• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ახალგაზრდა ადვოკატები“ – პასუხისმგებლობა პარლამენტზეა, „მოსამართლე“ სალანძღავი სიტყვა არ უნდა გახდეს

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
„ახალგაზრდა ადვოკატები“ – პასუხისმგებლობა პარლამენტზეა, „მოსამართლე“ სალანძღავი სიტყვა არ უნდა გახდეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უაღრესად კრიტიკულად აფასებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირების პოლიტიკურმა და სამართლებრივმა მხარემ განსაკუთრებული ზიანი მოუტანა საქართველოს სასამართლოს რეპუტაციას, მოსამართლის მიმართ ნდობას, შელახა მართლმსაჯულების სისტემაში, ბოლო წლებში ხელშესახები რეფორმის შედეგები და საზოგადოება სასამართლოს მიმართ განაწყო ანტაგონისტურად.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, საქართველოს უზენაესს სასამართლოს ახალი წევრებით დაკომპლექტების საკითხზე, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტს ეკისრება. მიმდინარეობს საუბარი კანონში არსებული ხარვეზის აღმოფხვრაზე, რომლის მიზანია საკასაციო სასამართლოში მოსამართლედ შერჩევისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესება და კანდიდატთა ნომინირების წესი. რასაკვირველია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უნდა აკმაყოფილებდეს არამხოლოდ პროფესიონალიზმის ყველა მოთხოვნას, არამედ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მისი პიროვნული რეპუტაციის მიმართ გამოკვეთილი დამოკიდებულება. ახალ კრიტერიუმებზე დისკუსია უნდა მოხდეს საზოგადოების ყველა ჯგუფის აქტიური ჩართულობით, რაც დღეს არ მიმდინარეობს და პროცესი უნდა გახდეს უკიდურესად გამჭვირვალე, რაც ასევე არ არის მიღწეული. ახალი კრიტერიუმების დანერგვის პროცესში, როგორც საქართველოს პარლამენტს, ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უნდა ესმოდეს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა საზოგადოების ფართო მხარდაჭერის გარეშე, შეუძლებელია, იქნება უშედეგო და კიდევ უფრო მეტად შელახავს ნდობას სასამართლოს საქმიანობის მიმართ.

„ახალაგზრდა ადვოკატების“ შეფასებით, მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების უმთავრეს პრინციპს და შესაბამისად, მოსამართლის უზენაეს ვალდებულებას. მართლმსაჯულების წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ასევე, საზოგადოების ნდობა, ვინაიდან საზოგადოების ნდობა არის მოსამართლის ლეგიტიმურობის საფუძველი და მისი უფლებამოსილების წყარო. განვითარებული მოვლენებით უდავოა, რომ სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს მიმართ, საზოგადოების დამოკიდებულება და ნდობა მნიშვნელოვნად შეილახა. საზოგადოებას დღეს არ გააჩნია განცდა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა ობიექტური კრიტერიუმებისა და დემოკრატიული პროცედურების დაცვით მოხდება. მმართველი პოლიტიკური გუნდის დაპირებები – არასაკმარისია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა და არასაპარლამენტო პარტიების მოსაზრებები – პოლიტიკური კონტექსტით მოწოდებული, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციის პოზიცია კი – სამართლიანი, მაგრამ კონფრონტაციული.

სასამართლო ხელისუფლებას სრული დამოუკიდებლობისთვის არამხოლოდ სწორი გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, არამედ საზოგადოების ლეგიტიმაცია და ნდობა. 2004-2012 წლებში, რეფორმირებულმა სასამართლომ პრინციპულ, საჯარო ინტერესების მქონე საქმეებზე მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებით, თავი შეირცხვინა. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირდაპირმა და ირიბმა გავლენამ, მოსამართლეების რეპუტაცია საჯაროდ შელახა. სისტემაში ჩამოყალიბდა გავლენის სფეროები და სასამართლო გახდა შერჩევითი მართლმსაჯულების ადგილი. მხარეთა თანასწორუფლებიანობა და ადვოკატის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, გავლენას ვერ ახდენდა ობიექტური გადაწყვეტილებების დადგომაში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, თავის არეართ საჯარო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ  2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარი მოტივაცია, მათ შორის ერთპარტიული დემოკრატიის სასამართლო ხელისუფლებაში დასრულების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი, თუმცა ყველა პრობლემის სათავე, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებაშიც, შესაძლებელია განპირობებული იყოს იმ ფაქტორებით, როდესაც არ მომხდარა მძიმე მემკვიდრეობის სამართლებრივი შეფასება, პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილება, სასამართლო ხელისუფლებისთვის მისი ძირითადი ფუნქციის დაბრუნება და სამართლიანობის აღქმის საზოგადოებრივი მოთხოვნების უზრუნველყოფა.

ამიტომაც, დღეს მნიშვნელოვანია, ამ პროცესში პროფესიული საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მოხდეს და საქართველოს სასამართლო სისტემაში ყველა გამოწვევა გადაწყდეს საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესი დაცვით. საგნობრივი დისკუსიის წარმართვა, სავალდებულოა, მოხდეს მართლმსაჯულების განმახორციელებელი თანასწორუფლებიანი მხარეების – მოსამართლეთა კორპუსის, საადვოკატო საზოგადოებისა და პროკურატურის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით და მონაწილეობით.

 

 

 

 

 

Tags: "ახალგაზრდა ადვოკატები": „მნიშვნელოვანიასასამართლო სისტემა
Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026
ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ
ახალი ამბები

ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილს გიგა ავალიანის საქმეზე ბრალი წარედგინათ

08/06/2026
მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს
ახალი ამბები

მეუღლის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

07/23/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

საინტერესო

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიელი მოწამის დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 22 მარტს 40 სებასტიელი მოწამის დღეს აღნიშნავს

7 years ago

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

12 years ago
2015 წლის ქართული სპორტის მნიშვნელოვანი მოვლენები

#NBAVOTE Zaza Pachulia – ,,ოლ სტარის” სასტარტო ხუთეულების შერჩევაზე ხმის მიცემა დაიწყო

10 years ago
„ინფორმაციას მოსალოდნელი მორიგი წმენდის შესახებ ფლობს ყველა ჟურნალისტი“ – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია: „თუ ჟურნალისტები არღვევდნენ კანონს, ეს მათთვის ვინმეს უნდა ეთქვა“

9 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by