შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას თქმით, სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს სტატისტიკის მეთოდოლოგია დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ექსპერტებასაც გააცნოს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა. იზორია აცხადებს, რომ კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურია. “კითხვები დაისვა სტატისტიკის მეთოდოლოგიასთან, სიზუსტესთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთგზის განვმარტეთ, პირობაც მივეცით საზოგადოებას, რომ ყოველთვე მოხდებოდა სტატისტიკის გასაჯაროება და ვასრულებთ ამას. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით კი ვგეგმავთ ახლო მომავალში, ყველა დაინტერესებულ მხარეს შს სამინისტროში გაგაცნოთ ეს მეთოდოლოგია, მათ შორის ექსპერტებსაც, ვისაც აქვს კრიტიკული კითხვები და შესაბამისად საზოგადოება თქვენთან ერთად დაინახავს, ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი. წარსულთან შედარების თვალსაზრისით ვამბობ, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, მათ შორის სამართალდარღვევათა გამოვლენის მაჩვენებელი, მათ შორის პოლიციელთა რიგებში თითქმის ასპროცენტიანია”, – განაცხადა ლევან იზორიამ. 08.09.14