• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მამუკა ბახტაძე – ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანაა ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
მამუკა ბახტაძე: “სამინიტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩვენი ამოცანაა, რომ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ, დავასრულოთ ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა რეგიონი ვითარდებოდეს თანაბრად, ხოლო ინფრასტრუქტურა და სერვისებზე წვდომა ყველა რეგიონში იყოს მინიმუმ იმ ხარისხისა და დონის, როგორიც ჩვენ გვაქვს სხვა დიდ ქალაქებში.

ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რეგიონული განვითარება ყოველთვის გახლდათ განსაკუთრებული პრიორიტეტი და ეს ყველაზე კარგად აისახება ბიუჯეტის ციფრებსა და პარამეტრებში. 2012 წელთან შედარებით, ფაქტობრივად, გავასამმაგეთ ბიუჯეტი ამ მიმართულებით, ხოლო შარშანდელთან შედარებით, 20 პროცენტით გავზარდეთ 2019 წლის ბიუჯეტი ჩვენი რეგიონებისთვის, მათი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და 2019 წელს იგი დაახლოებით ორ მილიარდ ლარს შეადგენს.

ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია რეგიონულ ინფრასტრუქტურაში ნიშნავს დამატებით სიცოცხლეს რეგიონებისთვის, ნიშნავს დამატებით შესაძლებლობებს მოქალაქეებისთვის. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლავთ ინკლუზიური – ისეთი ტიპის ზრდა, რომელიც შეეხება ყველა მოქალაქეს. ეს მიიღწევა მხოლოდ სწორი და თანაბარი რეგიონული განვითარებით“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტში გაორმაგებულია განათლების ინფრასტრუქტურის ინვესტიციები.

„რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდება 2019 წელს საქართველოს ყველა კუთხეში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ რეფორმისა, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სისტემაში. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები, როგორიცაა წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, ბევრი ქალაქისა თუ სოფლისთვის ახალი გზების მშენებლობა და ა.შ.

უზომოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკომისიამ დაამტკიცა ახალი ტრანსევროპული სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროგრამები და მასში საქართველოს აქვს ძალიან დიდი ადგილი და როლი. ეს არის უდიდესი გამარჯვება. მსურს კიდევ ერთხელ ყველას მივულოცო ეს წარმატება. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, შევძლებთ განვავითაროთ საქართველოში ჩვენი ინფრასტრუქტურა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო კიდევ უფრო უკეთესად იქნება ინტეგრირებული ევროპულ სატრანსპორტო სისტემებთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული განვითარება საქართველოში, როგორც 2019 წელს, ისე მომდევნო წლებში, იქნება მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი.

„ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ 2022 წლის ჩათვლით შევძლოთ, დავასრულოთ საქართველოში ყველა ძირითადი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. რა თქმა უნდა, ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ პროექტები, თავისი საინჟინრო გადაწყვეტილებებით, უფრო და უფრო რთული, კომპლექსური ხდება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს დონორებს, პარტნიორებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ, პროექტები ხარისხიანად და შესაბამის ვადებში დაასრულონ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას, მის გუნდს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ყველა თანამშრომელს. 2018 წელი იყო წარმატებული და დარწმუნებული ვარ, 2019 წელი გამოდგება კიდევ უფრო წარმატებული საქართველოსთვის. ეს იქნება წელი, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი ძალიან მაღალია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, აქცენტები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით 2019 წლის ბიუჯეტში ჩადო, სრულად პასუხობს ეროვნულ ინტერესებს და იმ გამოწვევებს, რომლებიც ქართულ ეკონომიკაშია

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მითითება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მითითება შესაძლოა სავალდებულო გახდეს

9 years ago
მუდრიკი: “ავტოგოლი? მცველი რომ არა, კარს დოვბიკი გახვრეტდა”

მუდრიკი: “ავტოგოლი? მცველი რომ არა, კარს დოვბიკი გახვრეტდა”

2 years ago
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დაკარგული მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა

შსს-მ 201 აბი “ექსტაზი” ამოიღო

11 years ago
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

ადამიანები არიან განწირულნი ცუდი სამუშაო პირობებისთვის – ომბუდსმენი

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by