13 საათის წინ
საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა
3 დღის წინ
ეროვნული გამოცდები 2020 – მოსალოდნელი ცვლილებები
3 დღის წინ
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
3 დღის წინ
გიორგი გახარია – უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
3 დღის წინ
სალომე ზურაბიშვილი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები

დღეს ყველამ კარგად ვიცით, რა უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას მსოფლიო. გარდა გლობალური საფრთხისა, ყოველ სახელმწიფოს საკუთარი პრობლემები აქვს. საქართველოს მაგალითზე, ჩვენ გვაქვს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნია რესურსი, შეებრძოლოს პანდემიას და უმკურნალოს დაინფიცირებულ ადამიანებს.

რა მდგომარეობაა, პანდემიის ფონზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რა მარაგი აქვთ ადგილზე და ვისი იმედი აქვთ ადგილობრივებს? აღნიშნულ თემებზე „თბილისი თაიმსს“ კონფლიქტოლოგი, ზაზა ცოტნიაშვილი ესაუბრა.

ამედიცინო კუთხით, რამდენად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უზრუნველყოფილი შესაბამისი აღჭურვილობით, რომ მიიღოს პაციენტები?

ამ მხრივ, „სამხრეთ ოსეთს“ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ცალსახად რთული ვითარებაა ცხინვალში იმიტომ, რომ იქ რესურსი საკმაოდ მწირია – ყველა თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი რუსეთისთვის არის სამხედრო რეგიონების დანიშნულების მატარებელი. სწორედ ამ კუთხით უყურებს ის აქ ნებისმიერი პროცესის განვითარებას. ხსენებულ ტერიტორიებზე რუსეთი რესურსს ხარჯავს იმდენად, რამდენადაც ამის საჭიროებას ხედავს. ამდენად, ინფექციური დაავადების მიმართ აქ ყურადღება ნაკლებია. ამ ეტაპზე, შესაბამისი რესურსის არქონა დიდი პრობლემაა.

მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ, მაგალითად, ცხინვალის საავადმყოფოში სულ 10 სასუნთქი აპარატია  არ არის პირბადეები. არსებობს ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მორიგე ექიმები მუშაობაზე უარს აცხადებენ იმის მიუხედავად, რომ მათ ექიმის ვალდებულება კარგად აქვთ გათვითცნობიერებული – თუმცა მათი სიცოცხლე დაცული არ არის. როგორც ადგილობრივი მედია წერს, რაღაც რესურსი გამოყოფილია – ერთჯერადი პირბადეები, რომელიც შესაძლოა,  ერთი კვირის სამყოფიც არ იყოს. პანდემიის პირობებში საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ არის.

ტესტებს რაც შეეხება – ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, ეომ რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სპეციალისტები გამოგზავნა. ცხინვალში, სტავროპოლის მხარეს მადლიერები არიან, რომ ერთ-ერთი სპეციალისტი ჩავიდა და დაათვალიერა, რა ხდება რეგიონში. მან 200 ტესტი ჩაიტანა და კიდევ 500 ტესტის ჩატანას დაჰპირდა.

რუსეთის ფედერაცია რა ტიპის განცხადებებს აკეთებს?

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აქ მუდმივად კეთდება პოლიტიკური განცხადებები. დღეს მთელს მსოფლიოს აქვს გააზრებული პანდემიის საშიშროება, მაგრამ ეს არ არის გაცნობიერებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ე.წ. საგარეო მინისტრი აცხადებს, რომ  საქართველოს აქვს მცდელობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაავრცელოს პანდემია, რაც, ცხადია, სასაცილოა იმ ადამიანებისთვის, ვინც კარგად ერკვევა კორონავირუსის გავრცელების საკითხებში. თუ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა რუსული პროპაგანდისტული მექანიზმის მუშაობაზე, კარგად უნდა ვხვდებოდეთ, რას ემსახურება ეს განცხადებ – რომ ადგილობრივი მოსახლეობა ნეგატიურად განეწყოს ქართველების მიმართ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი მალულად ცდილობენ, დაუკავშირდნენ ჩვენს ხელისუფლებას და მიიღონ სამედიცინო მხარდაჭერა. ჩვენი ხელისუფლება აცხადებს, და ეს ძალიან სწორია, რომ სულერთია, სად ცხოვრობს მოქალაქე – საქართველოს ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს მათ დასახმარებლად.

რა შეზღუდვები მოქმედებს ხსენებულ ტერიტორიებზე?

ჩვეულებრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აიკრძალა შეკრებები, დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. თუმცა, ამ შეზღუდვების დაცვა განვითარებულ ქვეყნებშიც ძალიან რთულია, ეს, ცხადია, პრობლემაა ისეთ რეგიონებში, სადაც ნაკლები ინფორმაცია ვრცელდება და ინტერნეტთან წვდომა ჭირს. რუსეთის ინტერესებში შედის, რომ ინტერნეტი არ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ალბათ, არასრულფასოვანი ინფორმირების ბრალია ის, რომ, მიუხედავად აკრძალვებისა, მაგალითად, აფხაზეთში ძალიან დიდი ქორწილი გადაიხადეს. ცხადია, ეს საფრთხეა.

საინტერესოა ის, რომ, რაღაც პერიოდში, ოკუპირებული ტერიტორიებია ე.წ. ხელისუფლებებმა საზღვრების ჩაკეტვის შესახებ გამოაცხადეს, მათ შორის, რუსეთთან. დღევანდელი ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში უკვე 5 ინფიცირებული ფიქსირდება, რაც საგანგაშოდ აღიქმება ცხინვალში, სადაც ფიქრობენ, რომ მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ჩრ.ოსეთთან ურთიერთობისგან, რაც, ეკონიმიკური თვალსაზრისით, დამატებით პრობლემებს შექმნის.

რა ძირითადი საშიშროების წინაშეა ოკუპირებული ტერიტორიები?

ადგილობრივი სამედიცინო თვალსაზრისით, რა რესურსიც იყო, პრაქტიკულად, გამოყოფილია იმის გამო, რომ იყოს მზაობა. ცუდი ფაქტია, მაგრამ ექიმი თვითონ არ არის დაცული დაინფიცირებულთან სამუშაოს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატარა აფეთქებაც კი კატასტროფის ტოლფასი იქნება.

ადგილობრივმა მედიამ გააშუქა, რომ საავადმყოფოში მივიდნენ ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი, სადაც აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ე.წ. პრეზიდენტისთვის ჰქონდათ შესაბამისი ხალათი.

პრაქტიკულად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო რესურსი არ არის და მე ვფიქრობ, რომ თუ იქ აფეთქება მოხდება, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს მზაობა, რომ დავეხმაროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: