სამართალი Archives - TTimes.GE

ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის და ძარცვის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ორგანიზებას უწევდნენ, ხელმძღვანელობდნენ და მონაწილეობდნენ ძალადობით და იარაღის გამოყენებით ჯგუფურ მოქმედებებში. დაჯგუფების წევრებს შემუშავებული ჰქონდათ მოქალაქეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და მათგან მატერიალური სარგებლის მიღების გეგმა. მათ მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, დაჯგუფების წევრები სოციალური ქსელების ,,ტინდერისა“ და ,,ფეისბუქის” ყალბი პროფილების გამოყენებით, სხვადასხვა ქალის სახელით, უკავშირდებოდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს და გაცნობის მიზნით შეხვედრებს უთქვამდნენ. ადგილზე მისულ პირებს კი, სასტიკად უსწორდებოდნენ. სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, იარაღის დემონსტრირებით ართმევდნენ ფულს და პირად ნივთებს.

მათივე ცნობით, დაზარალებულთა ცემასა და შეურაცხყოფას იღებდნენ ვიდეო-კამერით, რასაც შემდგომ ტვირთავდნენ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე. დაჯგუფების წევრები ძალადობრივი ჩანაწერების დემონსტრირებით მოქალაქეებს მათ მიერ შექმნილი ძალადობრივი არხების განსავითარებლად თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ.

„დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით; 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და 181 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვა და გამოძალვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“- წერია ინფორმაციაში.

The post ქალის ყალბი პროფილებით, კაცებს პაემანს უნიშნავდნენ და შემდეგ თავს ესხმოდნენ – 7 პირს ბრალდება წარედგინა appeared first on TTimes.GE.

„საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
გადაცემა „შენი ამბის“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და საქმის ირგვლივ არსებულ სიახლეებზე საუბრობს.

„მეგობრებო, ვიცი, რომ დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს გურამ დადიანიძის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

კარგად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პასუხისმგებლობაც, რომ დროულად მოგაწოდოთ ინფორმაცია.

აუცილებლად გაგიზიარებთ ყველა სიახლეს, რაზეც საუბრის უფლება და შესაძლებლობაც მექნება.

ჩემ მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია გადამოწმებულია. არც გადაცემებში ვსაუბრობ დაუდასტურებელი ვარაუდებით და არც ისეთ ინფორმაციას ვასაჯაროებ, რომელმაც შესაძლოა გამოძიების ინტერესებს ან საქმის მიმდინარეობას ხელი შეუშალოს. პირიქით, სოფოსთან პირველი გადაცემის შემდეგ მომზადებული თითოეული ეპიზოდი მიზნად ისახავდა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების წარმოჩენასა და გამოძიებისთვის ხელშეწყობას.

კიდევ ერთხელ ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც ჩემს კრიტიკას დიდ დროს უთმობს და ამით საკუთარ კონტენტსაც აძლიერებს, ამ საქმეზე დაუფიქრებლად არაფერს ვამბობ. ემოციას პროფესიულ პასუხისმგებლობაზე მაღლა ვერ დავაყენებ. საკმარისი გამოცდილება მაქვს იმის გასააზრებლად, რა, სად და როდის უნდა ითქვას.

ჩემს გადაცემებში გაჟღერებული ყველა ინფორმაცია ადვოკატთან შეთანხმებით ქვეყნდება, რათა არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები და საზოგადოებას მივაწოდოთ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

თუ ჩემი კრიტიკა ან ლანძღვა ვინმეს ეგოს აკმაყოფილებს, ეს მათი არჩევანია. მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ, რადგან ჩემთვის მთავარი არა “ვიღაცებთან“ დაპირისპირება, არამედ სიმართლის პოვნაა! ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

რაც შეეხება აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, საჭიროდ ჩავთვალე, სოფოს სწორედ იქ, მოძალადის თანდასწრებით ესაუბრა იმ ჯოჯოხეთურ ყოფაზე, რასაც შვილთან ერთად წლების განმავლობაში გადიოდა.

იქ და იმ მომენტში ორივე მხარე ბევრად უფრო კარგად გამოჩნდა.

სოფო რთულ მდგომარეობაში კი არ ჩავაყენე, პირიქით, მაქსიმალურად ვეცადე, საბოლოოდ დაეძლია შიში. რთული იყო, მაგრამ მან ეს შეძლო. ვიცოდი, რომ შეძლებდა.

სტუდიაში, ცალმხრივად ამ ყველაფერზე საუბარი მაინც არ იქნებოდა მისთვის კომფორტული და არც სწორად მიმაჩნდა.

ამიტომ ჩავთვალე, რომ ამის გასაჯაროების დრო და ადგილი იყო იქ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროულიც და აუცილებელიც.

ამით გამოძიებასაც გავუგზავნე საჭირო მესიჯი.

რაც შეეხება სიახლეებს; ამ ეტაპზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები და საქმეზე მხოლოდ ერთი კონკრეტული გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული.

რამდენიმე დღის წინ გამომძიებლებთან რამდენიმესაათიანი შეხვედრა მქონდა. მათ მივაწოდე ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ასევე ვაგრძელებ ადვოკატთან ერთად მათთან თანამშრომლობას.

მივიღეთ დაპირება, რომ ყველა საჭირო მოქმედება ჩატარდება. ამ ეტაპზე ნდობის საფუძველსაც ვხედავ, რადგან ვიცი, რა ფორმით განახლდა გამოძიება და როგორ მიმდინარეობს ამ წუთასაც მუშაობა.

მინდა მჯეროდეს, რომ ამჯერად მაინც საქმე სრულყოფილად და დროულად იქნება შესწავლილი და სიმართლე დადგინდება.

ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ საქმესთან დაკავშირებულ ადამიანებთანაც. ამ პროცესში უმნიშვნელო დეტალიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ამიტომ მიღებულ ინფორმაციას გამოძიებას ვაწვდით.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავ, ამ საქმეში ჩემი ერთადერთი მიზანია სიმართლის დადგენა და იმის უზრუნველყოფა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაისაჯონ. სწორედ ამიტომ ვაკვირდები პროცესებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით.

მადლობა ყველას ნდობისთვის, თანადგომისა და მოთმინებისთვის. როგორც კი მეტი ინფორმაციის გაზიარების შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად მოგაწვდით.

და ბოლოს, მინდა იცოდეთ, რომ ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. მე, ელენე და ტარიელი მარტო ბევრს ვერ შევძლებდით თქვენი ჩართულობისა და თანადგომის გარეშე. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს!“ – წერს ჟურნალისტი.

The post „საქმეზე ერთი გამომძიებელი აღარ მუშაობს , პროცესში მთელი გუნდია ჩართული….“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში appeared first on TTimes.GE.

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სოფელ ლისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების დროს ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღით გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ცხელ კვალზე, კახეთში, სიღნაღის რაიონში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

The post დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა appeared first on TTimes.GE.

“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები
სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოთ­ში კაც­მა ცოლი მოკ­ლა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლი ქალი ინგა ყა­ლი­ჩა­ვაა, მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი მისი ქმა­რი ზაზა კარ­ბა­ი­აა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ კაც­მა დღეს დი­ლით 112-ში თა­ვად და­რე­კა.

ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო-სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფს სახ­ლში ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ირ­კვე­ვა, ძა­ლოვ­ნებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია და და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთ მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ცოლ-ქმა­რი სახ­ლში მარ­ტო იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ ოთხი შვი­ლი ჰყავთ

და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერთი ვერ­სი­ით, დამ­ნა­შა­ვემ ცოლი ბა­ლი­შით გა­გუ­და, რის შემ­დეგ ოთახ­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი გა­უშ­ვა და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ინ­სცე­ნი­რე­ბა მო­ა­წყო.

“ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, და­ვინ­ტე­რეს­დი ვინ იყო მოკ­ლუ­ლი ქალი, ბაზ­რის ბი­ნებ­ში ვცხოვ­რობ და ცოლ-ქმრის ფოტო რომ ვნა­ხე, ვი­ცა­ნი ისი­ნი. ადრე, დიდი ხნის წინ ჭან­ტუ­რი­ას ქუ­ჩა­ზე ქი­რით ცხოვ­რობ­დნენ. ოთხი შვი­ლი ჰყავთ და სულ ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. მერე გა­და­ვიდ­ნენ სხვა­გან და კარ­გა ხა­ნია არ მი­ნა­ხავს. არ ვიცი ეს უბე­დუ­რე­ბა რა­ტომ დატ­რი­ალ­და, ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, – მი­თხრა ად­გი­ლობ­რივ­მა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

The post “უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები appeared first on TTimes.GE.

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს.

ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

არსებული ცნობით, შემთხვევის დროს არასრულწლოვანი სახლში მამასთან ერთად მარტო იმყოფებოდა, დედა კი სამსახურში იყო. მოზარდმა მომხდარის შესახებ დედას ტელეფონით შეატყობინა, რის შემდეგაც ქალმა პოლიციას მიმართა.

