რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მე-13 დღეს, აქციის მონაწილეები კვლავ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დღესაც სცენა ძირითადად ხელოვნების წარმომადგენლებს დაეთმობათ და არ იგეგმება მსვლელობა.

“დღეს მსვლელობას არ ვგეგმავთ და არ გვექნება განსხვავებული ფორმატი, ეკრანის დატვირთვა იქნება მაქსიმალური და ბევრი ხელოვანი იქნება წარმოდგენილ,ი რომლებიც შემოგვთავაზებენ მუსიკას“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა

Please follow and like us: