• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თბილისის მერმა 2019-2020 წლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების პრეზენტაცია გამართა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მერმა 2019-2020 წლებში დაგეგმილი მასშტაბური პროექტების პრეზენტაცია გამართა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა, რომელსაც 2019-2020 წლებში თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. საშუალო და მცირე ზომის პროექტების განხორციელება კი, თბილისის რაიონების გამგეობების მიერ იგეგმება.

კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოებას, დეპუტატებს, მერიისა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს გულშემატკივრობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი მუშაობის ყოველდღიური რუტინა ეს არის ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა იმისკენ, რასაც ევროპული, თანამედროვე, მოწესრიგებული, კომფორტული და უსაფრთხო ქალაქი ჰქვია. პრობლემები, რომელსაც ვებრძვით, გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა. ეს არის სამი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი საკითხები, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. რა თქმა უნდა, ერთი ხელის მოსმით ყველა იმ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, რომელიც დღეს გვაწუხებს, თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარე წელს დედაქალაქის მერია მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მოწყობის სამუშაოებს იწყებს, რომლის ღირებულება 18 მილიონი ლარია.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ ვითარდება. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელების შედეგად, გვექნება სრულიად ახალი გზა, რომლის მშენებლობაზე ტენდერს ძალიან მალე გამოვაცხადებთ. სამუშაოები 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად დასრულდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მიმდინარე წელს განსახორციელებელი შემდეგი პროექტი გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გზაგამტარის რეაბილიტაციაა, რომლის ღირებულება 3 800 000 ლარია; ასევე, იგეგმება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ახალი საქალაქო პარკის მოწყობა, რომლის ღირებულება 11 620 192 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.

„შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დიღმის ჭალების ტერიტორიის მოწესრიგებაა. ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა უნდა გააკეთოს მუნიციპალიტეტმა და მოსახლეობამ, რათა არსებული მდგომარეობა გამოვასწოროთ. გარკვეული რეგულაციები უკვე შემოვიღეთ, გავამკაცრეთ მიდგომა სამშენებლო მიმართულებით. ასევე, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე სივრცეების შექმნას. არცერთი სამშენებლო ნებართვა არ გაცემულა ჩვენი მხრიდან მწვანე სივრცეების, სპორტული მოედნების ხარჯზე და ა.შ. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ ბევრი მწვანე სივრცე შევქმნათ, გავუფრთხილდეთ და მოვაწესრიგოთ უკვე არსებული სივრცეები. გენერალურ გეგმაშიც გაწერილია, რომ აუცილებელია, საქალაქო პარკების მშენებლობა. დიღმის ჭალების ტერიტორიაზე პარკის მოწყობის პროექტი უკვე არსებობს და უახლოეს დღეებში, მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას გამოვაცხადებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს განსახორციელებელ პროექტებში, სოფელ დიღომში წყალარინების ქსელის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოებიც შედის, რომლის ღირებულება 3 000 000 ლარია; 2019 წელს ასევე, განხორციელდება მუხიანის აგარაკებზე წყალარინების ქსელის ეტაპობრივი მოწყობის სამუშაოები. პროექტის ღირებულება ამ შემთხვევაში, 1 900 000 ლარია.

„სოფელ დიღომში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რადგან წყალარინების არანაირი ქსელი არ არსებობს. შარშან ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი. იგივე მდგომარეობა გვაქვს მუხიანის აგარაკებზე, სადაც ასევე, არ არის საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ვერ მოეწყობა მანამ, სანამ ეს პროექტი არ განხორციელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური 2019 წელს სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ არსებული გვირაბის რეაბილიტაციასაც ჩაატარებს, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა ავტოსატრანსპორტო გასასვლელის რეაბილიტაციაზე კი, 1.3 მილიონი დაიხარჯება.

რაც შეეხება კახეთის გზატკეცილის სრულ რეაბილიტაციას, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე – 45 000 000 ლარი, გარე განათების ქსელის მოწყობაზე – 7 000 000 ლარი, ხოლო მწვანე სივრცეების მოწყობაზე – 7 085 489 ლარი დაიხარჯება; მონუმენტის – „ადამიანი და მზე“ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ღირებულება 3 553 970 ლარია. აღნიშნული პროექტიც მიმდინარე წელს განხორციელდება.

„ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირველ ეტაპზე, მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლების მოწესრიგება დავიწყეთ. ყველანაირი საკომუნიკაციო ქსელი უკვე შეცვლილია. საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, რომლის ფარგლებში, მთლიანად განახლდება მწვანე საფარი და განათების ქსელი. რაც შეეხება მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიას, ანალოგიური მიდგომა გვაქვს – მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათება, შეიქმნება ხელოვნური ტბა და საბოლოო ჯამში, ქალაქში საკმაოდ ლამაზი სივრცე გაჩნდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მიმდინარე წელს ასევე, იგეგმება ჭავჭავაძის გამზირის (13 000 000 ლარი), ვეკუა-ხიზანიშვილისა (10 000 000 ლარი) და კანდელაკის (1 600 000 ლარი) ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

„მსხვილ სარეაბილიტაციო პროექტებს შორისაა კანდელაკის ქუჩა. ვგეგმავთ აღნიშნული ქუჩის სრულ რეაბილიტაციას თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ასევე, მსხვილ საგზაო პროექტებს შორისაა გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ეს არის გლდანის ორი ცენტრალური ქუჩა, რომელიც დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ქუჩების მოწესრიგებას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. დაგეგმილი გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების მიმართულებით, არასახარბიელო მდგომარეობაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციები და გარე განათების სისტემა. ასევე ვგეგმავთ, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის შექმნას იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში ყველაზე სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2019 წელს განხორციელდება ასევე, ვეტერანთა, დასვენებისა და კულტურის პარკის (კიკვიძე) სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება 4 900 000 ლარია.

„მიმდინარე წელს ამ პარკის სრულ რეაბილიტაციას ვაპირებთ, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. აღნიშნული პარკის რეაბილიტაცია იმ პროექტების ფარგლებში ტარდება, რომელიც მწვანე სივრცეების შექმნასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. აქ გვაქვს ორი მიმართულება: პირველი – არსებულის მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა და მეორე – ახალი საქალაქო პარკებისა და სკვერების მშენებლობა, რასაც გამგეობები ძალიან მაღალ დონეზე ასრულებენ. სამუშაოების ფარგლებში, მოხდება პარკის სრული რეაბილიტაცია, შეიქმნება ახალი სივრცეები ბავშვებისთვის, მოეწყობა ამფითეატრი და ველობილიკი. ამ და ყველა სხვა საქალაქო პარკში მოეწყობა სპორტული ზონა – ტრენაჟორები, რომლით სარგებლობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციის მიმართულებით, მიმდინარე წელს 4 000 000 ლარი დაიხარჯება.

„ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვარქმევთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ოთხი მილიონი ლარია. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია.

„ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ბაგებიდან საბურთალოს მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს შეუწყობს ხელს და ზოგადად, არსებულ მდგომარეობას განტვირთავს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

2019-2020 წლებში ასევე, იგეგმება დიდი დიღმისა (12 000 000 ლარი) და ვარკეთილის (12 000 000 ლარი) მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა.

„სხვადასხვა რაიონში მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა ჩვენს წინასაარჩევნო დაპირებაში შედიოდა. რა თქმა უნდა, ამ დაპირებას შევასრულებთ. შარშან, ერთი კომპლექსი თემქაზე უკვე გაიხსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. წელს ვიწყებთ ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას დიდ დიღომში და ვარკეთილში. ეს არის მულტიფუნქციური ცენტრები, სადაც იქნება თავმოყრილი სპორტის ყველა სახეობა, საცურაო აუზი, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკა. ანალოგიურ პროექტებს სხვადასხვა რაიონში ისევ წარმოვადგენთ, რომელთა განხორციელებასაც მომავალ წელს დავიწყებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გზაგამყოფი კუნძულების მოწესრიგების მიმართულებით, მიმდინარე წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 753 773 ლარი დაიხარჯება; იგეგმება ასევე, ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა, რომლის ღირებულება 2 700 000 ლარია.

