საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, დავით სოლომონია ბრაზილიის გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრს, ვაგნერ დე კამპოს როზარიოს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბრაზილიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატში.
შეხვედრაზე გამჭვირვალობისა და კონტროლის მინისტრმა საქართველოსთან მჭირდო პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.