საქმე 15 წლის გოგონას ეხება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 141-ე მუხლით დაიწყო.

The post ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს appeared first on TTimes.GE.

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა.

ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.

თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს.

„პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება“, – აღნიშნა პოპოვმა.

The post მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა appeared first on TTimes.GE.

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე გაიოზ ჩარკვიანს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ. ასევე გაიოზ ჩარკვიანმა მისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.

ასევე, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას.

საზოგადოების კიდევ ერთხელ ინფორმირების მიზნით ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე- საბურთალოს მთავარ სამმართველოში ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, ვახტანგ ჩარკვიანის მამის – გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განახორციელა 3 პირის მიმართ.

გამოძიების პროცესში, როგორც მისი უფლებამონაცვლე, უშუალოდ არის ჩართული გაიოზ ჩარკვიანი, რომელსაც სისტემატურად აქვს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ.

საქმეზე ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაინიშნა და ჩატარდა სამედიცინო, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა სახის ექსპერტიზები, გამოიკითხა ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი დარგის სპეციალისტები და სხვა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) დიაგნოზით, ვახტანგ ჩარკვიანი მოთავსდა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ (ე.წ. „რესპუბლიკური“), სადაც 2021 წლის 12 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდში, მკურნალობას გადიოდა თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 17 აგვისტოს გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შპს „ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის“ თერაპიული განყოფილების უფროსმა – ქეთევან ცერცვაძემ და ამავე განყოფილების ექიმმა – ქეთევან ლობჟანიძემ არაჯეროვნად შეასრულეს სამსახურებრივი მოვალეობა და დაარღვიეს ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის კლინიკური მართვის წესი, რამაც ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია. კერძოდ, 2021 წლის 14 აგვისტოს ისე დაიწყეს პაციენტის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო შემდგომ შეცვალეს, რომ არ განუხორციელებიათ ბაქტერიოლოგიური კვლევა, რაც სავალდებულო იყო შესაბამისი გაიდლაინის მიხედვით.

The post 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს appeared first on TTimes.GE.

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში,  პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ ქალბატონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავე მამაკაცის ვინაობა მალევე დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

The post პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა appeared first on TTimes.GE.

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.

საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში,  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

სამართალდამცავებმა  არასრულწლოვანი  იმავე დღეს დააკავეს და  მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად  10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე  მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით  მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე.

The post “კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა appeared first on TTimes.GE.

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

რო­გორც შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნია იმ­ნა­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

და­კა­ვე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ბე­ბია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ასე­ვე, ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რის “სქ­რი­ნებ­საც” აქ­ვეყ­ნებს.

შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლის მი­მარ­თვას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

“კონ­კრე­ტუ­ლად რო­დის, სად და რა სი­ტყვე­ბით წა­ა­ქე­ზა ნია იმ­ნა­ძემ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმის­თვის?

ათი თვე გა­ვი­და. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ტე­ლე­ფო­ნე­ბი, შეს­წავ­ლი­ლი იყო მი­მო­წე­რე­ბი, და­კი­თხუ­ლი იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა.

ნია არ და­უ­კა­ვე­ბი­ათ. ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში – 16 წლის ბავ­შვის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და უმ­ძი­მე­სი და და­უნ­დო­ბე­ლი სა­ჯა­რო კამ­პა­ნია.

ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და ნიას სა­ხე­ლის სა­ჯა­როდ ტი­რა­ჟი­რე­ბა, ენით აუღ­წე­რე­ლი შე­უ­რა­ცყო­ფა და ცი­ლის­წა­მე­ბა. რო­გორ აცხა­დებ­დნენ მას „მთა­ვარ ფი­გუ­რად“, „წამ­ქე­ზებ­ლად“, ფაქ­ტობ­რი­ვად უკვე დამ­ნა­შა­ვედ – სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, გა­ნა­ჩე­ნამ­დე და ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბამ­დე.

ეკა კუ­პა­ტა­ძის ტკი­ვი­ლი ჩვენ­თვის ყო­ველ­თვის გა­სა­გე­ბი იყო. მან შვი­ლი და­კარ­გა. ჩვენ მთე­ლი გუ­ლით ვწუხ­ვართ გიგა ავა­ლი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და ამ ტრა­გე­დი­ის სიმ­ძი­მე არა­სო­დეს დაგ­ვიკ­ნი­ნე­ბია. პი­რი­ქით ჩუ­მად ვი­ყა­ვით იქამ­დე სა­დამ­დეც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად ქალ­ბა­ტო­ნი ეკას პირ­და­პი­რი მკვლე­ლო­ბის მუ­ქა­რე­ბი­სა რომ სის­ხლს აი­ღებ­და და ყვე­ლას და­ხოც­და.

