ქართველ რეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს ლილი იოსელიანს, პედაგოგიური და შემოქმედებითი მოღვაწეობის 70 წლისთავთან დაკავშირებით გადაეცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პრემია „ხელოვნების ქურუმი“.
25 მარტს, რეჟისორს 92 წელი შეუსრულდა, იგი 70 წლის განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ და თეატრალურ საქმიანობას. ლილი იოსელიანი არის პირველი ქართველი პროფესიონალი ქალი რეჟისორი. იგი მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა, მარჯანიშვილის, რუსთაველის, რუსთავის თეატრებში; იყო სანკულტურისა და გორის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელი.
1944 წლიდან რეჟისორი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიკოსი. ლილი იოსელიანს დადგმული აქვს 80- მდე სპექტაკლი, გადაღებულია ოთხ მხატვრულ ფილმში, მათ შორის ფილმში „დები წყვდიადში“. ბერნარდა ალბას როლის შესრულებულისათვის სახალხო არტისტს მიღებული აქვს პრემია ქალის მთავარი როლის შესრულებისათვის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.
ლილი იოსელიანის მნიშვნელოვანი დადგმებია: ბ. შოუს „პიგმალიონი“, უ. შექსპირის „აურზაური არაფრის გამო“, „ჰამლეტი“, „რომეო და ჯულიეტა“, გ. ჰაუპტმანის „ მშვიდობის დრესასწაული“, ფ. დოსტოევსკის „იდიოტი“, მ.ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“, ო. ჩხეიძის „თედორე“ ,ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი“ და სხვა.
26.03.14