• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 8, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად 16 ქალაქში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს

9 years ago
in საზოგადოება
A A
ტარიელ სუარი უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად 16 ქალაქში საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოში საკმაოდ ბევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის არიან ბავშვებიც. ცხადია, ამგვარ პიროვნებებს გვერდში დგომა და სიყვარული ყველაზე მეტად ესაჭიროებათ, განსაკუთრებით კი, თუ საქმე პატარებს ეხებათ.

სამწუხაროდ, საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ასეთი ადამიანების პრობლემებს ყურად არ იღებს.  მაგრამ, არიან გამონაკლისებიც. თუ კეთილ საქმეს ცნობილი ადამიანი აკეთებს, ხალხს თვალში მეტად ხვდება და გამორიცხული არაა ბევრ მათგანსაც იმავეს გაკეთების სურვილი გაუჩნდეს.

„თბილისი თაიმსი“ გიტარისტ, ტარიელ სუარს ესაუბრა. იგი 2016 წლიდან, ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტია და ამგვარი პრობლემის მქონე პატარებისთვის ბევრი კეთილი საქმის გაკეთებას გეგმავს.

ტარიელ სუარიმოგვიყევით როგორ გახდა წარმატებული მუსიკოსი, გიტარისტი უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. ეს რამ განაპირობა? საიდან წამოვიდა იდეა?

– ვინც ერთხელ მაინც შეაბიჯებს 202-ე  სკოლა-პანსიონში, მიხვდება, რატომ გადავწყვიტე ფონდის დაარსება. იგი ჩემი ცხოვრების ყველაზე დადებითი მხარეა.

დადებით მხარეზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმ დღეს, როდესაც პატარა ლუკამ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რამაც ჩემთვის პანსიონის კარი გააღო.   ამ ყველაფერს სათავე სწორედ ყოველივე იქ ნანახმა და განცდილმა დაუდო.

გვიამბეთ უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა–პანსიონისა და ზოგადად ფონდის შესახებ. პანსიონში რამდენი ბენეფიციარია? იქვე ცხოვრობენ თუ როგორც საჯარო სკოლაში, ისე ეუფლებიან განათლებას?

– 202-ე  უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვთა სკოლა პანსიონატი საქართველოში არსებული ერთადერთი საჯარო სკოლაა, რომელიც უსინათლო ბავშვებისთვის შესაბამისი განათლების მიცემაზე ზრუნავს. სკოლაში 50–მდე პატარა სწავლობს , აქედან 20–მდე პანსიონური მომსახურებით სარგებლობს, რაც  კვებასა და 24 საათის განმავლობაში  სპეციალურ მეთვალყურეობას გულისხმობს.

ამ პანსიონის უნიკალურობას განაპირობებს ის, რომ აქ არა მარტო დედაქალაქიდან, არამედ რეგიონებიდან ჩამოსული ბავშვებიც სწავლობენ. ბევრი მათგანისთვის  სწავლა–განათლების პერიოდში სკოლა–პანსიონი მათ საცხოვრებელსაც წარმოადგენს.

ბენეფიციარებს პედაგოგებთან ერთად სპეციალისტები ემსახურებიან.  მათი მომზადება უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვებთან ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებს  მაქსიმალურად შეესაბამება.  განვითარება სხვადასხვა მიმართულებით  ხდება,  ეს არა მარტო აკადემიურ უნარებს, არამედ იმ საყოფაცხოვრებო უნარებსაც  ეხება, რომლებსაც პატარები სკოლის მიღმა იყენებენ.

უსინათლო ბავშვთა საერთაშორისო ფონდის უმთავრეს მისიას, ამ ეტაპზე, 202-ე სკოლა–პანსიონში თითოეული მოსწავლისთვის იზოლირებული სივრცის დამონტაჟება წარმოადგენს, თუმცა ფონდის მისია და მიზნები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდია.

15354046_1279240098806841_729991366_o

როგორ ფიქრობთ, დღეს, საქართველოში უსინათლო პირთათვის საზოგადოებაში ინტეგრირების პირობები რამდენადააა შექმნილი?

– ვფიქრობ, იმდენად, რამდენადაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის, იცნობს და ხედავს უსინათლო ადამიანებს ჩვენს ყოველდღიურობაში.

სკოლაში არსებული ადაპტირებული გარემოს მიუხედავად, ასეთი პატარების კომფორტი სკოლიდან გასასვლელ ზღურბლზევე სრულება, ვინაიდან პირველივე გაჩერება, რომლითაც ისინი სარგებლობენ, მათ შესაძლებლობებს არ ითვალისწინებს.

იგივე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც, საბანკო თუ სავაჭრო მომსახურეობას.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ასეთი ადამიანების საჭიროებებს საერთოდ არ იზიარებს.

უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, უსინათლო და მცირედმხედველთა 202-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ხათუნა ჯალაღონიას, რომელიც  ჩვენი უნიჭიერესი პატარების კეთილდღეობისთვის ყველაფერს აკეთებს.

როგორც ცნობილია, უსინათლო ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტები გამართეთ, მოგვიყევით მათ შესახებ. მსგავსი სახის საქველომოქმედო კონცერტების ჩატარებას კიდევ ხომ არ გეგმავთ?

– რა თქმა უნდა, საქველმოქმედო კონცერტები კვლავ გაიმართება და საზოგადოებას არა ერთი ცნობილი მუსიკოსის ნახვის შესაძლებლობა მიეცემა.

საქართველოს მასშტაბით, 2016 წელს 5 ღონისძიება გაიმართა.  

ჩემთვის  განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი  ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული კონცერტი იყო, რომელმაც  სრული ანშლაგით ჩაიარა, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას, განსაკუთრებით ქუთაისის მერ, ბატონ შოთა მურღულიას, რომელსაც  ასეთი  ბავშვების პრობლემები ყოველთვის გულთან ახლოს მიაქვს.

აგრეთვე, დიდ მადლობას ვუხდი,  კომპანია მკითხველსა და მის დამფუძნებელ, გიორგი ხელაძეს. ასევე, ყველა იმ კომპანიას,რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში მხარში გვიდგანან( ჯეოსთილი,  ბეკო, ახალ ნათება,  ბრავო ორიათასრვაასი, ანაგი, არქი ჯგუფი) და  რა თქმა უნდა, ტელეკომპანა, რუსთავი ორს, იმედსა და რიონი ტივის. ზოგადად, თვითოეულ იმ ადამიანს, ვისაც უსინათლო ბავშვთა პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ, იმის გამო, რომ ამ თემით დაინტერესდით.

12745756_1704113006494627_7395157892356726722_n

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ 2017 წელს ღონისძიებები საქართველოს კიდევ 16 ქალაქში გაიმართება. მინდა გაგანდოთ, რომ მე და ესპანეთის სამეფო კარის ელჩ, ბატონ ვიქტორ მურსია გარზონს, საქართველოში  დიდი უსინათლო ესპანელი კომპოზიტორის, ხოაკინ როდრიგოს სახელობის უსინათლოთა ფესტივალის დაარსება გვსურს.

ცნობილი გახდა თქვენი კიდევ ერთი წამოწყების შესახებ, როგორც თავად აღნიშნეთ, უსინათლოებს გიტარაზე დაკვრას სრულიად უფასოდ შეასწავლით, გვიამბეთ ამ ინიციატივის შესახებ. მსურველები რამდენად არიან?

– მე ვიტყოდი, რომ ეს არის ის, რაც ერთმა რიგითმა მოქალაქემ,  ტარიელ სუარმა,  რომელსაც მოდით ასე ვთქვათ, გიტარაზე დაკვრა, როგორც ამბობენ კარგად გამოსდის, როგორც პიროვნებამ  უსინათლო ბავშვებს შესთავაზა. მსურველები, რა თქმა უნდა, არიან და მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ გამოჩნდებიან.

რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას? რით შეგვიძლია დავეხმაროთ უსინათლოებს?

– იმით, რითაც ცხოვრებაში დახმარება ყველას გვჭირდება-ეს სიყვარულია.  ჩვენი პატარების თვალებშიც  ვარსკვლავები ციმციმებენ, შესაძლოა, ცოტათი ნაკლები, მაგრამ უფრო გულწრფელი. მათი მარადიული ციმციმისთვის კი, სულ ცოტა სიკეთეც საკმარისია.

ნინო ზარიძე

Facebook კომენტარები
Share1Tweet1

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

„ურთულესია 8 წელი შიშის ქვეშ ცხოვრება.. თვალებში რო შესციცინებ ონკოლოგს, მთელი ცხოვრება რო ჩერდება ამ დროს და ელოდები განაჩენს.. მადლიერი ვარ ყველა თქვენგანის, ყველაფრისთვის, სადამდეც ვიცოცხლებ ყველა თქვენგანის სიკეთე მემახსოვრება!“ – ჟურნალისტმა მარიამ ჭელიძემ ურთულესი ოპერაცია ჩაიტარა

„ურთულესია 8 წელი შიშის ქვეშ ცხოვრება.. თვალებში რო შესციცინებ ონკოლოგს, მთელი ცხოვრება რო ჩერდება ამ დროს და ელოდები განაჩენს.. მადლიერი ვარ ყველა თქვენგანის, ყველაფრისთვის, სადამდეც ვიცოცხლებ ყველა თქვენგანის სიკეთე მემახსოვრება!“ – ჟურნალისტმა მარიამ ჭელიძემ ურთულესი ოპერაცია ჩაიტარა

3 years ago
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

10 years ago
ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე  

ჩვენ ვართ უკრაინის პირველი გულშემატკივრები, მაგრამ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე  

4 years ago

შსს-მ ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

9 years ago

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

როგორ ლანძღავდნენ და აკნინებდნენ ჩვენ პატრიარქს და როგორ ითმენდა ყველაფერს, ერთი პასუხი არ გასცა არავის. როგორ შეურაცხყოფას აყენებენ მეუფე შიოს,...

Read moreDetails
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026
  • გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by