• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს სჭირდება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა.

დონალდ ტუსკმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ძალისხმევას ქვეყანაში არსებული სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად.

აღინიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ივლისის თვეში ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საერთაშოროსო კონფერენციაში, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ – ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება.

სალომე ზურაბიშვილმა დონალდ ტუსკს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისათვის, ევოპულ ინსტიტუციას კი, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის.

როგორც მედიისათვის გაკეთებული ერთობლივი განცხადებებისას სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ეს საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია, რომლებიც ამჟამად დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც ძალაშია ჩემი არჩევის შემდეგ.

,,მსურს ხაზი გავუსვა, იმას, რომ ჩემი არჩევა ევროპის მხარდაჭერის გამოხატულება იყო; ჩემი ევროპული წარსულის, რომელმაც, ასევე არცთუ მცირე როლი ითამაშა არჩევნებში ჩემს წარმატებაში.

საქართველომ განსაზღვრა ევროკავშირში ინტეგრაცია, როგორც მისი განვითარების ერთერთი ცენტრალური პერსპექტივა.

წელს ჩვენ ვზეიმობთ მრავალ საიუბილეო წლისთავს. 15 წელია მას შემდეგ, რაც სქართველო შეუერთდა „სამეზობლოს“, მას შემდეგ, რაც ჩვენ გვითხრეს, რომ ეს თითქმის შეუძლებელი იყო; 10 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ შევუერთდით პარტნიორობას; 5 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება; და, როგორც მე ვიხუმრე, მაგრამ ეს არ იყო ბოლომდე ხუმრობა – ყოველ ხუთ წელიწადში ჩვენ რაღაც უფრო მეტი უნდა მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ. რამდენადაც ჩვენ რეალისტები ვართ, ვიცით, რომ ამჟამად ევროკავშირი დგას სერიოზული კითხვების წინაშე და გარკვეული პასუხები, რომლებსაც ჩვენ ველოდებით, შესაძლოა, დაუყოვნებლივ, დღესვე არ იყოს მიღებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე მიმართულებით შევანელებთ თანამშრომლობასა და მუშაობას.

ჩვენ ვაპირებთ ვიზეიმოთ აღმოსავლეთის პარტნიორობა თქვენთან ერთად და, ასევე, ვგეგმავთ და ვფიქრობთ გვქონდეს ძალიან მნიშვნელვანი შეხვედრა ბათუმში, რადგან ეს იქნება დრო, რომ გადავხედოთ, რას მივაღწიეთ და ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, და ვიფიქროთ, როგორ მოვახდინოთ გასული წლების მიღწევების კონსოლიდირება, მაგრამ, ასევე, დავიწყოთ ფიქრი ჩვენი პარტნიორობის ახალ პოლიტიკურ შინაარსითა და, ჩვენს სხვა ასოცირებულ წევრებთან, რეგიონთან ერთად – უამრავი მიმდინარე მოვლენაა ჩვენს რეგიონში, კავკასიაში, შავ ზღვაზე და გვჭირდება, რომ შავი ზღვა კვლავ ვაქციოთ თანამშრომლობის საშუალებად, ევროკავშირისა და ჩვენი კავკასიის რეგიონის დასაკავშირებლად, რომ ეს იყოს დამატებითი ფაქტორი სტაბილურობისთვის და არა დაუცველობისათვის.

საქართველოს ევროპული წარსული არის ნამდვილად გზა, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას, გააძლიერებს დემოკრატიულ განვითარებას რეგიონში და განაგრძობს ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

მინდა, განსაკუთრებით, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს იმ გამორჩეული როლისთვის, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა არ არის გადაჭარბებული, ის ნამდვილად ცენტრალურ როლს ასრულებს, რადგან ის არის ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ამ ძალიან მგრძნობიარე საოკუპაციო ხაზზე და ის უზრუნველყოფს უსაფრთხოების შეგრძნებას ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრრები მოსახლეობისთვის და ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ განვაგრძოთ ამ ახალი ინიციტივის განვითარება, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ვფიქრობ, რომ ჩვენ, ასევე გვჭირდება საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად შეთანხმებული და ძლიერი ჩართულობა – ევროკავშირის და არა მხოლოდ, რათა მივაგნოთ კონფლიქტის ახლებურ მშვიდობიან გადაწყვეტას.

ყველა მიმართულებით, ვფირობ, ორივე მხარეს, თქვენც და ჩვენც გვჭორდება, ვიფიქროთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ახალ ვითარებაზე.

დაბოლოს, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვიქნები ხშირი სტუმარი ბრიუსელში. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თანახმა ხართ დაესწროთ კონფერენციას ბათუმში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორების მაღალი დონის წარმომადგენლობა და ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტუსკმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უცვლელ მხარდაჭერას.

,,ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა განსაკუთრებული და შორსმიმავალია.

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორია და 2017 წლის მარტში, უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, 300 ათასზე მეტმა ქართველმა ისარგებლა ამ რეჟიმით.

დღეს ჩვენს შეხვედრაზე მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ვალდებულება, რომ გააძლიეროს ჩვენი თანამშრომლობა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.
შეთანხმებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს და მას აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველოს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური მდგრადობა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ლატვიური წარმოების თევზის შპროტი ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში აღმოჩნდა

12 years ago
გამყრელიძე: “დაგვჭირდება ბუსტერ, ანუ მესამე დოზა მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ”

12 წლის ზემოთ მოზარდების აცრასა და ე.წ. ბუსტერ დოზების გაკეთებაზე კონსენსუსამდე მივედით – გამყრელიძე

5 years ago
ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

13 years ago
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად პარიზის მერია 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

8 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by