დღეის მდგომარეობით ფიქსირდება წითელას 335 შემთხვევა და მკვეთრად მატულობს დღეების მიხედვით. ეს რაოდენობა საკმარისია, რომ მოხდეს დეფინიცია- ეს არის ეპიდაფეთქება“- ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.
წითელას შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 20-დან 40 წალამდე ასაკის პოპულაციაში გვხვდება. მიზეზად კი, 90-იან წლებში იმუნიზაციის არასათანადო მოცვა სახელდება.
დღეისთვის, სავარაუდოდ, 200 ათასი ადამიანი არის წითელას იმუნიტეტის გარეშე, უმეტესად ეს არის საშუალო ასაკის პირები, რომლებშიც დაავადება განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ვაქცინაციის დროულად ჩატარებისკენ მოუწოდებს.