18 საათის წინ
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს მიმართავს – ყველა შეშფოთებულია ქირურგის, ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო
18 საათის წინ
„ნიუ იორკ თაიმსი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ წერს
20 საათის წინ
გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ პარლამენტში მოსვლისგან, რომ ზედმეტი ექსცესები აირიდონ
21 საათის წინ
ლაშა ტალახაძემ სამი ოქროს მედალი მოიპოვა
21 საათის წინ
ნინო ლომჯარია – პარლამენტის პიკეტირება არ არის კანონიერი, თუმცა ამ უკანონობაზე ის დეპუტატები არიან პასუხისმგებელნი, ვინც პროპროციულ სისტემას მხარი არ დაუჭირეს

ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომადქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა.

ამის შესახებ ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული ტერიტორია და თემქაზე, 22-ე საბავშვო ბაღის წინ ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის განხორციელება შესაბამისი ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან დაახლოებით, 217 000 ლარს გამოყოფს.

Please follow and like us: