საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 25-29 იანვარს სამუშაო ვიზიტით ესპანეთის სამეფოს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ესპანეთის სამეფოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კერძოდ, საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანი შეხვდება ესპანელ კოლეგას, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამშრომლობის და ევროკავშირის მინისტრს ჯოზეფ ბორელს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრები მედიასთან ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე-მარლასკას.
გაიმართება შეხვედრა ესპანეთის სენატის თავმჯდომარესთან პიო გარსია ესკუდეროსთან და კონგრესის ევროკავშირის შერეული კომისიის თავმჯდომარესთან სორაია როდრიგეზ რამოსსთან და კონგრესის წევრებთან.
დავით ზალკალიანი ასევე შეხვდება ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.














