• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა-ექსპერტი დანაშაულის გახშირების მიზეზებზე საუბრობს

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მძიმე კრიმინოგენული მდგომარეობა-ექსპერტი დანაშაულის გახშირების მიზეზებზე საუბრობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თუ ცოტა ხნით მაინც მიადევნებთ თვალს საინფორმაციო გამოშვებებს ტელევიზორში ან სიახლეებს, რომელიც სოციალური ქსელით ვრცელდება, დარწმუნდებით, რომ ჩვენს ქვეყანაში დანაშაულებრივმა ქმედებებმა და მისმა სასტიკმა ფორმებმა საგრძნობლად მოიმატა.  ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, გატაცება, ფულის გამოძალვა- ეს იმ კანონდარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყოველდღიურად შუქდება მედიის მხრიდან მთელი სიმძაფრით და ემოციურობით . რეალობაც საკმაოდ მძაფრია.

ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული წელი შეაფასა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კრიმინალის მაჩვენებელმა ჩვენს ქვეყანაში 2018 წელს 58 %-ით მოიმატა, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი 19 %-ით შემცირდა და მხოლოდ 34 %-ს შეადგენს.

როგორია კრიმინოგენული ვითარება ჩვენს ქვეყანაში, რაზე მეტყველებს  ციფრები და უფრო მნიშვნელოვანი, რა ფაქტორებით შეიძლება აიხსნას დანაშაულის ასეთი რეკორდული ზრდა ბოლო პერიოდში, სწორედ ამით დაინტერესდა თბილისი თაიმსი. სტატისტიკური მონაცემები გაანალიზა და კრიმინალის ზრდის საფუძვლებზე  ექსპერტმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში  ამირან სალუქვაძემ ისაუბრა.

–შსს სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს კრიმინალის მაჩვენებელი 58 % –ით გაიზარდა. როგორ შეაფასებთ ამ მაჩვენებელს და რა ფაქტორებით შეიძლება იყოს განპირობებული კრიმინალის ზრდა ?

კრიმინალის, უფრო სწორად, ჩადენილი დანაშაულების რიცხოვნობის ზრდა, მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ფაქტორის გამო.  პირველი ფაქტორი, რამაც კრიმინალის ზრდა გამოიწვია, იყო ამნისტია, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განხორციელდა და, ძალიან მოკლე ვადაში, პატიმართა რიცხვი 24 ათასიდან 9 ათასამდე შემცირდა. ამავე დროს მოხდა კანონმდებლობის შერბილება, შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და სხვა. ჩემი ვარაუდით, კრიმინალის მატებაზე, სერიოზული გავლენა უნდა მოეხდინა პრეზიდენტის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ კონვეირულ შეწყალებებს. 4 წლის მანძილზე შეწყალებული იქნა 3500-მდე მსჯავრდებული, რაც, თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, საკმაოდ დიდი ციფრია და სასამართლოს ჩანაცვლება უფროა, ვიდრე შეწყალების გონივრული პრაქტიკა. სამწუხაროდ ეს პროცესი საზოგადოებისთვის დაფარულია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შევეხე ამ საკითხს სოციალური ქსელის მეშვეობით, კოლეგების, მედიის და საზოგადოების ინტერესი ვერ დაიმსახურა. იმედია მოქმედი პრეზიდენტი ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შესაძლოა მოქმედებს ამ კრიმინოგენულ ვითარებაზე, ესაა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე, ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლის მიზანია ოპერატიული და სამძებრო საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ნებისმიერი სპეციალისტი დაადასტურებს, რომ ამ სფეროების ერთმანეთში აღრევა სერიოზული სისტემური ხარვეზი იყო. მაგალითად, 2005 წელს დამტკიცებული ინსტრუქციის თანახმად სამსახურებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა დაევალა. ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. უბნის ინსპექტორების რეფორმირება. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, აუცილებლად გამოიღებს პოზიტიურ შედეგს. რეფორმების პროცესში კი ყოველთვისაა მოსალოდნელი ეფექტიანობის კლება, რადგან ხდება სტრუქტურების რეორგანიზაცია, ფუნქციების გამიჯვნა და სისტემის ცალკეული კომპონენტების ამუშავება ახალი ამოცანების შესაბამისად. უნდა დაველოდოთ შედეგებს და დავაკვირდეთ ტენდენციებს.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, დანაშაულების მატება მიუთითებს შსს–ში არსებული პრობლემების შესახებ და ეს პრობლემები ღიად უნდა დავაფიქსიროთ. ამავე დროს, გამოქვეყნებული სტატისტიკა მეტყველებს, რომ სამართალდამცავი უწყება არ მალავს არსებულ ვითარებას და გახსნილია საზოგადოებასთან. თუმცა, საზოგადოებას პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოება სჭირდება.

თუ გვსურს ჩავწვდეთ პრობლემების არსს, არ შეიძლება შს სამინისტროს მუშაობის შეფასება მხოლოდ ჯამური ციფრებით. მნიშვნელოვანია დეტალურად განვიხილოთ გამოქვეყნებული სტატისტიკა, თუ რა ტიპის დანაშაულების მატებასთან გვაქვს საქმე.

2017 წელთან შედარებით შემცირებულია მძიმე დანაშაულები. კერძოდ, შემცირებულია განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ყაჩაღობა, ძარცვა. განზრახ მკვლელობა კი მომატებულია 2 შემთხვევით (67/69). მომატებულია ოჯახური ძალადობის, გაუპატიურების და ქურდობის ფაქტები, რისი მიზეზები, ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებთან ერთად, ცალკე ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, გასაანალიზებელია რომელ ასაკობრივ ჯგუფებზე მოდის ქურდობის და წვრილმანი დანაშაულების ფაქტები. როგორც ცხრილში ვხედავთ, საკმაოდაა მომატებული 14 წლამდე და 14-დან 18 წლამდე ასაკის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რაც აისახება ჯამურ მონაცემებზე. მიზეზად კი მხოლოდ შსს–ში არსებულ პრობლემებს არ განვიხილავდი. გასათვალისწინებელია არასრულწლოვანთა მიმართ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, ასევე არასრულწლოვნებთან პროფილაქტიკური სამუშაოების არაეფექტიანობაც.

ყველა შემთხვევაში, ციფრები ციფრებია და როგორც არ უნდა წარმოვადგინოთ, გაზრდილი მაჩვენებლები საზოგადოების უარყოფით განცდებს იწვევს. მოსახლეობას მარტივად შეუძლია თავად გაანალიზოს სამინისტროს ვებ საიტზე განთავსებული სტატისტიკური მონაცემები. თუმცა, უმჯობესია, უწყებამ მოახდინოს მოსახლეობის უკეთ ინფორმირება და განმარტება.

–კრიმინალის ზრდის პარალელურად შემცირდა დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და ის 34, 4 %-ს შეადგენს. რას ფიქრობთ ამაზე და როგორ შეაფასებთ სამართალდამცავების მუშაობის ეფექტურობას გასულ წელს ?

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მცდელობა (19-108 და 19-109) – ამ დანაშაულების გახსნა საკმაოდ მაღალია, – 65, 80, 68 და 88% შესაბამისად. რაც შეეხება ამავე ბლოკის, ანუ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გახსნის სტატისტიკას აგდებს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტების გახსნის დაბალი მაჩვენებელი 0,2%. საქმე იმაშია, რომ 2116 დანაშაულიდან 1676, დაახლოებით 4/5, სწორედ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე მოდის. ამ მუხლით ჩადენილმა ან დარეგისტრირებულმა დანაშაულებმა დაახლოებით 3-ჯერ იმატა საანგარიშო პერიოდში. მათი გახსნის ძალზედ დაბალი მაჩვენებელი კი მთლიან სურათზე აისახება, რადგან გამოთვლა საშუალო არითმეტიკულით ხდება.

იგივე სიტუაციაა ჯანმრთელბოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებათა მიმართებაში. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე, მძიმე დაზიანების, ასევე ოჯახური ძალადობის ფაქტების გახსნა საკმაოდ მაღალია, – 62, 77 და 62% შესაბამისად. დაბალია „ნაკლებად მძიმე დაზიანების“ და „სხვა დანარჩენის“ გახსნის მაჩვენებელი, – 31 და 32% შესაბამისად, რაც ამ ბლოკის საერთო მაჩვენებელს 46%-მდე ამცირებს. თუმცა, იგივე მაჩვენებლების გახსნა 2017-ში გაცილებით მაღალი იყო.

თაღლითობების გახსნის დაბალ პროცენტს ვერ ავხსნი. უნდა ინახოს ხომ არაა რაიმე ახალი სქემები, ახალი ტიპის დანაშაულები. როგორც ვიცით, კრიმინალი ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა, უფრო კრეატიულად მოაზროვნეა. სამართალდამცავებს კი უწევთ ამ ახალი სქემების გაშიფრვა და ყოველთვის მდევრის როლშია. რაც შეეხება ქურდობის ფაქტებს, წინა წელთან შედარებით მცირედით შემცირებულია, თუმცა ორჯერაა შემცირებული გახსნის მაჩვენებელი, რაც დამაფიქრებელი და გასაანალიზებელია. საინტერესო იქნება უწყების განმარტება.

–ბოლო პერიოდში გახშირდა არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობები და ყაჩაღობები. ამის შესახებ აქტიურად წერს სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. რატომ იმატა მსგავსი ტიპის დანაშაულებმა და რა უნდა გაკეთდეს ამის თავიდან ასაცილებლად ?

ეს ტენდენცია საზოგადოების და სამართალდამცავი უწყებების ერთერთი სერიოზული გამოწვევაა. უკვე ვისაუბრეთ ლიბერალურ კანონმდებლობაზე. თუმცა კანონმდებლობის გამკაცრება და არასრულწლოვნებით ციხეების გავსება არ მოიტანს სასურველ შედეგს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა დანაშაულების ჩამდენი ბავშვები სწორ გზაზე დავაყენოთ და ზრდის ტენდენცია მაინც შევაჩეროთ საწყის ეტაპზე, შემდგომში კი მინიმუმამდე დავიყვანოთ.

ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არასრულწლოვანთა გარკვეული ნაწილი უკვე ჩამოყალიბდა კრიმინალად და ცხოვრების წესის შეცვლას აღარ აპირებენ. ამიტომ კანონმდებლობის გარკვეულწილად გამკაცრების გზით წასვლა მოგვიწევს. ჩვენი საზოგადოება ძალიან ზედაპირული გახდა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კარგად დაუფიქრდება და გაანალიზებს ამ პრობლემას, დაინახავს, რომ არასრულწოვანთა პრობლემები არ შეიძლება მხოლოდ სამართალდამცავებს, ან მხოლოდ სკოლას ან ოჯახს დავაბრალოთ. ეს კომპლექსურად მოსაგვარებელი პრობლემაა.

როცა რაიმეს გავაფუჭებთ, მისი შედეგები ბაბუას ნაჭამი ტყემალივითაა. გავაუქმეთ არასრულწლოვანთა ინსპექცია, ბავშვთა სპეციალიზირებული ოთახები, უბნის ინსპექტორებს ყველაფერი ჩამოვკიდეთ, რისი ჩამოკიდებაც შეიძლებოდა, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკები არაფერს აკეთებენ, მიზანმიმართულად არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია არ ხდება და ა.შ.  ამ ყველაფერს დავამატოთ ეკონომიკური სიდუხჭირე და სოციალური პრობლემები, სკოლა, რომელიც თავისი მიდგომებით ჩარჩენილია წინა საუკუნეში და ვერც განათლების გაუმჯობესებას, ვერც მენტალობის შეცვლას უზრუნველყოფს.

რა უნდა გაკეთდეს? ღრმად უნდა გაანალიზდეს პრობლემები. მოხდეს ზემოთხსენებული ლიბერალური კანონმდებლობის გადახედვა. მოქმედი შსს მინისტრის ინიციატივით შექმნილი ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი კი ახორციელებს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს და მათი უფლებების დაცვას, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს დანაშაულთა პროფილაქტიკას. შესაბამისად, შსს-ში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, ამ საკითხზე განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს.

მოკლედ, ამ პრომლემის გადაჭრისათვის მთელი საზოგადოების და სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურების გააზრებული და ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.

ნათელია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ძალიან სერიოზული პრობლემები და გამოწვევებია, რაც სიღრმისეულ და კვალიფიციურ ანალიზს მოითხოვს. ამავე დროს, არის მთელი რიგი მიმართულებები, რომლებსაც უწყება წარმატებით ართმევს თავს. ასევე, არის პრობლემები, მ.შ. არასრულწლოვანთა კუთხით, რომელთა მოგვარებას მხოლოდ შსს ვერ შესძლებს და როგორც აღვნიშნე, სხვა სტრუქტურების, მ.შ. საზოგადოების პასუხისმგებლობაც უნდა გამოიკვეთოს. ასევე მნიშვნელოვანია შს სამინისტროში დაწყებული რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება და ამ რეფორმების დროული საკანონმდებლო მხარდაჭერა.

ანა ურუშაძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

„ალ-ჯაზირა“ – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა

„ალ-ჯაზირა“ – აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, სავარაუდოდ, თავი აიფეთქა

7 years ago
ბიძინა ივანიშვილი: “ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში”

ბიძინა ივანიშვილი: “ირაკლი ალასანიას პრობლემები ჰქონდა მენეჯმეტში”

12 years ago
დისტრიბუტორთა ასოციაცია: როდიდან იმუშავებს სადისტიბუციო მანქანები ღამის საათებში უცნობია

დისტრიბუტორთა ასოციაცია: როდიდან იმუშავებს სადისტიბუციო მანქანები ღამის საათებში უცნობია

9 years ago
“ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული”

“ეს საზარელი ტერაქტი არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ იყო მიმართული”

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by