მაგ­რამ ერთი ოჯა­ხის ენით აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მე­ო­რე ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვის სა­ჯა­როდ გა­ნად­გუ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას, რო­გორც არას­რულ­წლოვ­ნის, რო­გორც ბაშ­ვის, ღირ­სე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია ფეხ­ქვეშ იქნა გა­თე­ლი­ლი.

მის წი­ნა­აღ­მდეგ გაჩ­ნდა ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­ძულ­ვი­ლი, რომ ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბა­სა და სა­სა­მარ­თლოს და­ას­წრო.

16 წლის ბავ­შვი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უკვე გა­ა­სა­მარ­თლა – საქ­მის მა­სა­ლე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე.

წინა პოს­ტში გა­გი­ზი­ა­რეთ ვა­ლე­რი­ან იმ­ნა­ძის მიერ გად­მოგ­ზავ­ნი­ლი სქ­რი­ნე­ბი 34-ე ტო­მი­დან, და რას ვხე­დავთ იქ?

29-30 სექ­ტემ­ბე­რი – თავ­დას­ხმამ­დე.

ეს არის ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლის (SASHKAAA) და ანი ნას­ყი­დაშ­ვი­ლის პი­რა­დი მი­მო­წე­რა.

ნია ამ სა­უ­ბარ­ში სა­ერ­თოდ არ მო­ნა­წი­ლე­ობს.

ალექ­სან­დრე ამ­ბობს:

„ძლივს და­ვა­ჯე­რე რომ არა­ფერს არ ვა­პი­რებ“

შემ­დეგ:

„ანუ ამან არ უნდა გა­ი­გოს არა­ფე­რი “ ვაფ­შე.

„არა­ფე­რი“

ანი:

„მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“

ალექ­სან­დრე ნიას მე­გო­ბარს სთხოვს, ნიას უთხრას, თით­ქოს:

„ვი­თომ პროს­ტა და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვსო იმ მა­თე­მა­ტი­კას“

ამა­ვე სა­უ­ბარ­ში სა­უ­ბა­რია იმა­ზეც, რომ ნიამ რო “ცემა-ტყე­პა გა­ი­გოს ” ალექ­სან­დრეს და­შორ­დე­ბა.

ახლა გთხოვთ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ნი­ა­ზე მო­გის­მე­ნი­ათ, რამ­დე­ნი­მე წუ­თით გვერ­დზე გა­და­დოთ.

უბ­რა­ლოდ წა­ი­კი­თხეთ ეს სი­ტყვე­ბი და და­ფიქ­რდით: თუ ნიამ ალექ­სან­დრე გი­გას ცე­მის­თვის წა­ა­ქე­ზა – რა­ტომ უმა­ლავ­და ალექ­სან­დრე ნიას, რომ ცე­მას აპი­რებ­და?

თუ ნია იყო „წამ­ქე­ზე­ბე­ლი“ – რა­ტომ და­ა­ჯე­რა ალექ­სან­დრემ, რომ არაფ­რის გა­კე­თე­ბას არ აპი­რებ­და?

თუ ნია ითხოვ­და ძა­ლა­დო­ბას – რა­ტომ ეუბ­ნე­ბა მე­გო­ბარს, რომ ნიამ არა­ფე­რი უნდა გა­ი­გოს?

თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნიას სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და – რა­ტომ ფიქ­რობ­დნენ, რომ სი­მარ­თლის გა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნია გაბ­რაზ­დე­ბო­და და შე­საძ­ლოა ალექ­სან­დრეს და­შო­რე­ბო­და?

და რა­ტომ წე­რია თავ­დას­ხმამ­დე: „მა­გას ვერც გა­ი­ფიქ­რებს რო ცემ“?

რას ამ­ბობს კა­ნო­ნი „წა­ქე­ზე­ბა­ზე“? –სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 24-ე მუხ­ლი ამ­ბობს: „წამ­ქე­ზე­ბე­ლია ის, ვინც და­ი­ყო­ლია სხვა პირი გან­ზრა­ხი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად.“

სწო­რედ ამი­ტომ ვსვამთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვას:

სად არის და­ყო­ლი­ე­ბა? – გვაჩ­ვე­ნეთ ნიას სი­ტყვე­ბი.