„გასულ წელს გზაგამყოფების მოწესრიგება დავიწყეთ, რომლებიც ძირითადად, ქვაფენილით იყო დაფარული. მოსახლეობის მხრიდან ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ადგილი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მწვანე სივრცეები შევქნათ. გასულ წელს ასევე, დაიწყო ვაშლიჯვრის გზაგამტარის მშენებლობა. მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე განხორციელებულია. უახლოეს მომავალში კი, პროექტი მთლიანად დასრულდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გამოყენება გახდება შესაძლებელი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მშრალი ხიდისა და ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომლის ღირებულება 9 900 000 ლარია.

„ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია, მათ შორის, დედაენის ბაღის. გვინდა, არსებული მდგომარეობა მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ. მწვანე სივრცეებს, რომელიც დედაენის ბაღში სავალალო მდგომარეობაშია, მოწესრიგება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ამ ტერიტორიაზე ტურისტული თვალსაზრისით, ინტერესი საკმაოდ დიდია. ამასთან, ორბელიანის მოედნის სრული რეაბილიტაციაც უახლოეს მომავალში დასრულდება და ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში იქნება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

2019-2020 წლებში მოხდება ფიროსმანისა (50 000 000 ლარი) და გუდიაშვილი-ფურცელაძის (45 000 000 ლარი) ქუჩების რეაბილიტაციაც.

„ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია საკმაოდ მსხვილი პროექტია, რომელიც ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს ყველაფერი მოწესრიგდება. აქაც ანალოგიური მიდგომა გვაქვს. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, არსებული მდგომარეობა მთლიანად გვინდა მოვაწესრიგოთ და გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ, პროცესში ბიზნესიც ჩაერთვება. რაც შეეხება გუდიაშვილი-ფურცელაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ესეც მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც 2020 წელს დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გორგასალის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის გასწვრივ არსებული ტერიტორიის მოწესრიგებაზე, მიმდინარე წელს 110 000 000 ლარი დაიხარჯება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გვინდა, რომ მოვაწყოთ საავტომობილო გვირაბი, გვირაბის ზემოთ კი, მწვანე სივრცე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის იქნება განკუთვნილი. ისტორიულ ადგილზე, დაახლოებით, 10 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება და მოწესრიგდება. ასევე, გვინდა საფეხმავლო ხიდის მშენებლობა, რომელიც პირდაპირ მეტროსადგურ „ავლაბართან“ გადავა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

პრეზენტაციის დასასრულს, დედაქალაქის მერმა საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მომავალი პროექტების განხორციელების პროცესში მათი თანადგომის იმედი გამოთქვა.

„ეს ყველაფერი გვაძლევს სტიმულს, რომ ღირსეულად ვემსახუროთ თბილისელებს და ყველა გამოწვევას ვუპასუხოთ. ამ ყველაფერში საზოგადოების თანადგომის, ჩართულობის დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, მე მარტო არ ვარ და ჩემს უკან ძალიან დიდი გუნდი დგას, რომელსაც მერიის თანამშრომლები ჰქვია. ის ყველაფერი, რომლის განხორციელებაც 2018 წელს მოვახერხეთ, თითოეული ჩემი თანაგუნდელის დამსახურებაა. მინდა, მათ იმ საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვართ მსახურები – ვემსახურებით თბილისსა და თბილისელებს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მასშტაბური პროექტების პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„არ შემიძლია საქართველოში თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო“ – გია ცერცვაძე

10 years ago
„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“-რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვამ, შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები

„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“-რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვამ, შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები

8 years ago

 “ბავშვთა უკეთესი მომავლისთვის სამართლებრივი გარანტიების შესაქმნელად ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა”

8 years ago
კახეთში გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი ეროვნულ გამოცდაზე იპოვეს – გულისამაჩუყებელი ისტორია

კახეთში გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი ეროვნულ გამოცდაზე იპოვეს – გულისამაჩუყებელი ისტორია

3 years ago

ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ხატიაშვილი ამავე სოფლის მკვიდრია. ადგილობრივების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026
  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by