სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი დღეს განახლდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სამინისტრო აქტიურად დააკვირდება სკოლებში არსებულ ვითარებას და საფრთხის შემთხვევაში კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. მანამდე კი, ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში დეზინფექციის სამუშაოები ჩატარდა.
ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა გრიპის ვირუსის შემთხვევების გამო, ერთი კვირით გადაიდო. 21 იანვრამდე სწავლა გადაიდო რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაშიც.