ახალი ამბები Archives - TTimes.GE

ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხე-ფარეხას მონაკვეთზე საკონსერვო ქარხანასთან ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.

The post ახალციხეში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს appeared first on TTimes.GE.

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების ,,ტინდერისა“ და ,,ფეისბუქის” ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმევდნენ ფულს და პირად ნივთებს.

მათივე ცნობით, დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“- წერია ინფორმაციაში.

The post ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა appeared first on TTimes.GE.

ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები
ქობულეთში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო კოლონაში მოძრავი ერთ-ერთი ავტომობილი გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ამ დროისთვის უცნობია, რამდენად მძიმეა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ზუსტ გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.

ინფორმაციას და კადრებს ადგილიდან  გვერდი kobuleTi live ავრცელებს:

The post ქობულეთში, პეტრას ციხესთან ქორწილის მანქანა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები appeared first on TTimes.GE.

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
გადაცემა „შენი ამბის“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საქმის ირგვლივ არსებულ სიახლეებზე საუბრობს.

„მეგობრებო, ვიცი, რომ დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობაც, რომ დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

აუცილებლად გაგიზიარებთ ყველა სიახლეს, რაზეც საუბრის უფლება და შესაძლებლობაც მექნება.

ჩემ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადამოწმებულია. არც გადაცემებში ვსაუბრობ დაუდასტურებელი ვარაუდებით და არც ისეთ ინფორმაციას ვასაჯაროებ, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ინტერესებს ან საქმის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს. პირიქით, სოფოსთან პირველი გადაცემის შემდეგ მომზადებული თითოეული ეპიზოდი მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების წარმოჩენასა და გამოძიებისთვის ხელშეწყობას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც ჩემს კრიტიკას დიდ დროს უთმობს და ამით საკუთარ კონტენტსაც აძლიერებს, ამ საქმეზე დაუფიქრებლად არაფერს ვამბობ. ემოციას პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვერ დავაყენებ. საკმარისი გამოცდილება მაქვს იმის გასააზრებლად, რა, სად და როდის უნდა ითქვას.

ჩემს გადაცემებში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია ადვოკატთან შეთანხმებით ქვეყნდება, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები და საზოგადოებას მივაწოდოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თუ ჩემი კრიტიკა ან ლანძღვა ვინმეს ეგოს აკმაყოფილებს, ეს მათი არჩევანია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის მთავარი არა “ვიღაცებთან“ დაპირისპირება, არამედ სიმართლის პოვნაა! ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

რაც შეეხება აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, საჭიროდ ჩავთვალე, სოფოს სწორედ იქ, მოძალადის თანდასწრებით ესაუბრა იმ ჯოჯოხეთურ ყოფაზე, რასაც შვილთან ერთად წლების განმავლობაში გადიოდა.

იქ და იმ მომენტში ორივე მხარე ბევრად უფრო კარგად გამოჩნდა.

სოფო რთულ მდგომარეობაში კი არ ჩავაყენე, პირიქით, მაქსიმალურად ვეცადე, საბოლოოდ დაეძლია შიში. რთული იყო, მაგრამ მან ეს შეძლო. ვიცოდი, რომ შეძლებდა.

სტუდიაში, ცალმხრივად ამ ყველაფერზე საუბარი მაინც არ იქნებოდა მისთვის კომფორტული და არც სწორად მიმაჩნდა.

ამიტომ ჩავთვალე, რომ ამის გასაჯაროების დრო და ადგილი იყო იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროულიც და აუცილებელიც.

ამით გამოძიებასაც გავუგზავნე საჭირო მესიჯი.

რაც შეეხება სიახლეებს; ამ ეტაპზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და საქმეზე მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული.

რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა მქონდა. მათ მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ასევე ვაგრძელებ ადვოკატთან ერთად მათთან თანამშრომლობას.

მივიღეთ დაპირება, რომ ყველა საჭირო მოქმედება ჩატარდება. ამ ეტაპზე ნდობის საფუძველსაც ვხედავ, რადგან ვიცი, რა ფორმით განახლდა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ამ წუთასაც მუშაობა.

მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც საქმე სრულყოფილად და დროულად იქნება შესწავლილი და სიმართლე დადგინდება.

ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთანაც. ამ პროცესში უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ მიღებულ ინფორმაციას გამოძიებას ვაწვდით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მიზანია სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვაკვირდები პროცესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.

მადლობა ყველას ნდობისთვის, თანადგომისა და მოთმინებისთვის. როგორც კი მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად მოგაწვდით.

და ბოლოს, მინდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, ელენე და ტარიელი მარტო ბევრს ვერ შევძლებდით თქვენი ჩართულობისა და თანადგომის გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს!“ – წერს ჟურნალისტი.

The post „საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში appeared first on TTimes.GE.

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე.

ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამოტრიალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და მაშველები.

The post „მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა…“ – ავარია მარნეული-სადახლოს გზაზე appeared first on TTimes.GE.

საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა
ისტორიული წარმატება მალაიზიაში — ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა!

ქართული სილამაზის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება  მალაიზიაში გამართულ პრესტიჟულ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა გამარჯვება მოიპოვა.

კონკურსის გრანდიოზული ფინალი 24 ოქტომბერს, მალაიზიის ქალაქ პენანგში გაიმართა.

ღონისძიებაში მსოფლიოს 37 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

,,მე ეს შევძელი! მე გავიმარჯვე! დღეს ჩემი გული სავსეა სიხარულით, სიამაყითა და უსაზღვრო მადლიერებით! კიდევ ერთხელ წარვადგინე ჩემი ხუთჯვრიანი საქართველო მსოფლიოს წინაშე და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ Miss Asia Global 2026! თითოეული ნაბიჯი, თითოეული სირთულე და ცრემლი დღეს ამ ბედნიერებად იქცა.“

The post საქართველოს წარმომადგენელი, ანი სტეფანიშვილი Miss Asia Global 2026-ის გამარჯვებული გახდა appeared first on TTimes.GE.

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს.

ლაშა ბექაური გამოკვლევების ჩასატარებლად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩაფრინდა, სადაც დადგინდა, რომ ქართველ ფალავანს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება.

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით! 3 თვეში შევძლებ დაბრუნებას! მადლობა სრულიად საქართველოს გვერდში დგომისთვის! თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერია! მიყვარხართ!“, – წერს ბექაური.

The post „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური appeared first on TTimes.GE.

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა appeared first on TTimes.GE.

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი“ ავრცელებს.

„დღეს ჩვენი ბაღისთვის ძალიან მძიმე და სევდიანი დღეა. პატარა ანგელოზო, ნაადრევად დაგვტოვე და გულებში დიდი ტკივილი დაგვიტოვე! ნათელში იყოს შენი პატარა სული, ზეციურო ანგელოზი“, – წერენ სოციალურ ქსელში ქუთაისის ბაგა-ბაღების გვერდზე.

The post ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა appeared first on TTimes.GE.

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია
28 ოქტომბერს ბარაქის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. ბარაქის ღვთისმშობელი – ეს სახელი, ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა…

ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი. როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც.

ერთხელ, დიდი გვალვის დროს, როგორც კი ხატის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.

ლოცვა ხატისათვის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა პურთათვის სიუხვის მომნიჭებელისა

ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლოცვა ყანობირთათვის

უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბამად შეჰქმენ შენ ცაი და ქუეყანაი და ცაი შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათისთვის შენ მხოლოისა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაი შეამკევ მდელოითა თივითა და ფერად-ფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყვავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.

და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელით შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა, კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა, და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

The post ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია appeared first on TTimes.GE.