Archive for აპრილი, 2020

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ გაიმართება

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო მაისის ბოლოს დაგეგმილი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ონლაინ გაიმართება. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი 30 და 31 მაისს ფეისბუქმისამართზე გაიმართება. მათივე ცნობით, უშუალოდ თბილისის წიგნის 22-ე საერთაშორისო ფესტივალი კი, საშემოდგომოდ გადაიდო და 2020 წლის 24-27 სექტემბერს კვლავაც ტრადიციულ ადგილას, ექსპო ჯორჯიაში გაიმართება. Please[სრულად…]

საგანგებო ზომების შემსუბუქება დიდი რისკია, მოგიწოდებთ დარჩით სახლში — ცერცვაძე

საგანგებო ზომების შემსუბუქება დიდი რისკია, მოგიწოდებთ დარჩით სახლში — ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული ზომების შემსუბუქება დიდი რისკია. ამ თემაზე მან TV პირველის ეთერში ისაუბრა და საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. “ძალიან დიდი რისკია ამ საგანგებო ზომების შემსუბუქება, ძალიან საპასუხისმგებლოა. ერთი მხრივ, ყველა ხვდება, რომ რაც უფრო მკაცრია საგანგებო ზომები, მით უფრო ეფექტურად შეჩერდება ეპიდემია,[სრულად…]

თბილისში მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს — საქსტატი

თბილისში მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს — საქსტატი

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის 59 პროცენტი კი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს. საქსტატის დათვლით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3,72 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0,2 პროცენტით ნაკლებია. 2019 წელს იყო დადებითი ბუნებრივი მატება (1 637) და[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 22-ით გაიზარდა და 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. ინფორმაციისთვის, 539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. Please follow and like[სრულად…]

რა (დის)კომფორტი აქვს დისტანციურ  მუშაობას

რა (დის)კომფორტი აქვს დისტანციურ  მუშაობას

დღეს ადამიანები ვალდებულნი ვართ, ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების დაცვისთვის, საკუთარი სახლებიდან ვიმუშაოთ. თუმცა, ეს პროცესი ყველასთვის თანაბრად სასიამოვნო არ არის. სხვადასხვა მახასიათებლის გათვალისწინებით, ეს მოვლენა ინდივიდურია. არსებული რეალობის გათვალისწინებით და დისტანციური მუშაობის ვალდებულებიდან გამომდინარე, აღმოჩნდა, რომ მუშაობის ამ სტილს აქვს როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მახასიათებლები. რა არის დისტანციური მუშაობის[სრულად…]

ტურიზმი დისტანციურად – კრიზისი ტურიზმის სფეროში

ტურიზმი დისტანციურად – კრიზისი ტურიზმის სფეროში

როგორც ვიცით, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად ეყრდნობა ტურიზმს. ეს არის სფერო, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, შეჩერებულია. მსოფლიოში ჩაკეტილია საზღვრები; ძირითადად, აკრძალულია მიმოსვლა და სახელმწიფოები მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან. როგორ არის შესაძლებელი, საქართველო გაუმკლავდეს შესაბამის დაბრკოლებას და არსებული კრიზისული სიტუაციიდან ნაკლები ზარალით გამოვიდეს? „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე ესაუბრა. როგორ შეაფასებთ,[სრულად…]

დღეიდან ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა ისევ აიკრძალა

დღეიდან ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა ისევ აიკრძალა

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი – ქვეყნის 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა დღეიდან ისევ იკრძალება. ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი ვადა მათთვის, ვისაც ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნება სურდა, გუშინ საღამოს 21:00 საათზე ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ორშაბათს ამოქმედდა, შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით, უკვე სრულადაა დაშვებული მანქანების გადაადგილება და[სრულად…]

დღეიდან თბილისში მცხოვრებლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას სპეციალური საშვებით შეძლებენ

დღეიდან თბილისში მცხოვრებლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას სპეციალური საშვებით შეძლებენ

საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, დღეიდან თბილისში მცხოვრებლები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას სპეციალური საშვებით შეძლებენ. ეს შესაძლებელი მხოლოდ დილის 06:00-დან 08:00-საათამდე, საღამოს, კი 18:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ნებადართული. სპეციალურ საშვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს. მოქალაქეებმა, ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე, ნებართვის მისაღები ფორმა უნდა შეავსონ,[სრულად…]

A laboratory worker places a test tube containing a patient's sample into a box during coronavirus detection tests in the virology research labs at UZ Leuven university hospital in Leuven, Belgium, on Friday, Feb. 28, 2020. China has kick-started a clinical trial to speedily test a drug for the novel coronavirus infection as the nation rushes therapies for those afflicted and scours for vaccines to protect the rest. Photographer: Geert Vanden Wijngaert/Bloomberg via Getty Images

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმში – 5153 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 549 ადამიანი რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. Please follow and[სრულად…]

სოფელში დააბრუნებულები და პანდემია-ორი ამბავი

სოფელში დააბრუნებულები და პანდემია-ორი ამბავი

დღეს არის რეალობა, რომელშიც ადამიანებს სიმშვიდედ მიაჩნიათ გარემო, სადაც მდინარე მორაკრაკებს, გლეხი მიწას ამუშავებს და ირგვლივ ახლახან აყვავებული მცენარეების სურნელი დგას. ანუ, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი დაუბრუნდა სოფელს და დაუბრუნდა მიწის დამუშავებას. ვიცით, რომ საქართველო ცნობილია საკუთარი ნოყიერი მიწითა და, ზოგადად, მიწათმოქმედებით. როგორც იტყვიან, ყველამ საკუთარი საქმე უნდა აკეთოს. ჰოდა,[სრულად…]

სავარაუდო მიზეზები, რის გამოც საქართველოში პანდემია შედარებით სუსტად ვრცელდება

სავარაუდო მიზეზები, რის გამოც საქართველოში პანდემია შედარებით სუსტად ვრცელდება

როგორც მთელს მსოფლიოშია ცნობილი, საქართველო აქტიურად დაუპირისპირდა პანდემიას და მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქვეყანამ ნაკლები ზარალი ნახოს. უცხოური მედიისთვის საინტერესოა და ის დაინტერესებულია, თუ როგორც შეძლო, არცთუ ისე, ძლიერი ჯანდაცვისა და ეკონომიკის, პატარა ქვეყანამ, რომ ასე ღირსეულად აღდგომოდა წინ ამ ვირუსს. დღემდე ამის შესახებ არაერთი იდეა ვრცელდება.[სრულად…]

ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ – რა ვითარებაა მარნეულში

ფერმერებს მოსავალი უფუჭდებათ – რა ვითარებაა მარნეულში

ამ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომ ფერმერებს აღებული მოსავლის რეალიზებაში დაეხმაროს. გლობალური ვირუსი იმ პერიოდს დაემთხვა, როცა ჩვენს ქვეყანაში ფერმერები მალფუჭებადი ბოსტნეულის აღებით არიან დაკავებულები. ჩვეულებრივ, ამ წარმოებას ისინი ყოველთვის მომგებიან ფასად ყიდდნენ, დღეს კი ისეთი რეალობაა, როცა მოსავლის დალპობას ბევრად ჯობს, ის გარკვეულ ფასად გაიყიდოს. სწორედ[სრულად…]

დასახელდა თარიღი, თუ როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში

დასახელდა თარიღი, თუ როდის დასრულდება პანდემია საქართველოსა და მსოფლიოში

სინგაპურის ტექნოლოგიების და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს. კვლევა მათ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მსოფლიო მონაცემებს შორის საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღიც მოხვდა. კერძოდ, ამ კვლევის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97%-იანი ალბათობით 2020 წლის 6 ივნისს დასრულდება, 99%-იანი ალბათობით 2020 წლის 25 ივნისს, 100%-იანი ალბათობით კი, ქვეყანაში პანდემია 2020 წლის[სრულად…]

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511 -მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 511 -მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 14 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 511 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 156 პაციენტი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5085 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558. Please follow and like[სრულად…]

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 149 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149 მოქალაქე. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ექვსი პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილიასაქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4833, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. Please follow and like us:

ლევან დავითაშვილი – საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ყველა იფუნქციონირებს

ლევან დავითაშვილი – საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ ყველა იფუნქციონირებს

ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა უმრავლესი მათგანი ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ იფუნქციონირებს ყველა ის ბაზარი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, ან მიჩვეული ვართ, რომ მუშაობდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა[სრულად…]

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 139 გამოჯანმრთელდა

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 139 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 485 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 139 მოქალაქე. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ექვსი პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522 პირი. Please follow and like us:

პაატა იმნაძე – მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ  და  ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით – არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს

პაატა იმნაძე – მარტო ტესტების იმედზე რომ ვიყოთ  და  ბევრი პაციენტი გვეპარებოდეს, საქართველოს საავადმყოფოები სავსე იქნება პაციენტებით – არც ერთი მაჩვენებლით ქვეყანაში ფართო გავრცელება არ გვაქვს

ჩვენ რომ ახლა მარტო ტესტების იმედზე ვიყოთ და ჩვენ რომ გვეპარებოდეს ბევრი პაციენტი, დღეს საქართველოს საავადმყოფოები უკვე სავსე იქნება პაციენტებით , – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. იმნაძის თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი მაჩვენებლით, კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქს, რის გამოსაკვლევადაც ტესტირებების გარდა, სხვა[სრულად…]

პატრიარქი – ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

პატრიარქი – ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია დიდ გასაჭირშია, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა. პატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა. „ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებული კვირაცხოვლობის სახელზე,[სრულად…]

2020/04/26 რელიგია
ილია მეორე – მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს

ილია მეორე – მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს

გაზიარება ყველაფერი კორონავირუსზე საზოგადოება 26.04.2020 / 13:25 ილია მეორე – მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო[სრულად…]

2020/04/26 რელიგია
რით არის დაკავშირებული  პანდემია ოჯახში ძალადობის ფაქტების კლებასთან

რით არის დაკავშირებული  პანდემია ოჯახში ძალადობის ფაქტების კლებასთან

ცოტახნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დანაშაულის რიცხვი, მათ შორის, ოჯახში ძალადობუს ფაქტები, შემცირდა. პანდემიის ფონზე ადამიანები ერთ სივრცეში გაცილებით დიდ დროს ატარებენ – როგორ უკავშირდება ეს მოცემულობა იმ ფაქტს, რომ შემცირდა დანაშაულის სტატისტიკა? ამასთან დაკავშირებით „თბილისი თაიმსს“ იურისტი, ვალერი გელბახიანი ესაუბრა. „ოჯახში ძალადობა[სრულად…]

ტურისტული კომპანია ‘’გოუ ტური’’  საკუთარ მომხმარებლებს ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერებს სთავაზობს

ტურისტული კომპანია ‘’გოუ ტური’’ საკუთარ მომხმარებლებს ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერებს სთავაზობს

ტურისტულმა კომპანია ‘’გოუ ტურმა’’ ქართულ ტურისტულ ბაზარზე, მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ფასდაკლების სასაჩუქრე ვაუჩერები. საუბარია 50, 100 და 200 ლარიან ვაუჩერებზე, რომელთა შეძენა შესაძლებელია, შესაბამისად – 30, 50 და 80 ლარად. როგორც კომპანია ‘’გოუ ტურის’’ დირექტორმა, ნინო წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაუჩერების შეძენა შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული ფორმით.[სრულად…]

საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

საქართველოში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. კერძოდ, გახარიას თქმით, რაღაც პერიოდით სავალდებულო ხდება ქვეყანაში: სოციალური დისტანცირების დადგენილი წესების დაცვა;საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება;იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა;დისტანციური მუშაობის გაგრძელება,[სრულად…]

გიორგი გახარია – სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება

გიორგი გახარია – სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამდე არ განახლდება

სკოლებში სწავლა პირველ სექტემბრამე არ განახლდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, სასწავლო რეჟიმი მიმდნარეობს ნორმალურად და აკადემიური წლის გამოცხადება არ იგეგმება. „სწავლა სკოლებში არ განახლდება პირველ სექტემბრამდე, მაგრამ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სასწავლო რეჟიმი მიმდინარეობს ნორმალურად“, – განაცხადა პრემიერმა.  Please follow and like us:

მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

მთავრობა უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ რეგისტრირებულნი დასაქმებულად. „ყველა[სრულად…]

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად აღდგება

ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა 27 აპრილიდან სრულად აღდგება

27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა​, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. ასევე, სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. პრემიერის თქმით, 27 აპრილიდან ასევე სრულად დაუშვებენ მსუბუქი ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილებას. „სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ასევე ტაქსების ოპერირება. სრულად იქნება დაშვებული ონლაინვაჭრობა. საბითუმო[სრულად…]

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება 27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას,[სრულად…]

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, თვეში 200 ლარს მიიღებენ

გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე ე.წ. ზრუნვის პაკეტი წარმოადგინა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მინიმუმი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის შესაბამისია და რაც გამომდინარეობს ეკონომიკის სიმცირიდან. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, დახმარების სახით 6 თვის განმავლობაში 1200 ლარს, თვეში 200 ლარს მიიღებენ. ამ დახმარებით სარგებლობას დაახლოებით[სრულად…]

როდიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს – ამინდის პროგნოზი

ცნობილია, რომ გაზაფხული არაპროგნოზირებადი დღეებითა და მოულოდნელი ტემპერატურებით ხასიათდება. წელსაც რთულია, ვივარაუდოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ „თბილისი თაიმსს“ სინოპტიკოსი, დოდო გვაზავა ესაუბრა. „შედარებით გრილი ამინდი შენარჩუნდება 25 აპრილის ჩათვლით. საქართველოს უმეტეს რაიონში არის მოსალოდნელი, დროგამოშვებით, წვიმები. მაგალითად, ხვალ, დღის პირველ ნახევარში იწვიმებს, დღის მეორე ნახევარში კი ამინდი[სრულად…]

კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება

კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ფიზიკური პირებისთვის 2 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათას ლარამდე მცირდება

კარანტინის ან/და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტის მიხედვით, კარანტინის ან/და იზოლაციის წესების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარით განისაზღვრება. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.[სრულად…]