სიგარეტი გაძვირდა.ამის შესახებ “ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს ინფორმაციას. როგორც ცნობილია, სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ 50 თეთრით გაიზარდა.
მაგალითად, ერთ კოლოფ „ვინსტონზე” ფასი 4.30 ლარიდან 4.80 ლარამდე გაიზარდა. ასევე 50 თეთრით არის გაძვირებული ”ქემელი”, რომლის ფასმა 4 ლარიდან 4.50 ლარამდე მოიმატა; კოლოფი „მაგნას“ ფასი კი 4.20 ლარია, მაშინ როცა რამდენიმე დღის წინ 3.70 ლარი ღირდა.












