• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ტყის ახალი კოდექსი წარადგინა. ახალი კოდექსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა და სექტორის რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.  4 წლიანი მუშაობის შემდეგ, ევროკავშირის დახმარებით, შესაძლებელი გახდა კოდექსის საბოლოო ვერსიის მომზადება.

კანონპროექტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს დამტკიცებულ ეროვნულ სატყეო კონცეფციას და სამთავრობო გეგმებს პასუხობს და  ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს.

კანონპროექტის თანახმად, ეტაპობრივად  შეიცვლება ტყეებისადმი არამდგრადი მართვის ე.წ. ,,სოციალური ჭრის“ პრაქტიკა და შეიქმნება სატყეო მეურნეობები (შესაბამისად, იცვლება ტყის მართვის ორგანოებიც და ნაცვლად სსიპ-ის სამართლებრივი ფორმისა, ფუძნდება სახელმწიფო 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირი/პირები). მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლას, ტყეების აღდგენას, გაჩნდება ლეგალური წვდომა სამასალე და საშეშე მერქანზე, რაც გაზრდის რეგიონებში დასაქმებას; ხელს შეუწყობს ბიომასის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, ენერგოეფექტურობას წაახალისებს.

კანონპროექტი ამკვიდრებს ტყეების მართვას ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. 4 კატეგორიად დაყოფილი საქართველოს ტყე ისეთი პრინციპებით უნდა იმართოს, რომ ხელი შეეწყოს ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური პრინციპების თანაბრად  გათვალისწინებას. ასე მაგალითად, ფუნქციური დანიშნულება გაზრდის ტყეების რეკრეაციული და კურორტოლოგიური პოტენციალის გამოყენებას, არამერქნული რესურსებით სარგებლობას, გაზრდის ტყეების, ერთი მხრივ, დაცულობას და, მეორე მხრივ,  დასაქმებასა და შემოსავლებს ბიუჯეტში.

შემოდის ტყით სარგებლობის ახალი და გამარტივებული სახეები და უპირატესობა  მრავალმიზნობრივ ტყით სარგებლობას მიენიჭება.

მკაცრდება დღემდე არსებული ტყეების ამორიცხვის წესი, რაც ხელს შეუწყობს ტყის მდგრადი მართვის მთავარი მიზნის ეტაპობრივ მიღწევას.

ახალი კოდექსით უქმდება ტყის ფონდის არასწორი ცნება და შემოდის გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) მისადაგებული ტყის განმარტება, რითაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ვალდებულებების და ანგარიშგებას შეეწყობა ხელი, მეორე მხრივ, გაუმჯობესდება და გაიზრდება ტყით დაფარული ფართობების რაოდენობა ან/და სამართლებრივ მოწესრიგებას დაექვემდებარება ბოლო 20-30 წლის განმავლობაში საკმაოდ გაუაზრებლად ამორიცხული ან/და ლიცენზირებული ფართობები. უქმდება ხე-ტყის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის წესი და ტყის მიჩენის წესით სარგებლობა, თუმცა, არსებული ინარჩუნებს ძალას მათი ვადის ამოწურვამდე. ლიცენზირებას ანაცვლებს ზემოთ ხსენებული მეურნეობების შექმნა, რაც საუკეთესო ევროპული პრაქტიკაა.

თავის მხრივ, მეურნეობების აღდგენა მეტყევეთა და სატყეო საქმის (ტყის მუშები) პროფესიული კადრების გაცილებით მეტ რაოდენობას მოითხოვს. კანონპროექტით სავალდებულო ხდება ტყის მართვაში ასეთი კადრების მონაწილეობა. აღნიშნული გარდა იმისა, რომ გაზრდის დასაქმებულთა რაოდენობას, იმავდროულად გამოიწვევს მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციას.

სავალდებულო ხდება ტყის მართვის 10 წლიანი გეგმების მიხედვით ტყით სარგებლობა, მოვლა და აღდგენა. შესაბამისად, ტყის ინვენტარიზაციის შედეგად, დამტკიცებული მართვის გეგმები სავალდებულოდ იქნება შესასრულებელი. გარდა ამისა, მკვიდრდება საერთაშორისოდ აღიარებული ტყეების ეროვნული აღრიცხვის სისტემა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში და გამართული საერთაშორისო ანგარიშგების განხორციელებაში.

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა! – დაღუპულია 22 ადამიანი

უკრაინაში თვითმფრინავი ჩამოვარდა! – დაღუპულია 22 ადამიანი

6 years ago
“კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების” – ლევან რატიანი

“ლეტალობის მაჩვენებელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალია“ – ლევან რატიანი

5 years ago
არც ერთი დანგრეული შენობა და არც ერთი გარდაცვლილი – როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ქალაქი ერზინი

არც ერთი დანგრეული შენობა და არც ერთი გარდაცვლილი – როგორ გადაურჩა დამანგრეველ მიწისძვრას ქალაქი ერზინი

3 years ago
,,თამაშსა და ცხოვრებაში ლელოს დადება დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა“ – ლევან ხიზანიშვილი

,,თამაშსა და ცხოვრებაში ლელოს დადება დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა“ – ლევან ხიზანიშვილი

9 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by