2016-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.
2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი გარდაიცვალა. ხოლო 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებს ამ დროისთვის განცხადებები არ გაუკეთებიათ.













