი დააკავა, ხოლო ამის პარალელურად წყლისა და ელექტროენერგიის ფასებმაც მოიმატეს და ხალხმაც ქუჩებს მიაშურა.
მიღებული ცნობებითვე საპროტესტო აქცია ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაიშალა.
06.10.13