რა უთხრა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა.

რა და­წე­რა? – გვაჩ­ვე­ნეთ მისი მი­თი­თე­ბა.

რა მოს­თხო­ვა ალექ­სან­დრეს? – ამ მი­მო­წე­რა­ში კი­დევ ერთი რამ გვხვდე­ბა.

ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მონ­სტრად წარ­მო­უდ­გი­ნეს, ამ პი­რად სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ის ისე­თი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც: „ჭი­ან­ჭვე­ლა­საც არ მოკ­ლავს.“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­დის და რა გა­რე­მო­ე­ბა­ში იწე­რე­ბა ეს სი­ტყვე­ბი. ეს არ და­წე­რი­ლა ნიას და­სა­ცა­ვად , არ და­წე­რი­ლა სა­სა­მარ­თლოს­თვის, არ და­წე­რი­ლა და­კა­ვე­ბის შემ­დეგ – ეს იყო პი­რა­დი სა­უ­ბა­რი ტრა­გე­დი­ამ­დე, რო­დე­საც არა­ვის წარ­მოდ­გე­ნაც კი არ ჰქონ­დათ, რა ელო­დათ წინ.

რა შე­იც­ვა­ლა ათი თვის შემ­დეგ?

თუ მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიას და­სა­კა­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობ­და. რა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გაჩ­ნდა ახლა? რა მი­ი­ღეთ ახლა ისე­თი, რაც თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გქონ­დათ?

ჩვენ გვაქვს უფ­ლე­ბა მი­ი­ღოთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი. არა ზო­გა­დი ფრა­ზე­ბი. არა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი. არა ემო­ცია. არა ის, ვინ რამ­დენ­ჯერ მო­ი­თხო­ვა ნიას და­კა­ვე­ბა – მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ჩვენ ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩუ­მად ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ იქცა ჩვე­ნი ოჯა­ხის 16 წლის ბავ­შვი სა­ჯა­რო სა­მიზ­ნედ. ვუ­ყუ­რებ­დით, რო­გორ ხდე­ბო­და მის წი­ნა­აღ­მდეგ უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რად გა­მე­ო­რე­ბა. რო­გორ იქ­მნე­ბო­და მის­გან სას­ტი­კი და ბო­რო­ტი მო­ზარ­დის სახე. რო­გორ ებ­რძო­და ოჯა­ხი არა მხო­ლოდ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, არა­მედ უკვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გა­ნა­ჩენს.

ნია იყო არას­რულ­წლო­ვა­ნი. მა­საც ჰქონ­და და აქვს უფ­ლე­ბე­ბი. მა­საც აქვს ღირ­სე­ბა. მა­საც აქვს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია.

ეკა კუ­პა­ტა­ძეს ჰქონ­და და აქვს სრუ­ლი უფ­ლე­ბა იბ­რძო­ლოს სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის და მო­ი­თხო­ვოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა. მაგ­რამ გი­გას­თვის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მო­თხოვ­ნა ვერ გა­ა­მარ­თლებს ნიას წი­ნას­წარ დამ­ნა­შა­ვედ გა­მო­ცხა­დე­ბას. ეს ორი რამ ერ­თმა­ნეთს არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. გი­გას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა ნიშ­ნავს სი­მარ­თლის დად­გე­ნას. და ნი­ას­თვის ნამ­დვი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაც ზუს­ტად იმა­ვეს ნიშ­ნავს.

და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს კი­თხვა: თუ ნია იმ­ნა­ძე იყო თავ­დას­ხმის წამ­ქე­ზე­ბე­ლი, რა­ტომ უმა­ლავ­და თა­ვად ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი ნიას სა­კუ­თარ რე­ა­ლურ გან­ზრახ­ვას?

16 წლის ბავ­შვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­ხე­ლი, მო­მა­ვა­ლი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნად­გურ­დე­ბა ვა­რა­უ­დით. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი რის­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ტკი­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. ყვე­ლა­ზე ხმა­მაღ­ლა და ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მე­ო­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბაც კი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

ჩვენ არ ვი­თხოვთ არა­ფერს სი­მარ­თლის გარ­და, მხო­ლოდ და მხო­ლოდ სი­მარ­თლეს და არა­ფერ სხვას” – წერს გიგა ავა­ლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ბე­ბია, შო­რე­ნა ბალ­ხა­მიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მი­მო­წე­რის სქ­რი­ნებს აქ­ვეყ­ნებს.

The post ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” appeared first on TTimes.GE.