„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ბესელიას აზრით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვის წესი 2024 წლამდე არ უნდა იყოს გამოყენებული და მოსამართლეთა დანიშვა იქამდე უნდა შეჩერდეს, ვიდრე რეფორმა არ განხორციელდება.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის პოზიცია დადებითია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და პროცესის გაჯანსაღება გარედან მოხდეს“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ბესელია იმასაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ერთ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს შესაძლებელი და პარლამენტმა მოსამართლის ათ პოზიციაზე არა 10-კაციანი სია, არამედ 20 ან 30-კაციანი სია მიიღოს და შემდგომში გაფილტროს.